14💫

2K 119 14
                                    




- არ მოგწონს?

- საქმე არ არის იმაში მომწონს თუ არა, უბრალოდ....

- უბრალოდ რა?

-არ ვიცი...ყველაფერი ისე უცბად ხდება, რომ გაანალიზებას ვერ ვახერხებ.. - ვუთხარი და მაისური გავისწორე.

- ამის გამო შემაწყვეტინე შენით ტკბობა?

- ჯეიდენ...

-ხო კარგი - მითხრა და ონკანიდან წყალი მოუშვა შემდეგ კი დალია.

- ჩემი წასვლის დროა... - ვუთხარი.

- დარჩი.

- რატომ?

- ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს ამ სახლში ცხოვრება და ხო უნდა მიეჩვიო..

- დღეს ჩემს სახლში მირჩევნია.

- კარგი როგორც გინდა..

ის იყო, მოსაცმელი უნდა ჩამეცვა, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა..

- ცოტახანი მაინც მოგეცადა, წავიდოდი და მერე დაგერეკა შენი გოგოებისათვის - ვუთხარი ჯეიდენს. მაგრამ ჩემი ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა..

ჯეიდენმა პასუხი არ გამცა და ეგრევე კარს მიუახლოვდა, ჭუჭრუტანაში გაიხედა და შემდეგ მე შემომხედა..

- ამყევი.

- რაა?

- რაც გაიგე. - მითხრა და კარი გააღო.

- თეეილოორ, რამ შეგაწუხა? - ჰკითხა ჯეიდენმა თეილორს.

- შენ? ჰაჰ არასდროს. მე უკვე საცოლე მყავს და ვეღარაფერს შეცვლი. - თქვა და კარი უფრო შეაღო, რის შემდეგაც ჩემი თვალები თეილორისას შეხვდა. საკმაოდ განრისხებული და სასოწარკვეთილი გამოხედვა ჰქონდა.

- ჰეი. - უდარდელად მივესალმე.

თეილორმა სახლში შემოსვლა სცადა მე კი ჯეიდენის სიტყვა გამახსენდა და ასეც მოვიქეცი. მივუახლოვდი კარს და თეილორს ვუთხარი :

- სტუმრებს არ ველოდებით. - ვუთხარი და ცინიკურად გავუღიმე.

ამაზე უარესად გაბრაზდა, შეტრიალდა და უკან დაბრუნდა.

- ყოჩაღ.. - მითხრა ჯეიდენმა, ხელი გადამხვია და სასტუმრო ოთახში ასე მივედით.შემდეგ კი სავარძელზე მოვკალათდით.წასვლა, რომ მიწევდა გადამავიწყდა და ჯეიდენს გამოკითხვა ჩავუტარე.

შეპყრობილიWhere stories live. Discover now