8 💫

2.3K 139 12
                                    

*ჯეიდენის მოგონებები*      

2004.12.25.

შობას ჩემი და ნორას ოჯახი ყოველთვის ერთად ხვდებოდა და იმ წელსაც არ უღალატეს ტრადიციას. ყოველთვის განსაკუთრებულ გრძნობას მგვრიდა ეს დღე. მიხაროდა,რომ ამ დღეს ნორასთან ერთად ვატარებდი. ნორასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა..მასთან უამრავი მოგონება მაკავშირებს..იმ წელს კი განსაკუთრებულად მიხაროდა ეს დღე და ფანჯარასთან მდგომი. ველოდებოდი ძია ვილიამის მანქანის გამოჩენას ჩვენს ეზოში.

-  ჰეი ჯეიდენ, როგორ ხარ ?  - მკითხა შემოსვლისას ძია ვილიამმა და თმა ამიჩეჩა.

- მადლობა კარგად ვარ ძია შენ? - ვუპასუხე და თან თვალები აქეთ-იქით გამირბოდნენ,ნორას ნახვის წყურვილით და აი ისიც შემოდის, ნაზ თეთრ კოპლებიან კაბაში გამოწყობილი, თმა კი ცხენის კუდივით ჰქონდა შეკრული,რომელსაც შავი აბადოკი ამშვენებდა... მოწიწებით და მორცვად მიაბიჯებდა სუფრისკენ, მე კი იმ წამსვე მის გვერდით დავიკავე ადგილი. ვახშამის შემდეგ ყველანი დაიფანტნენ. საიმონი და მოლი ბუხართან იჯდნენ. დედა და მისის რიჩარდსონი სამზარეულოში საქმეებს განიხილავდნენ. მე და ნორა კი ჩემს ოთახში ვიყავით და რაღაცეებს ვაფერადებდით.

- არ მიყვარს მწვანე ფერი  - მითხრა ნორამ და მწვანე ფერის ფანქარი ძირს მიაგდო.

- რატომ? ცუდი ფერი არ არის.. - ვუპასუხე მე და ფანქარი პენალში დავაბრუნე. ჩემი და ნორას გემოვნება მუდამ განსხვავდებოდა,მაგრამ ერთმანეთს მაინც კარგად ვუგებდით.

- არ ვიცი. უბრალოდ არ მომწონს და ბალახს სალათისფრად გავაფერადებ.

- ეგეც ხო მწვანეა ნორა?

- სალათისფერია.

- როგორც გინდა - ვუთხარი და გაფერადება გავაგრძელე.

- გინდა ჩვენ მეგობრობას სახელი დავარქვათ? - მკითხა და საწოლზე წამოჯდა.

- ეგ როგორ?

- ჩვეულებრივად.  მე ხო მქვია ნორა,შენ ჯეიდენი. ჩემი სახელიდან ამოვიღებთ რა-ს შენიდან კი ჯეიდს ,  რა გამოდის?

შეპყრობილიTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang