12💫

2K 118 9
                                    


ფიქრების გადამკიდე იმ ღამეს მხოლოდ ერთი საათით მეძინა.
ძალიან ვნერვიულობდი...დილით სწრაფი ტემპით ჩავიცვი და წასასვლელად გავემზადე.
გარეთ კი ისევ ჯეიდენი დამხვდა. ერთი მხრივ შვება ვიგრძენი. ესეიგი მის გამო არ მიბარებდნენ განყოფილებაში. მაგრამ მის გამო თუ არა აბა ვის ?

- ჯეიდენ გუშინ მგონი გასაგებად გითხარი, რომ მანქანას ჩემითაც ვმართავ და მძღოლი არ მჭირდება.
- კი მითხარი, მაგრამ მე არ შეგეშვები. - მითხრა და ხელები გულმკერდზე გადაიჯვარედინა.
- დამაგვიანდება დღეს სამსახურში. - ვუთხარი ამოხვნეშით და მანქანას მივუახლოვდი.
- რატომ?
- პოლიციის განყოფილებაში ვარ დაბარებული.
- რა მოხდა? - მკითხა და სახის მიმიკა შეეცვალა.
ჯეიდენს ტელეფონის ზარის შესახებ დაწვრილებით მოვუყევი, რის შემდეგაც გამოყოლა შემომთავაზა.
- არა იყოს. - ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი.

როდესაც მანქანამ მატორის დაქოქვის ხმა გამოსცა ამასთან ერთად კარის გაღების ხმა გავიგე და დავინახე თუ როგორ დაჯდა ჯეიდენი მანქანაში.
ღვედი შეიკრა და მითხრა :

- მეც მოვდივარ. - მითხრა და წასვლის მიზნით ხელი წინ გაიშვირა. ნერვები საკმარისად მქონდა ისედაც მოშლილი და წინააღმდეგობა აღარ გავუწიე. მანქანა დავძარი და განყოფილებამდე ორივე ჩუმად ვისხედით. მასთან ლაპარაკის ხასიათზე დიდად არც ვიყავი.
მხოლოდ ერთი, რამ მიტრიალებდა თავში.
რა მოხდა?..

შენობის შესასვლელი კარი ჯეიდენმა გამიღო და ჯენტლმენურად ხელი გამიწოდა. ცივად შევხედე და იქვე მდგარ ერთ-ერთ გოგონას ვკითხე.

- გამარჯობა. განყოფილებაში ვარ დაბარებული და ვის უნდა მივმართო?
- გამარჯობა მისტერ მორგან - პირველ რიგში ჯეიდენს მიესალმა.
ღმერთო რა დროს ჯეიდენია ადამიანო, როდესაც რაღაცას გეკითხები? - ნორა რიჩარდსონი ხო?
- დიახ
- წამობრძანდით - მითხრა და ოთახისკენ გაგვიძღვა.
- ბოლო ოთახი ხელმარჯვნივ - გვითხრა და ჯეიდენს გაუღიმა.
- მადლობა . - ვუთხარი და ოთახისკენ წავედით.
- ჯეიდენ შენთან ერთად აღარსად არ წამოვალ - ვუთხარი,როდესაც ჩემს ხელს შეეხო და თითზე მოთავსებულ ბეჭდებს დაადო თითი..იმის ნიშნად, რომ სხვა გზა არ მქონდა..თან კი კმაყოფილი ღიმილი ახლდა..
- ოჰჰჰ.... - ვუთხარი და ხელი ჩამოვწიე.
ოთახში შევედით და იქვე მჯდარი საშუალო ხნის მამაკაცი დაგვხვდა.
- გამარჯობა...შეიძლება?
- ოჰ, გამარჯობა. დაბრძანდით. მე ინსპექტორი არტურ ბრუკსი ვარ.
- რისთვის დამიბარეთ?
- დიახ ახლავე გეტყვით...მოგეხსენებათ თქვენი ძმა აიზეკ რიჩარდსონი ავტომრბოლელია —აიზეკის სახელის გაგებისას იქვე გავქვავდი..რა უნდა გაეკეთებინა ასეთი? —თანაც საკმაოდ განთქმული. პროვოკაციას აჰყვა და დანაშაული ჩაიდინა. მაგრამ მას ჩვენება უკვე ჩამოვართვით. აიზეკმა ქუჩის, კანონით აკრძალულ რბოლაში მიიღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა პოლიციამ ეს უყურადღებოდ არ დატოვა. მისი მოწინააღმდეგე მხარე გაიქცა. სიტუაცია აგვიხსნა, რის შემდეგაც დასკვნა გამოვიტანეთ. თქვენს ძმას გარკვეული გირაოს გადახდა მოუწევს, სწორედ ამიტომ დაგიბარეთ თქვენ..
- რამდენია გადასახადი? - ჩაერია საუბარში ჯეიდენი.
- 5 000 $ - უპასუხა ბრუკსმა.
- სად უნდა გადავიხადო?
- იყოს ჯეიდენ. არ არის საჭირო - ვუთხარი ჯეიდენს და მხარზე ხელი დავადე.
- გადავიხდი მეთქი. - საფულე ამოიღო,ფული გადათვალა მაგიდაზე ბრუკსს დაუდო, ხელი მომკიდა და სკამიდან ნაზად ამაყენა.
- აიზეკს შემოსასვლელში შეხვდებით - გვითხრა ბრუკსმა და ჩვენც დავტოვეთ მისი ოთახი.
- რატომ გადაიხადე? არ იყო საჭირო..
- არაფერს ნორა რისი მადლობა...რატომ დარდობ? ან რატომ არ უნდა გადამეხადა?
- არ ვიცი. მეც შემეძლო გადახდა. ბოლო-ბოლო მშობლებს გადავახდევინებდით.
- ნორა შენი აზრით მშობლების ჩარევა, რომ ნდომოდა აიზეკს , გუშინ შენ დაგირეკავდნენ?
- უი... მაგაზე არც მიფიქრია ისე რატომ?
- დასვენება გჭირდება ნორა - მითხრა და თვალები ააბრიალა.

შეპყრობილიUnde poveștirile trăiesc. Descoperă acum