25 💫

2K 123 18
                                    


* ნორა *

ჯეიდენმა ჩვენი ბავშვობის შესახებ ცოტა, რამ მიამბო ცოტახანში კი , როდესაც მოლი ახსენა თითქოს აზროვნების უნარი დაეკარგა და გაჩუმდა. ვუთხარი, რომ შეეძლო აღარ გაეგრძელებინა და ორივეს მალევე ჩაგვეძინა. დილით,როდესაც გავიღვიძე ჯეიდენი გვერდით აღარ იწვა და ვიფიქრე,რომ წასული იყო. წამოვდექი, ფარდები გადავხსენი და სამზარეულოში გავედი. იქ კი ჩემდაგასაკვირად ჯეიდენი ომლეტს ამზადებდა.

- დილამშვიდობის. წასული მეგონე. - ვუთხარი და სკამზე დავჯექი.

- დილამშვიდობის ნორა. ვიფიქრე საუზმეს დავახვედრებთქო

- მადლობა. - ჯეიდენმა ღიმილით შემომხედა შემდეგ კი ომლეტი მაგიდაზე დადო.

ჭამას შევუდექით და ჩვენ შორის სამარისებული სიჩუმე იდგა. ორივე გემრიელად მივირთმევდით ომლეტს და საუბრისთვის არ გვეცალა ან არ ვიცოდით რა გვეთქვა ერთმანეთისათვის. ყოველი შემთხვევისთვის მე. ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ მცირე კონტაქტი გვაკავშირებდა ერთმანეთს და ისიც მხოლოდ პატარას საკითხზე..თითქოს ახალი გაცნობილი ადამიანი მეჯდა გვერდით და არა ჯეიდენი...

- ძალიან გემრიელი იყო. მადლობა. - ვუთხარი და ჩემი თეფში ნიჟარაში მოვათავსე.

- მე ცუდად არასდროს ვამზადებ... - მითხრა და ეშმაკურად გამიღიმა.

- ხო რა თქმა უნდა, შენ ხო ჯეიდენ მორგანი ხარ..

- დღეს მუშაობ? - მკითხა და სკამიდან წამოდგა.

- არა. შაბათ-კვირას ვისვენებთ ხოლმე.

- რა ენაღვლებათ. - თქვა და ჩაიცინა.

- სხვებისგან განსხვავებით, ხვდებიან იმას, რომ სამსახურის გარდა ადამიანს სხვა საქმეებიც აქვს და მუდამ მუშაობას არ უნდა დაუთმონ დრო.

- ამით რისი თქმა გინდა? - მკითხა და მივხვდი, რომ ჩემი ნათქვამი არ ესიამოვნა.

შეპყრობილიWhere stories live. Discover now