5 💫

2.4K 142 6
                                    




რას ჰქვია ტელეფონს არ დამიბრუნებს? ხო არ გააფრინა შემთხვევით?!....

- ბოდიში, რაღაც ვერ გავიგე.. - ვუთხარი გაკვირვებული სახით

- ყველაფერი კარგად გაიგე. ახლა სამუშაოს შეუდექი. - მითხრა და ზურგი შემაქცია.

იდიოტი...

****


მთელი სამუშაო დღე ჩემს კაბინეტში გავატარე. მხოლოდ რამოდენიმეჯერ ჩავედი გაბრიელასთან. დაკვეთა დაკვეთაზე მოდიოდა, ჯეიდენთან შეხვედრის მსურველების შეხვედრებს ვჯავშნიდი..საერთოდ რატომ დავთანხმდი ამ ყველაფერს? ამომეღო ხმა და ვიქნებოდი მხოლოდ ინტერიერის დიზაინერი და არა ამ მონსტრის მოადგილე...მთელი ამ დროის განმავლობაში არცერთხელ არ გამოვუძახებივარ კი მიკვირდა,მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია..არც იყო ღირსი. დადგა ნანატრი დრო და მოვრჩი ყველაფერს. ტელეფონის დასაბრუნებლად შევედი ჯეიდენის კაბინეტში მაგრამ იქ არ დამხვდა....

- რა დავაშავე? - ვთქვი ხმამაღლა და კედელს ხელი მივარტყი.

- ჰეიიი, ჰეიი ნორა ? მშვიდობაა? - მკითხა საიმონმა. ეს ბიჭიც ხო აჩრდილივით ყველგან არის.

- ამმ..კი - ვუპასუხე და ჯეიდენის კაბინეტის კარი მოვხურე.

- ჯეიდენს ეძებ?

- კი

- წავიდა კაი ხანია.

- გასაგებია - ლიფტისაკენ წამოვედი.

- დაგიბრუნა ტელეფონი?

- არა ზუსტად მის დასაბრუნებლად ვიყავი მის კაბინეტში მაგრამ... - არ დამასრულებინა.

- მაგრამ იქ არ დაგხვდა, არ მიაქციო ყურადღება ყოველთვის ასე იქცევა. - ხელით ლიფტისკენ მანიშნა.

- გავითვალისწინებ. შენ რისთვის იყავი ამოსული? - რა სწორი კითხვაა კომპანიის ვიცე დირექტორისათვის. პასუხის გაცემა არ ვაცადე და წარმოვთქვი.

- ბოდიში, ეს ჩემი საქმე არაა..

გაეცინა

შეპყრობილიOù les histoires vivent. Découvrez maintenant