თავი 3

16 0 0
                                    

დაბლა ჩამოვედით. ისინიც ჩამოვიდნენ. -ეს ტანსაცმელები დაწვით... თქვა ლიზამ როდესაც კრისტიანის ტანსაცმელების დრაგოსის ტანსაცმელებტან ერთად დაყარა ძირს.
-ჩვენ გამოვიცვლით... დრაგოს ჩანთაში ტყვია გაუმტარი ჟილეტიცაა და ამოიღე ოღონდ არ ამოყარო ძლივს ჩავალაგეთ.
-კარგი
მე და ლიზა ოთახში ავედით და გამოვიცვალეთ. შავი ფერით დამალვა ადვილია ამიტომ გვიწევს გამოცვლა.

დაწვეს ტანსაცმელი.
-წავედით.... ვთქვი და ყველა გარეთ გავყარე.
სახლის წინ დავდექი.
-ძალიან კარგი სახლი იყო... ვთქვი და ჯადოქრობის გამოყენებით ცეცხლი წავუკიდე და ორ წუთში დაიწვა.
ჩანთას მონაცვლეობით ვატარებდით. ძალიან ბევრი ვიარეთ ტყეში.  როდესაც გამოქვაბული დავინახეთ შორს. მაშინ გადმოგვიხტა წინ ორი დიდი ჩვეულებრივი მგელი.
უნდა შემეტია მაგრამ კრისტიანმა შეუღრინა. ამის შემდეგ წყნარად განვაგრძეთ გზა გამოქვაბულისკენ.
შევედით გამოქვაბულში, ცეცხლი დავანთეთ. დავაფინეთ ორი ნაჭერი დიდი.
მე და ლიზა ერთმანეთის პირისპირ დავჯექით.
-ლიზ მოდი ჩემს გვერძე რა... ვუთხარი ლეკვის თვალებით.
-კაი თქვა და გვერძე მომიჯდა. ჩვენს უკან გამოქვაბულის კედელი იყო. ამიტომ მივტყუპდით პლედი გადავიფარეთ და მივეყუდეთ კედელს.
-გათბით?... ორივემ ერთდროულად დაგვისვეს კითხვა.
-კი ვეუბნებით ჩვენც ერთდროულად.
მერე ლაპარაკი დავიწყეთ. ერთმანეთი უფრო კარგად გავიცანით.
-როუზ, სალაპარაკო მაქვს შენთან და რომ გავიდეთ ცოტახანი... მითხრა კრისტიანმა.
-კი რა პრობლემაა.
ვუთხარი მე და ავდექი. გასულებს მოგვაძახეს ორივემ ერთად.
-ფრთხილად იყავით!!!
ცოტა მოშორებით დაგრეხილ ხესთან გავჩერდით. სკამისავით ჰქონდა ჩამოწეული ტოტი და არც ისეთი მაღალი იყო.  მე ხეზე შემოვსკუპდი. კრისტიანი კი დაბლა დაჯდა.
-აბა გისმენ... ვუთხარი და ოდნავ წავწექი ხეზე. -ვიცი რომ ბრძოლა მოგვიწევს...
-კაი კაცო ხო არ მატყუებ  იქვე ძალიან პატარა ჯოხი მოვტეხე და ხელებში ვათამაშებდი ხან ვთლიდი ხან ვტეხავდი. როდესაც დამიმთავრდებოდა ახალს ვტეხავდი მთელი საუბრის მანძილზე.
-როუზ... ეხლა აგდებულად ლაპარაკის დრო არაა...
-თუ იცი რაღაზე მეკითხები.?? შევეკითხე.
-ვერ ვხვდები რატომ ეხლავე არ ვიწყებთ შეტევას?...
-ჯერ ერთი ეს ჩვენი ბრძოლაა მერე მეორეც რომ თქვენ ვაფშე თავშიც კი არა ხართ და რატომ უნდა დაზიანდეთ?...
-მე და დრაგოსი შენი და ლიზას მეგობრები ვართ. მართალია ბევრი დრო არ არის რაც გიცნობთ მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მთელი ცხოვრებაა გიცნობთ, ჩვენც შეგვიძლია დაგეხმაროთ.
-კაი შენ თქვათ და ხო, დრაგოსზე რაღას იტყვი....
-მასაც შეუძლ...
-კრისტიან ხომ არ გავიწყდება რომ ადამიანია... ვუთხარი ოდნავ ხმამაღლა და გაბრაზებულმა.
თუ გაიგეს რომ ადამიანია თან მე და ლიზას მეგობარი პირველ შეტევას მასზე განახორციელებენ. არგესმის რომ ეხლა თუ დაიწყება ბრძოლა დრაგოსი აუცილებლად მოკვდება!!!
-......
-იყავი ეხა ჩუმად
-შენი გეგმა რა არის?...
-ჯერ დრაგოსი უნდა გამოწვრთნათ, მერე კი შენ, ლიზა მე. ყველას გვჭირდება გამოწვრთნა და ვარჯიში.
-კიმაგრამ ვინ უნდა...
-მე...
-რა?....
-ეს ძალიან რთულია მაგრამ მთელი პასუხისმგებლობა ბიძაჩემმა მე ჩამაბარა როდესაც ლიზას შესახებ და ჩვენი კავშირის შესახებ გავიგე.
ფეხზე ადგა კრისტიანი და ნერვიულად სიარული დაიწყო.
-როუზ,  რო დაზიანდე?...
ირონიულად გავიცინე.
-არაუშავს
-რა არაუშავს?... დრაგოსმა რომ დაგაზიანოს ან ლიზამ.
-შენ თავს რატო არ ამბობ?...
-ჩვენ 4 იდან ყველაზე ძლიერები მე და შენ ვართ.
-ლიზაც ძლიერია მაგრამ არ იცის ძალის გამოყენება უჭირს ძალიან და ვნერვიულობ.
-ნუ გეშინია არ დაგაღალატებ... უცბათ გავუგონეთ ლიზას ხმა. ორივემ მის მიმართულებით გავიხედეთ. თვალები დავჭყიტეთ მე და კრისტიანმა.
ჩამოვხტი ხიდან.
-ყველაფერი გაიგეთ?... დავუსვი კითხვა ლიზას გვერძე მდგარ დრაგოსს.
-კი მითხრა ჩვეულებრივად.
-იცით რომ ეგრე მოსმენა უზრდელობაა?.. ვუთხარი ორივეს.
-ის არ არის უზრდელობა რომ ჩვენზე ლაპარაკობთ.?? წამოენთო დრაგოსი. ორივემ წინ წავიწიეთ.
-მე რაც სიმართლე იყო ის ვუთხარი კრისტიანს, რომელი სიტყვა ან წინადადება იყო ტყუილი მითხარი და გავჩუმდები?...
ვკითხე მაგრამ არაფერი უთქვამს.
გავბრაზდი. შევბრუნდი და მოვშორდი ბავშვებს. თან იქ სადაც მე ვიჯექი ის ტოტი ერთი ხელის მოსმით მოვტეხე გაბრაზებულმა. თვალები გამიწითლდა კლანჭებიც გამეზარდა. მთელი სისწრაფით გავიქეცი. იქვე მდგარი შველი დავინახე. ძალიან მინდოდა სისხლი. დავიმალე ვიფიქრე მივეპარებოდი მაგრამ გავჩერდი როდესაც მისი ნუკრები დავინახე. კლანჭებიც გამიქრა, თვალებიც ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა. შველისკენ და მის ნუკრებისკენ  ნელა წავედი. ჩემდა გასაკვირად შველიც მომიახლოვდა. მოფერება დავუწყე მერე შველი წინ დამიჯდა. მეც ფეხებმოკეცილი დავჯექი ბალახზე. მერე მისი ნუკრებიც მოვიდა. ხან ერთს ვეფერებოდი ხან მეორეს. არვიცი რამდენიხანი მაგრამ ბევრი ხანი ვიყავი შველთან და მის ნუკრებთან.  ბოლოს შველს მუცელზე დავადე თავი, გულაღმა დავწექი, გვერდიდან კი მისი ნუკრები მომიწვნენ. იმის მიუხედავად რომ ვამპირი ვარ მაინც ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ყველას ასეთ პოზაში დაგვეძინა. გათიშული დამეძინა. როდესაც გავიღვიძე გამოქვაბულში ვიყავი. პლედიც გადაფარებული მქონდა. ვინ მომიყვანა?.. ასე გათიშული როგორ დამეძინა. ვფიქრობდი ჩემთვის. წამოვჯექი და გავიზმორე.
-აქ ვინ მომიყვანა?... დავსვი კითხვა.
-მე გიპოვე და მოგიყვანე მითხრა ახალ შემოსულმა დრაგოსმა.
ხმა არ გამიცია. გაბრაზებული ვიყავი. პლედი გადავიფარე. ფეხსაცმელები გახდილი მქონდა. თვალები ავატრიალე. ავდექი და ფეხსაცმლის ჩაცმას შევუდექი.
-ფეხსაცმლის გახდა არ იყო საჭირო. ვუთხარი არაფრის მთქმელი ტონით დრაგოსს. გასვლა დავაპირე მაგრამ. ხელზე მომკიდა და შემომაბრუნა.
ოდნავ ახლოს მომიწია დადგომა, ეს კი საერთოდ არ მიქმნიდა დისკომფირტს. ეგეთი კომპლექსიანიც არ ვარ.
-შენ.... სიტყვა არ დამამთავრებინა.
-ბოდიში ძალიან გეუხეშე
-კიდევ კაი რო მიხვდი.... უფრო ახლოს მიმწია. უკან ამოტრიალებული ეჭირა ჩემი ხელი.
-დრაგოს, შემიძლია ერთი ხელის მოსმით გაგასწორო მაგრამ არ ვაკეთებ რომ რამე არ დაგიზიანო ამიტომ შენც ფრთხილად იყავი
ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით.
-სულ ასეთი ხარ?...
-როგორი?.. ვერ გავიგე რაზე მეუბნებოდა.
-სულ ბრაზობ, სულ ცინიკოსი ხარ, თან ამავდროულად საყვარელი.
-ოჰჰჰ ბატონო დრაგოს ეს ყველაფერი ქათინაურია?...
-არა კომპლიმენტი.
-მაშინ მეც ერთ კომპლიმენტს გეტყვი.... ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი და ვუთხარი:
-სუსტი ხარ ყბაზე მივარტყი და გვერდით გავახედინე. ხელიგევინთავისუფლე. გადავუტრიალე და გადავაგდე წინ.
-დროა ვარჯიში დავიწყოთ ბატონო კვატო...

Blood Rose Where stories live. Discover now