თავი 15

4 0 0
                                    

-ლიზას მამა გაიქცა.
-რა?? გაგიჟდით როგორ?
-რაა? აქეთ ლიზამ გააფართოვა თვალები.
-არვიცი ასე შეგვატყობინეს
-რაღაც არაა რიგზე! ვთქვი და მეორე ხაზზე მირეკავენ.
-მაცადე მეორე ხაზზე მირეკავენ. გავუთიშე დიოს და მეორეს ვუპასუხე ლიზა კი გაკვირვებული იჯდა დივანზე. ვერ იჯერებდა.
-გამარჯობა ლამაზო! -ხმა რომელიც ყველაზე მეტად მეზიზღება. რომელმაც ცხოვრება დაგვინგრია მე და ლიზას. მაგრამ მიხარია კიდევაც რო ლიზასგან წავიდა და ლიზა ახლა უკვე ჩემი დაა.
-შე ნაბიჭვარო არსებავ!
- როგორ მიყვარს შენი გაბრაზება!
-რა ჯანდაბა გინდა? თუ ჩემს დაშანტაჟებლად დამირეკე ტყუილად ირჯები!-შემივარდა კრისტიანი
-როგორც ვხვდები კრისტიანი მოვიდა -თქვა და ჩაიცინა.
-რა გააკეთე?- გული ცუდ მიგრძნობს.
ხელი დავაფარე დინამიკს და კრისტიანს ვუთხარი.
-წადი არეუმი ნახე-ავიდა.
-<იცინის> დრაგოსი და არეუმი -ამბობს სიმღერით.
-ნაბიჭვარო! ილოცე რომ ისინი უვნებელი ჩამაბარო! ვუყვირე ტელეფონში.
-სანამ დროა გადაარჩინე შემი ქმარი რომელიც შენს მაგივრად წამოვიდა ჩემთან.
-შენი დედაც არჩი!ვუყვირე და გავუთიშე. ზევით ავარდი დენდარტყმულივით. შევგლიჯე ითახის კარი სადაც კრისტიანი დავინახე რომელიც მუხლებზე იყი დავარდნილი და ტიროდა. უკან ლიზა მომყვას. რომელიც არანაკლებ განერვიულებული და გაცოფებული იყო. წინ გახედვის მეშინოდა მაგრამ გავიხედე. გული გამიჩერდა მეგონა მოვკვდებოდი. ისეთი სეგრძნება მქონა რომ ჩემი მთლიანი გული ამომაცალეს, მოუჭირეს და ათასჯერ ჩამარჭეს დანა. სიკვდილი მინდოდა მინდოდა მის მაგივრად ახლა მე ვწოლილიყავი იატაკზე სისხლში ამოსვრილი და პირდაპირ გულში ხის ბასრი გრძელი ნატეხი ერჭო. მისი პატარა სხეული. ვუყურებ როგორ იქცევა ფერფლად. (როდესაც ვამპირი მოკვდება ის ფერფლად იქცევა და ქრება ქარს მიყვება. და მისი მოკვდა უფრო ადვილი და საერთოდ მოკვლა შეუძლია მხოლო ბასრ ხის ნებისმიერ ნივთს) როგორ გადის მისი ოთახის ფანჯრიდან და ერევა ჰაერს და ვინ იცის სად მიდის. არ ჩერდება და ჩემი მთლიანი გული მიაქვსა და მხოლოდ და მხოლო ტკივილს ტოვებს. გიჟს ვგავარ არვიცი რა გავაკეთო მხოლოდ მახსენდებ "დრაგოსი" არ მინდა კიდევ ერთი ადამიანი დავკარგო.
ტელეფონს ხელის კანკალით ვიღებ. თან ცრემლები თავისით მოდის თვალებიდან.
-დრაგოს!თან დაბლა ჩავბივარ.
-სად ხარ?? დრაგოს გთხოვ ხმა ამოიღე ვეუბნები კანკალით. მანქანაში ვჯდები და ვქოქავ.
-საყვარელო!მეუბნება უსოცოცხლო ხმით. მივდივარ!
-სად ხარ გთხოვ მითხარი? გიშვეკი გტხოვ არ მოკვდე კიდევ ერთი ადამმიანის დაკარგვას ვეღარ გადავიტან გთხოვ.
-არეუმი... ჩვენი პატარა.... -ვგრძნობ რომ ტირის.
-ჩვენი....ად..გილი.... მეუბნება უფრო უსიცოცხლო და შესვენებით.
-მოვდივარ გთხოვ არ გაბედო სიკვდილი... ხომ იცი..
-ვიცი.... ძალიან ...მიყვარ... <ხველება> ხარ!
- მეც უცომოდ... გთხოვ... უკვე ახლოს ვარ.. ვეუბნები და ცრემლად ვიღვრები. ცუდად ვარ ჰაერი არ მყოფნის მტკივა ყველაფერი და ვგრძნობ იმას რასცა დრაგოსი გრძნობს.
-ბოლო თხოვნა....
-ასე ნუ ამბობ.... გთხოვ არ წახვიდე...
-მომის...მინე... ძალიან მიყვარხარ!... მივედი მივედიი. ეს დრო წამები წუთებად გადაიქცა, წუთები საათებათ, სათები საუკუნოდ... მანქანის კარს ვგლიჯავ და გადმოვდივარ. თვალებით დრაგოსს ვეძებ ....
-როგორი ლამაზი ხარ.... მეუბნება და მისი სურნელს ვგრძნობ. მისკენ ვიხედები. ვტირი და მტკივა ყველაფერი. გაზე იმდენი მანქანა იეროდა. ვერც გზაზე გადავდივარ რომ მოვეხვიო დრაგოსს. ვერც წინ, ვერც უკან. მხოლოდ დრაგოსის ღრმა თვალები. რომელიც ასე ძალიან შემიყვარდა.  გაჩერებაზე რომელიც ჩვენთვის უჩვეულოდ ლამაზი იყო, ჩამობნელებულიყო. აღარც ის ხიბლი ჰქონდა და აღარც ის უჩვეულო აურა. დაბლა წინ სისხლში ამოსვრილი დრაგოსი რომელსაც სისხლიანი ერთი ცალი ვარდი ეჭირა, რომელიც საშინელ მდგომარეობაში იყო მაგარამ მე მელამაზებოდა.  წინწკლები სახეზე დაწყობოდა. მაინც მელამაზებოდა, იღიმოდა და ტელეფონი ძლივს ეჭირა ყურთან. მე კი პირზე ხელ აფარებული ვტირივარ და ვუყურებ. ვერაფერს ვაკეთებ.
-გთხოვ შეიყვარე სხვა... ძალას იკრებს მეუბნება და ტელეფონს სახიდან იშორებს აგდებს რომელიც კანალიზიაში ვარდება.
-დრაგოს!... -ვტირივარ- გთხოვ არ მოკვდე- ვეუბნები ჩურჩულით.
- I'm sorry მეუბნება მე კი პირის მოძრაობით ვხვდები რასაც მეუბნება. თითქოს ვგრძნობ კიდევაც. სისხლიან ვარდს შეხედა და შემდეგ მე შემომხედა.
-გთხოვ.... ვჩურჩულებ და ისე იგივე მდგომარეობაში ვარ.
- I love you -მეუბნება, სევდიანად იღიმის და თავის პროფილს აჩენს. უსიცოცლოდ ვარდება და მასთან ერთად ვარდიც ძირს ეცემა. მალავე ფერფლად იქცევა მე კი იგივე მდგომარეობაში, გატეხილი, დატანჯული და გულწართმეული და ორჯერ მკვდარი ვდგავარ ვტირივარ, და თვალს ვადევნებ როგორ გარდაიქნმნება  აქ უკვე ჩემი მეორე ყველაზე ძვირფასი ადამიანი ფერფლად და შეერია ქარს და ვინ იცის სად მიდის ან სადამდე ეს ქარი? ტანში სიომ დამიარა არვიცი ამნდენი ძალა საიდან მოვიკრიბე. მივედი სისხლიანი ვარდი ავიღე  და  ჩავჯექი მანქანაში. აღარ ვტირივარ. ცუდად ვად. თბილი ჰაერი ტანში ჟრუანტელს მივლის.
გონებაში კი ვამბობ "მეც მიყვარხარ და მომენატრებით".
კიდევ ათას ნაწილად მეფშხვნება გული. არ შემიძლია ცუდად ვარ. ვერც ვცოცხლობ ვერც ვკვდები. სიკვდილი მინდა, მაგრამ ის არ ჩქარლბდა მოსვლას. და ვიცოდი კიდევ მომიწევდა ლოდინი. დავქოქე და უბრალოდ განადგურებული წავედი სახლში. ჩამოვედი ნელ ნელა და ვარდიც თან ჩამოვიტანე.  კარები შევაღე. არვიცი ვინ სად იყო რადგან არვისი მესმოდა... უბრალოდ ყველაფრის გარეშე ავედი ჩემს ოთახში სადაც მე და ჩემს ორ საყვარელ ადამიანს გვეძინა , ადრე...
კარებს ვკეტავ. საწოლზე ვარდს ვდებ და  კარადასთან მივდივარ... მათი ტანსაცმელი გამომაქვს... საწოლზე ვჯდები და ვიხუტებ... ვეღარ ვცოცხლობ... იმხელა ბუშტი მაქვს ყელში რომელსაც ვერასდროს მოვიშორებ. რაც არ უნდა უგრძნობი ადამინი იყო საყვარელი ადამიანის სიკვდილიდან გამოწვეული ტკივილი ყველაზე მწარეა. კვდები მაგრამ არ კვდები... გინდ ამაგრან არ გამოგდის... მათგამო მაინც გინდა რომ იცოცხლო... არ ვტირივარ უბრალოდ ვეღარ... თავს მარტოსულად ვგრძნობ... სიკვდილიი.. გთხოვთ...
-დრაგოს.... არეუმ..- გიჟივით მათ  სახელებს ვიმეორებ.
-არეუმ.. მაპატიე გთხოვ... დრაგოს... მაპატიე რომ ვერ მოვუარე ჩვენს შვილს გთხოვ... ვიმეორებ ჩუმად, გიჟივით.
-მაპატიეთ გთხოვთ...
არვიცი რამდენიხანი ვიაყვია სეთ მდგომარეკბაში. 15?... 20?... 30 წუთი... ეს არ მადარდებდა, ვერც კი ვგრძნობდი ვერაფერს. უბრალოდ ჩემი ცხკვრების ორი აზრი დავკარგე. არ მაინტერესებს არავინ და არაფერი. ისევ იგივე მდგომარეობაში ვარ ვერ ვაზროვნებ. გონებას ვკარგავ მაგრამ არ მინდა დავკარგო. არმინდა რადგან არ მინდა მათი სამოსი და სურნელი ჩემი თვალთახედვიდან გაქრეს. ერთხელ უკვე გაქრნენ და აღარ მინდა კიდევ გაქრნენ. ხმაური... მხოლოდ და მხოლოდ ხმაური... კარებს ვიღაცა მთელი ძალით ანგრევს. იქეთ ვიხედები... ჰოსოკია ის ვინც შემოამტვრია კარები. უკან კი კრისტიანი და ლიზა მოყვებიან. ჯიმინი?... ნეტა სადაა? მხოლოდ ამასღა ვფიქრობ ფეხზე ვდგები უფროსწორად მაყენებს ჰოსოკი.
ყველაფერი ტრიალებს. ჰოსოკის სახეა ის რასაც ბოლოს ვხედავ.
-როუზ... ჰეი ჰეი.... ამბობს და მიჭერს. მე კი თავს უფლებას ვაძლევ ციტახანი მოვწყდე სამყაროს. ვიღვიძებ. სითბოს ვგრძნობ.  როგორც ჩანს საბანი მაფარია. არ მინდა გავიგვიძო ვიცი ეს ყველაფერი სიმართლე იქნება. მაგრამ მიწევს განადგურებული, გატეხილი დაფშხვნილი უბრაკოდ ცოცხალმკვდარი ვახელ თვალს. ვავლებ ოთახს და ვერ ვცნობ. სხვაგან ვარ. ცუდად ვარ! საშინლად დვგრძნობ თავს გრძნობა საერთოდ დაკარგული მაქვს!ვერაფერს ვგრძნობ.
ვდგები წინ ჩუსტები მაქვს დადებული ვიცმევ. კარებს ვაღებ. გავდივარ, საერთოდ არ მეცნობა სად ვარ, ძლივს ვიკვლევ გზას და კიბეებსაც ვაწყდები. კიბეების დანახვაზე არეუმი მახსენდება ჩემი ანგელოზი... ყოველ დღე ჩამოდიოდა მკოცნიდა წასვლის წინ და ყოველდღე ვარიგებდი ისიც არ მაცლიდა ლაპარაკს და თბითოვნე აგრძელებედა ჩემს სიტყვას. სევდიანად გამეღიმა. ნელ ნელა ჩავდივარ კიბეებზე. სამზარეულოდან გამოდის ჰოსოკი.
-როუზ! ნერვიული ხმით მეძახის. მოდის ჩემსკენ და მეხუტება.
მომშორდა და ვეკითხები
-სად ვარ?
-ჩვენს საერთო სახლში...
-ანუ 7 ივესი კაი.. ვეუბნები უემოციოთ და დაბალ ხმაზე.
შევდივარ სამზარეულოში.
-როუზ...
-ჰმმ... ვეუბნები და წყალს ვასხამ.
-ნუ იქცევი ასე? უთქმელად წამოვედი და ისევ იმ ოთახში ავედი.
-მარტო ყოფნა მინდა...- ვეუბნები ჰოსოკს. ვჯდები საწოლზე.  ვფიქრობ რატომ მოხდა ეს ყველაფერი და ჩემს თავს ვადანაშაულებ. ვერ ვხვდებიდ ა ვერც ვიაზრებ კარგად. კაკუნი... კარებს აღებს და შემოდი ჰოსოკი. 
-რაიყო? არ ვუყურებ იმდენად ვარ დაღლილი.
-ეს მოგიტანე.. მითხრა და ვარდი გვერძე საწოლზე დამიდო. შევხედე გაამახსენდა საშინელი მომენტი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი მოგონება. თავი ვერ შევიკავე დ აცრემლებმა დენა დაიწყეს. ავდექი და ფანჯრიდან გავიხედე არ მინდოდა ჩემი ცრემლები დაენახა ჰოსოკს.  მაინც ვერ ვაჩერებდი ცრემლებს. რთულია ძალიან რთულია როდესაც საყვარელ ადამიანს კარგად. 
-როუზ!... თან მიახლოვდებოდა.
-......
მხარზე ხელი დამადო.
შემოვტრიალდი.
-გეყოფა!
-რა მეყოფა?
-თავის მოკატუნება... ჯობია გამოუშვა..
-რა?
-როუზ! მეუბნება დაღვლიანად. თვალებში შემხედა.
-ის წავიდა.... ვუთხარი და ცრემლებმა უფრო დაიწყეს დენა. 
-ვიცი.... ვიცი... მეუბნება და ხელებს მიჭერს. მეც ვეჭიდები მაგრამ ძალა არ მყოფნის და მუხლებზე ვვარდები.
-წავიდნენ დამტოვეს!   ვტირივარ ვეღარც ვსუნთქავ იმდენად ძალიან ვტირივარ... თავს მახრზე მადებინებს და მიხუტებს.
-ვიცი.... შშ.... მეუბნება და თავზე ხელს მისმევს. 
- მათ გარეშე მიჭირს..ჰოსოკ... ისევ ვტირივარ.
-ვიცი.... მაგრამ გადავლახავთ.... ერთად... მეუბნება მიშორებს და თმებს უკან მიწევს. შუბლზე მკოცნის.
ცოტა დავწყნარდი. მაგრამ ცრემლები მაინც მოდის. უთქმელად მაყენებს.
ვშორდები და ჩემით მინდა აბაზანაში შესვლა მაგრამ წონასწორობას ვკარგავ სწრაფ რეაგირებას ახდენს და მიჭერს ჰოსოკი.
-ფრთხილად!! მეუბნება საბოლოოდ კი როგორრაც შევდივართ აბაზანში. იმდენად მაქ ძალა გამოლეული რომ იმის თავის არ მაქ რომ პირი დავიბანო. ამიტომ თვითონ მბანს და გამოვდივართ. ძლივსძლიობით ჩამოვდივართ ჩემი ნივთებით დაბლა.
მდივანზე ვჯდები. თვალები დავხუჭე.
-ვიცი რომ შენთვის რთულია მაგრამ რამოდენიმე დღე მე და შენ აქ უნდა  ვიყოთ...
-დანარჩენები სად არიან? ვეკითხები უკვე დამჯდარ ჰოსოკს.
-ისინიც მოვლენ დღეს ან ხვალ ძლივა გავაჩერეთ ჯიმინი. სოლო კონცერტი აქვს და არ გამოუშვეს. მე კი წამოვედი.
-მადლობა... ვეუბნები და ვიღიმი.
-შენ სიცხე ხო არგაქ?? ძალიან ღრმად სუნთქავ? მოვიდა და ხელი მიმადო.
-მგონი გაქ... სავადმყოფოში წავიდეთ....
-არა რა.... პრობლემები შეგექმნება...
-არ შემექმნება ეხა მაგაზე ფიქრის დროს არაა.... ამაყენა მე კი კინაღამ წავიქეცი.
-ძალიან სუსტად ხარ.... მეუბნება და ხელში მიყვანს.
-უბრალოდ არ შემიძლია.... ვეუბნები საწყლად.
-არაუშავს.... აღებს ძლივს კარებს.
-პირბადე! ვეუბნები და ცოტა მოვცოცხლდი.
-გეყოფა სხვებზე ზრუნვა.... მეუბნება ღიმილით მაგრამ გაბრაზებით.
ჩამსვა მანქანაში. სახლში შევიდა პირბადე გაიკეთა აიღო ჩემი გადასაკიდი ჩანთა, ტელეფონები, და გასაღები. სახლი ჩაკეტა და გვერძე მომიჯდა.
-ღვედს გაიკეთებ?
-კი... ვეუბნები და ვიკეთებ ღვედს. საავადმყოფოში მივედით.
გადმოვიდა და მეც დამეხმარა გადმოსვლაში.
-სიარულს შეძლებ?
-კი... ვეუბნები და მაინც არ მაცლის და ხელს მხვევს. მეც ვხვევ და უფრო მიადვილდება სიარული.
-ექიმი!! ყვირის ჰოსოკი როდესაც უკვე გონ დაკაგულ როუზს იყვანს ხელში შესვლის თანავე.

Blood Rose Where stories live. Discover now