თავი 14

2 0 0
                                    

2 წლის შემდეგ

დაგიბრუნდით... სასიხარულო ამბავით, პიველი ის რომ ჩვენი მტერი დავიჭირეთ მაგრამ მისი ბანდა, თვითონ ბოსი კი ჯერ კიდევ თავისუფალია მაგრამ კაი ხანია არ გამოჩენილა. მეორე ის რომ მე და დრაგოსს ქალიშვილი შეგვეძინა 1 წლის წინ ისე დაემთხვა რომ ზუსტად ჩემს დაბადებისდღეზე გავაჩინე, ამიტომ ორივეს ერთ დღეს გვაქვს დაბადებისდღე. დავარქვით Areum (არეუმი) რომელიც ლამაზს ნიშნავს. ახლა უკვე 1 წლისაა. დრაგოსმა იუნგის მამის კომპანიაში მუშაობა დაიწყო. მისი ოცნება მსახიობობა იყო მსახიობიც არის და კომპანიაშიც მუშაობს მენეჯერის თანამდებობაზე და რაც შეეხება სივამპირეს, ეს მას საერთოდ არ უშლის ხელს მუშაობაში და ჩვეულ ცხოვრებაში. კრისტიანიც დრაგოსთან ერთად მუშაობს მაგრამ კრისტიანს უფრო აავს დრო ვიდრე დრაგოსს. რაც შეეხება ლიზას. მას სამსახური არ აქვს. უფროსწორე იქნებოდა თუ ვიტყვი რომ ჩემი ინფორმაციის მომწოდებელია და სახლში მოვუწყე ყველაფერი. რადგან სახლში პატარა არეუმი გვყავს, არეუმთან ატარებს დროს ლიზა როცა მე გასული ვარ სამსახურში. რაც შეეხება ჩემს სამსახურს მე როგორც გითხარით შურისძიების გამო ავირჩიე პოლიციელგამომძიებლობა და უკვე ეს ჩემი ცხოვრების სამსახურია. ძალიან შემიყვარდა ჩემი საქმე. ვარ კომისარი სეულის მთავარ პოლიციის განყოფილებაში. ვცდილობ რომ არეუმს დედა არ მოენატროს ამიტომ ლანჩზე სახლში მოვდივარ და აქ არეუმთან და ლიზასთან ერთად ვატარებ ნახევარ საათს მერე კი ისევ სამსახურში ვბრუნდები. კორეული უფრო დავხვეწეთ ყველამ. ახლა კი თავისუფლად ვლაპარაკობთ კორეულად. ბიჭებს როგორც კი დრო გამოუჩნდებათ აქ მოდიან ან სამსახურში მაკითხავენ ხოლმე უფრო ხშირად კი ჰობი და ჯიმინი მაკითხავს სამსახურში.

დილით როგორც ყოველთვის ვიღვიძებ ჩემით. დრაგოს და არეუმს სძინავთ. ვამოწმებ საათს 7:30 ჯერ ადრეა მაგრამ ჩემთვის არა. ვდგები, აბაზანას ვიღებ. ვიცმევ უკვე საგარეო ტანსაცმელს.

Blood Rose Where stories live. Discover now