თავი 21

3 0 0
                                    

2 წლის შემდეგ
2 წელი... დიდი დროა
2 წელ ნახევარია რაც ერთად ვართ მე და ჰოსოკი, ერთად ვიტანთ ყველა გაჭირვებას, მის გვერდით ვდგავარ ყოველთვის ისევე როგორც ბიჭებისა და ჩვენი წყვილის გვერდით (დიო&ლეი). ვცდილობ რომ დრო გამოვყო ყველასთვის ჰოსოკიც მაგრამ მაინც გვიჭირს. ორივეს სამსახური, ვალდებულებები... რთულია ცხოვრება ადვილი ნამდვილად არაა.... ყველას ჭირდება შემოსავალი თავისი, თავიდანვე ვიცოდით მე და ლიზამ რომ თუ არგვექნებოდა სტაბილური შემოსავალი და სამსახური ისე ვერაფერს გავხდებოდით. ვიცით ფასი შრომის რაც ბევრმა ვერც კი გაიაზრა. 2 წელი საკმარისი დროა რომ ბევრი ცუდი და კარგი რამ მოხდეს. წინა წელი მთლიანად დაკავებული ვიყავით მითუმეტეს მე და დიო. წინა წელი მთლიანად ერთ კრიმინალურ ბანდას დავსდევდით და ძლივს მოვაგვარეთ ეს საქმე. ამ წელს შედარებით მსუბუქი გამოძახებებბია მაგრამ წინა წელი დიოსთვის ზედმეტად რთული აღმოჩნდა. ერთერთ ბანდის წევრს გავყევით მანქანით მე და დიო. ბოლოს კი ოდნავ მიყრუებულ ტყესთან ახლოს აღმოვჩნდით. ცოტა მოშორებით დავაყენე მანქანა. ორივენი გადმოვედით მაგრამ დიო გავაფრთხილე რომ ჩემს უკან ყოფილიყო და წინ არ წასულიყო, ასეც იქცეოდა. რაციაში ხი ხმის ჩამწერი გავააქტიურე ხმას იწერს და თუ სროლის მარალ ხმას გაიგონებს ავტომატურად იძახებს შესაბამის ლოკაციაზე პოლიციის ბრიგადას. მოკლედ გავყევით და ბოლოს პატარა სახლის წინ აღმოვჩნდით. ამ ბანდას გადმოყავს სხვადასხვა ქვეყნიდან უკანონოდ გოგონები, ქალები, რომელთან თავის ჭკუაზე დაატარებენ. ძალით ნარკოტიკებით აბრუებენ და ბევრს საძაგლობებს ჩადიან რომელიც კანონით ისჯება.
ამიტომ დავიწყეთ ამაზე რეაგირება რადგან ლეის მეგობრის და  ზუსტად ამ ბანდამ იმსხვერპლა. ეს კიდევ უფრო ამძაფრებდა სიტუაციას ამიტომ ეს ყველაფერი დიოსგან და ლეისგან გავიგეთ და გამოძიებაც დაუყოვნებლივ დავიწყეთ. მოშორებით ხის უკან ვიმალებით. კიდევ 2 მანქანა შეემატა ამ ბანდას და როგორც ჩანს სხვა ბანდაცაა აქ. საინტერესოა...
-როგორც ჩანს აქ შეიკრიბნენ და დარწმუნებული ვარ ამათი ბოსიც აქ იქნება ამიტომ ნელა და ფრთხილად... ერთმა არასწორმა მოძრაობამაც კი შეიძლება რაღაც ცუდი მოხდეს! ვეჩურჩულები დიოს. თავს მიქნევს. ნელ ნელა ვუახლოვდებით და ისევ ხეებს ვეფარებით და ვჯდებით. გამოძახებული პოლიცია მალე აქ იქნება და ზედ კიდევ სპეცრაზმელებიც მოყვებიან.
ვცდილობთ ჩუმად ვიყოთ მაგრამ მომენტალურად რაღაც გამაყრუებელი ხმაა... ეგრევე ვდგებით და ვიხედებით. როგორც ჩანს ბოსმა ვირაც მოკლა. ჩვენს ხმაურზე აქეთკენ გამოიხედეს. სხვა გზა აღარ გვქონდა როდესაც მათი ხალხი მოგვიახლოვდნენ ბრზოლა დაიწყო. მალევე პოლიციაც და სპეცრაზმელებიც მოვიდნენ. ბოსმა თავისი გააკეთა და იარაღი მე დამიმიზნა. ამდროს მისმა ერტერთმა ისე ძლიერად დამარტყა სახელი ორჯერ სწრაფად რომ ძირს დავარდი ერთი ფეხით. მერე წამოვდექი და ბოს შევხედე თვალებში. დიო ისევ ჩხუბობდა, გაისროლა მაგრამ მე მაინც ცოცხალი ვიყავი. დიომ მოასწრო, გადამეფარა
-როუზ!
გვერძე გადავარდით, უფროსწორად დავგორდით. ძალიან დიდი ხანი ვგორდებოდით. ძალიან ჩამოვშორდით იმ ადგილს. ორივე გონზე ვიყავით თავიდან და გაცერებას ვცდილობდით მაგრამ არ გამოგვდიოდა. დიომ გონება დაკარგა. მთელი ძალით ხელიმოვხვიე რომ არ გამშვებოდა დიოსთვის. მეორე ხელით კი გაჩერება რომ ვეღარ მოვახერხე და უკვე კლდეს ვუახლოვდებოდით, დანა ამოვაცალე დიოს და ის ჩავარჭე მიწაში. თავიდან  სისხლი მდის, დიო უგონოდ. ნელ ნელა ვეშვებით სწორ ადგილას. ვცდილობ გონება არ დავკარგო და ტელეფონი მაინც მოვახერხო რო ამოვიღო მარა გამტყდარია. რაციით ვცდილობ რომ სიგნალი გავუგზავნო მაგრამ არვიცი რამდენად შეძლებს.  ტანსაცმელი დაფლეთილი გვაქ, ჭრილობები ბევრი, თავიდან სისხლი მომდის, ტუცის კუთხიდანაც და სისხლს ვყლაპავ მაგრამ ვის ადარდებს. მხარში დაჭრილია დიო, ვიხევ ჩემს მაიკას უარესად. ტოპივით მოკლეა უკვე. მთელი ძალით ვახვევ მკლავზე ტკივილისაგან ხმას გამოსცემს და გონზე მოდის.
-დიო!..
-როუზ...
ვაყენებ და ხეზე ვაყუდებ.
გამოსახულება მერევა მაგრამ ვცდილობ გონზე დავრჩე რაც გამომდის.
-ბევრი სისხლი დაკარგე ამიტომ მოკეტე დააქ იჯექი რაღაცას მოვიფიქრებ!
ახლა რომ შემეძლოს მოვკლავდი იმ ნაბიჭვარს ისე რომ ხელიც არ ამიკანკალდებოდა. ტანსაცმელი დაფლეთილი, დასისხლიანებული... ტალახი და სისხლი ერთმანეთში შერეული და ზედ აზელილი. თმებიც კი სისხლიანი გვაქ. მხარში დაჭრილი დიო რომელმაც სიკვდილს გადამარჩინა, დანამაზრი სხეული და ტკივილი.
ვდგებიმაგრამ უკან ვვარდები
-ჯანდაბა... ფეხში შერჭობილი მაქ რაღაც მართულისავით პატარა წვეტიანი ჯოხი.
-როუზ არ გააკეთო.... მეუბნება დიო მაგრამ არ ვუსმენ. მან ჩემს გამო სიცოცხლე გარისკა და არ ვაპირებ რომ ის უსაფრთხოდ არ იყოს.
ხელს ვიკიდებ, ვსუნთქავ ვითვლი და უკან ვაძრობ.
-ააააა!.... ვყვირივარ და ღრმად ვსუნთქავ.
-როუზ!... მეუბნება და ცრემლები მოსდის დიოს.
-დამშვიდდი... ავდექი და ცალი ხელით ხეს ვეყრდნობი - კარგად ვარ... ვეუბნები და გარშემო ვიხედები. მტკივა ფეხი მაგრამ ეს იმ სულიერ ტკივილთან არაფერია... იმიტომ მტკივა რომ დიო არ უნდაგადაფარებულიყო იმ ტყვიას. ნერვები მეშლება და ვბრაზდები მის საქციელზე.
-აიშ!!!ვყვირივარ და დიოს  ვუსწორებ სასტიკ მზერას -ვერ დაეტიე ადგილზე რას გადამეფარე წინ, თავის მოკვლა გინდოდა! ჰა!ვუყვირივარ გაბრაზებულად.
ხმას ვერ იღებს უბრალოდ არ იცის რა თქვას.
-რომ მომკვდარიყავი!მეუბნება ჩუმად.
-შენც ხომ შეიძლებოდა მომკვდარიყავი!ვუყვირივარ და შემდეგ ტკივილისგან ვიკეცები.
ჩემთან იჩოჩება დიო და გვერძე მიჯდება. ფეხი მტკივა, გულიც და სულიცთავი გახეთქილი მაქ და სისხლი მგონი ვეღარც მომდის, ხელები გადაცქვლეპილი.... ძალა არარ მაქ. თავს ძლივს ვიკავებ რომ გონება არ დავკარგო.
-უნდა გავაკეთოთ რაღაცა... ვეუბნები და ვდგები ძლივს.
ვეყენებ დიოს
-მომისმინე! შენ ფეხი გაქ ნატკენი მე ხელი ამიტომ მე დაგეხმარები და არა პირიქით... მეუბნება და ხელს მახვევინებს. მივჯლაგუნობდით ბევრი ხანი და უკვე მგონი მოსაღამოვდა კიდეც. მაგრამ საბედნიეროდ ჯერ არ ჩასულა მზე.  რამოდენიმე წუთში რაღაც გზაზე გავედით და მივხვდით რომ ეს მტავარი გზა იყო რომელიც მე და დიომ გამოვიარეთ როდესაც
მივსდევდით ბანდის წევრს.
-შევძელით ვეუბნები დიოს და ვუღიმი სევდიანად.
-როგორც ყოველთვის (as always) წინადადებას კი ვამთავრებ მე.
-ერთად (together). გზაზე გავცერდით და შემდეგ უკვე სწორად წავედით. 5 წუთის სიარულის შემდეგ კი გზაზე ანარეკლი გამოჩნდა. ახლოს როდესაც მივედით დავუყვირეთ და ჩვენსკენ მოიხედეს. როგორც ჩანს ბიჭებსაც კრისტიანსაც და ლიზასაც გაუგიათ, ლეიც მგონი როგორც მე დავინახე. 
ლეი მალევე გამოიქცა და დიო აიყვანა ხელში.
მე კი გავჩერდი რადგან ძალა აღარ მქონდა სიარულის. ჯინმა პირველი დაგვინახა ლიზა დ აკრისტიანი უფრო მოშორებით იყვნენ. ყველას უთხრა და აქეთკენ მოიხედეს. ჰოსოკი.... როგორც კი დამინახა არ დაუყოვნებია ეგრევე მთელი სისწრაფით გამოიქცა. თვალებში ვუყურებდი და პირველად ვხედავდი მის ასეთ შიშს თვალებში.... შიშს რომელიც ზედმეტად ძლიერი იყო. უკვე თვალებშიც ვეღარ ვიხედებოდი.
ჩამეხუტა,მეც მოვხვიე ხელები. მაგრამ.... ძალა არარ მეყო ბევრი სისხლი მქონდა დაკარგული, გონება დავჯარგე და ჩავიკეცე.
გამორვიძებისტანავე დიო მოვიკითხე. კარგად არისო რო მითხრეს გულმა ორმაგად გაიხარა, თითქოს მიცვალებული ადგაო :Dd.
ის წელი საშინლად ვნერვიულობდი დიოზე და ზედმეტ ყურადღებასაც ვაქცევდი მაგრამ მერე ლეიმ დამტუქსა მე ვარ მისი შეყვარებული შენ კი არაო ამაზე კი კარგად ვიცინე მაგრამ მართალი იყო.  ჯობია ისევ ლეიმ იზრუნოს მასზე. მოკლედ ასე მოხდა. საშინელებაა....
ყავას ვსვამ კაბინეტში ვზივარ და პარალელურას საბუთებს ვაწესრიგებ. ძალიან გადავიქაცე ეს ბოლო პერიოდია. ფსიქოლოგიურადაც ძალიან დავიტვირთე აღარ ვიცი რა გავაკეთო. მგონი მალე ფსიქოლოგიც დამჭირდება. საბუთებს მაგიდაზე ვარტყამ და ვეყუდები საზურგეს. ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი! ყავას ვსვამ და დიო შემოდის.
-რამოხდა? ვეკითხები,იდაყვებს მაგიდაზე ვადებ და საფეთქლებს ვიზილავ.
-არაფერი უბრალოდ შემოვედი!გამკძახებებზე წავიდნენ ზოგი ისეთი არაფერი. დაღლილიხარ!?
-ძალიან! ვეუბნები და ისევ ვეყუდები საზურგეს.
-რთული გვქონდა ეს ორი წელი!
-აჰამ... ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ.
ყავა ბოლომდე დავლიე. ცოტახანში ვგრძნობ რომ პირში სითხე მაწვება.
თავს ვერ ვიკავებ და ყავის ჭიქაშივე გადმოვაფურთხე. სისხლია!...
-როუზ!მეუბნება და დგება დიო. გაოგნებულია სისხლის დანახვაზე.
ვიწმინდავ პირს მაგრამ მაინც მოსვრილი მაქ.
-კარგად ვარ დამშვიდდი! წავალ მე!ვეუბენბი და ვდგები.
-მარტო არგაგიშვებ!
-აქ დარჩი!
-როუზ არა!მეუბნება მკაცრად მე კი მისკენ ვტრიალდები კარებზე მოკიდებულ ხელს ვუშვებ და საყელოში ვკიდებ. კედელზე მივაყუდე და ბრძანებლური ტობით ვუთზარი:
-პირველი არავის უთხრა და მეორე აქ დარჩი და განყოფილებას მიხედე... ეს თხოვნაა არააა... ბრძანებაადა ვალდებული ხარ შეასრულო! ვეუბნები და გოვდივარ. არამგონია ამის მერე გადამაბიჯოს დიომ. მას კარგად ვიცნობ ჩემს ზურგს უკან არაფერს გააკეთებს. წამოვედი მანქანაში ჩავჯექი და წავედი აზრზე არ ვარ ოღონდ სად... მალევე პარკ მივადექი კიდევ მინდა რომ ვაღებინო ამიტომ სასწრაფოდ გადმოვდივარ პარალელურად ვკეტავ მანქანას და ხისკენ მივდივარ. ცელი ხელით ვეყრდნობი ვიმუხლები და ამოვუშვი სისხლი. მომეშვა მგონი აღარც ამოამღებინებს ამოვიღე ყველაფერი აფსოლიტურად. მგონი ეს ყველფერი მიმოქცევის შემდეგ ამ ყველაფრის ბრალია. ამდენი სტრესი + შემდეგ მიმოქცევა და კიდევ დატვირთული გრაფიკი. ისევ მანქანაში ვჯდები ფანჯარას ვუწევ და წყნარი ქარი სახეზე მელამუნება რაც მსიამოვნებს.
ტელეფონს ვიღებ რომელიც ისევ ჰოსოკმა მიყიდა ადრე როდესაც გამიტყდა ამის გამო. იასამნისფერი თავისი იასამნისფერი ყურსასმენებით. ლამაზებია... ვიღებ ცალ ყურსასმენს ვიკეთებ, ვაკავშირებ და ვრთავ მუსიკის ფლეილისტს. ძირითადად Ateez-ის სიმღერები, ჰოსოკის-Ego, იუნგის-give it to me, sorn-Run, dua lipa-IDGAF, და კიდევ სხვა ბევრი პოპის თუ კეიპოპის სიმღერები. ამჯერად Ateez-ის answer ჩავრთე. (შემდეგ -ateez-i am one, sorn-run).
დავქოქე მანქანა და თან ვუსმენ ცალით მუსიკას. მომშივდაო ამიტომ იძულებული ვარ სადმე გავაჩერო და რაღაც ვიყიდო. ვაჩერებ რაღაც კაფესთან. ტელეფონს ვიღებ გადმოვდივარ და მანქანას ვკეტავ.
შევდივარ კაფეში... ლამაზი კაფეა.
-გამარჯობათ! მესალმება ზრდილობიანად მოლარე გოგონა.
-გამარჯობა! აქ პირველად ვარ და იქნებ მირჩიოთ რა შეიძლება რომ ავიღო?
-დიახ რათქმაუნდა! ყავა თუ ჩაი?
-ყავა მაგრამ ეხლა რაღაც ცხელი მინდა ჩაი ვეუბნები ღიმილით.
- ვარდის ჩაი გვაქვს, ძალიან გემრიელი.
-კარგი იყოს ერთი ვარდის ჩაი.
მენიუ გამოკრული აქვთ მაგრამ იმდენი რაღაცა წერია თვალები მერევა.
-თვალებში გამოსახულება მერევა და ამიტომ ვერ ვკითხულობ კარგად და შეგიძლიათ რამე ისეთი მირჩიოთ მშიერმა ადამიანმა რომ შეჭამოს ვეუბნები და ვიცინივართ.
-რათქმაუნდა! გვაქვს ტოსტი რომელიც გემრიელია და შიგნით ყველს, ძეხვს, სალათის ფოთოლს, კეჩუპს მოიცავს. გვაქვს ასევე black noodles, ასევე გვაქვს პიცაც. Noodles არამარტო ცხარე და შავი არამედ ყველანაირი. პიცაში პოპულალურია "ალტონო" მაგრამ ისე სხვებიც გვაქ მაგალითათ ანანასიანი.
-მადლობა ერთი წამით დავრეკავ ტელეფონი ამოვიღე დავრეკე დიოსთან.
-როუზ! სად ხარ ან როგორ ხარ?
-კარგად ვარ და მოვალ შენ მითხარი პიცა ანანასით თუ ალტონო?
-რაა??
-მიპასუხე წამოვიღებ ძალიან მშია
-ანანასი არგვიყვარს ხო არ დაგავიწყდა მე და შენ?
-მეც ეგ ვიფქრე მარა მაინც გკითხე კაი მაშინ ალტონოს წამოვიღებ, ყავა ან ჩაი?
-არმინდა
-კაი! გავუთიშე ყურსასმენით და მივუბრუნდი მოლარეს.
-ერთი ვარდის ჩაი, სამი "ალტონო პიცა" , ორი ანანასით, 4 ტოსტი...
-დიახ... კიდევ რამე გნებავთ?
-ფესერტად რა შეიძლება ან დასალევათ?
-დესერტად ნაყინიც გვაქვს, გაქვს ასევე ნამცხვრები და ნამცხვრებზე მიმითითებს.
-გასაგებია... მაშინ ერთი მთლიანი ბლამისუ, ერთი ნაჭერი ორეოს ნამცხვარი, წასაღებად მინდა ეს ყველაფერი და კიდევ(ვიტრინაში ვიხედები) ერთი ცისარტყელას ნამცვარი.
-წასაღებად!... კიდევ რამე ხომ არ გნებავთ?
-არა სულ ესაა.. ვეუბნები და ვუღიმი.
ვჯდები და ვუცდი. მანამდე კი დიოს ვურეკავ ისევე.
-გისმენ!
-მომაქვს საჭმელი და უთხარი...
-ყველასთვის?
-ხო და შესვენებაა ეხლა მალე ამიტომ გაამზადონ და 5 10 წუთში მეც მოვალ. მანდ სამზარეულოში ნახონ იქნება რამე და ეგენიც გამოიღონ როგორც ყოველთვის მე კი პიცა მომაქვს.
-კარგი ვეტყვი
-კაი მიდი!
ვუთიშავ 5 წთ ში მიძახებენ და ყველაფერი მომაქვს. მანქანაში ვდებ შემდეგ მეთვითონაც ვჯდები, ქვოქამ და მივდივარ განყოფილებაში. შემაქვს სამზარეულოს კუთხეში და ყველა იქ იკრიბება.
-მადლო ა უფროსო მეუბნებიან თანამშრომლები.
-არაფრის...  ვეუბნები და პარკებიდან ვალაგებ. დიოს ვეძახი რო მოვიდეს.
ვარდის ჩაი, ერთი ალტონო, ერთი ორეოსა და ცისარტყელის ნამცვარი, და ორი ტოსტი.
ავიღეტ და ჩემს კაბინეტში შემოვედით. როდესაც კაბინეტში შემოდიხარ მარცხნივ ეგრევე არის დიდ ფანჯარასთან რომელსაც ჟალიზები უკეთია მაგიდა, სკამი. (სკამი უკან რო მიწიო კედელს მიედება. მაგიდის წინ არის პატარა მაგიდა და ორი სკამი. სკამის ოდნავ მოშორებით კედელთან კარადა. მეორე კედელთანაც კარადა. იქითა მხარეს კი პატარა მდივანი. პირისპირ ვჯდებით მე და დიო და საჭმელებს ვაწყობთ.
-თავს როგორ გრძნობ?? მეუბნები ნერვიულად.
-უკეთესად... კიდე ვაღებინე და მერ ეუფრო კარგად გავხდი.
-არგინდა რომ შენებს უთხრა??
დავიწყეთ ჭამა პარალელურად.
-არა არმინდა ინერვიულონ... გამივლის..
-კიმაგრამ არ შეიძლება როგორც იქცევი!მეუბენბა გაბრაზებით. ვარდის ჩაი მოვსვი და მესიამოვნა.
-აჰჰ... მართლა კაი ყოფილა ეს ვარდის ჩაი... ვამბობ და ვაიგნორებ დიოს წინადადებას.
-როუზ! ნუ მაიგნორებ გაბრაზებულად და მკაცრად მითხრა. ავხედე...
-დიო რა გინდა?
-არ იქცევი კარგად... იცოდე მე ვეტყვი...
-არც გაბედო... გადამცდა ლუკმა და დამახველა. დავლიე ჩაი
-როუზ!... დამპირდი რომ ეტყვი გთხოვ თუ არადა მე ვეტყვი რომც გამადო სამსახირიდან მაინც.
-გაგაგდებ იცოდე!
-არმაინტერესებს იცოდე თუ მალევე არ ეტყვი რომ ცუდად ხარ მე ტვითონ მოვაგვარებ! მეუბნება მკაცრად.
-კარგი ჰო... ვეუბნები და ვნებდები.
-კარგი გოგო ხარ!
-დიო ნუ მიწვევ თორე ხელფასის გარეშე დაგტოვებ!ვეუბნები სერიოზულად. შემდეგ კი გვეცინება.
-დამუქრებები. Ge .... ვიცინივართ და ჭამას ვაგრძელებთ. სამსახურზე ვლაპარაკობდით და თან ვჭამდით. მალვე ავალაგეთ და მხოლოდ დესერტი დავიტოვეთ.
-არ გიფქრია აქ რომ გქონდეს კაბინეტი?
-არ მაქ რო... იფერებს და ეცინება. მეც მეცინება.
-რა საყვარელი ხარ მაგრამ... მაინც ჯიუტი
-მადლობა გენაცვალე.. მეუბნება და იცინის. საღამომდე სამსახურში ვართ. შემდეგ ერთად ვტოვებთ სამსახურა და ბოლოს სახლებში მივდივართ. შევედი სახლში... მეორე სახლში მხოლოდ დაწოლისას ვნაწილდებით ისიც თუ აქ არის ბიჭები თუ არადა 1 იც გვყოფნის. სანოლოოდ ბიჭები სახლში არ არიან რაც არ მიკვირს, მე კრისტიანი და ლიზა ვართ!
-მოვედი! დავიყვირე და პასუხი არავინ გამცა.
-ლიზა!! კრისტიან!!! აუუუ ერთი თქვენი! ამბობს და სამზარეულოში შედის. ბეზრდება ამიტომ ამოწმებს ხედვით ვინმე სახლში არის ტუ არა და როდესაც სიცარიელე ხვდება...

Blood Rose Where stories live. Discover now