თავი 2

1.9K 83 16
                                    

დანის სილუეტს ვაყოლებდი თვალს. მაშინვე ყველას ყურადღება დაიბყრო. თუმცა რა გასაკვირია, ეს ხომ დანიელ დადვანია.
მისი გადამკიდე მწარე ნოსტალგიამ გაიღვიძა ჩემში. ის ღამე გამახსენდა და ბინძურმა ფიქრებმა შემბოჭა. თუ დავუფიქრდებით ჩემ წინ ბიჭი იყო რომელიც, ერთი ღამით გამოვიყენე და მივაგდე. რა ღადობაა ერთღამიანი ბიჭი ქალიშვილობისთვის.
ჩემი ფიქრების გადამკიდე პანიკური სიცილი ამიტყდა. არვიცი ეს ნერვიულობის გამო იყო თუ ბინძური აზროვნების მაგრამ, სიცილისგან გადმოგორებულ ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. ყველას ყურადღება ჩემკენ იყო მომართული. ალბათ ფიქრობდნენ ამ გიჟს ბიზნეს ფაკულტეტზე რაჩემი ფეხები უნდაო. მეც ეგრე ვიფიქრებდი მათ ადგილას.
სიცილს ვერ ვწყვტდი და სახეზე ვიფარებდი ხელებს.
- ქალბატონო სიდონია, თუ ვერ ჩერდებით იქნებ გაბრძანდეთ.-მკვახედ დამიღრინა ლექტორმა.
შეწინააღმდეგების გარეშე გავედი გარეთ.
შემდეგი ორი ლექცია სულ სხვა ოთახში გავატარე. სულ სხვა საგნებზე. მცხვენოდა და არ შემეძლო შესვლა. მაგრამ სხვები ვის ადარდებდა როცა საბიასსაც ვერ შევხედავდი თვალებში.

ეს ორი ლექციაც ძლივს მიიწურა და წასასვლელათ გავედი დიდ ეზოში.
როგორცკი დიდი ელექტრო კარებიდან გამოვედი საბიასს მოვკარი თვალი. გასასველის კუთხეში იდგა და სხვა კურსელ ბიჭებთან ლაქლაქებდა.
ჩემდაუნებურად თავი გვერდით გადავაგდე და ქვედა ტუჩზე კბენით, სიყვარულით გაჟღენთილი გავყურებდი მას.
ნეტავ როგორია მისი კოცნა? ისიყოდა და უკვე თვალები დავხუჭე წარმოსახვისთვის, ვიღაც რომ მომახტა უკნიდან.
-რა სცენები გამართე წეღან.- ნაცნობი მაგრამ მკაფიოდ დაბოხებული ხმა გაისმა ყურთა. მისკენ შევტრიალდი და წარბაწეული ავყურებდი ჩემზე ერთი თავით მაღალს. თმა გაზრდოდა და კიდევ უფრო აეყარა ტანი, მისი სხეული აღარ იყო ისეთი კვინჩხი და სუსტი როგორც ადრე. დარწმუნებული ვარ მაგარ ფიგურას მალავდა მაისურის ქვეშ. ნაკვთები იგივე ნაირი შერჩენილიყო. სწორი ცხვირი და ნაცრისფერი თვალები ხომ მისი ჯოკერია.
- დანიელ აქ რა ჯანდაბა გინდა.
- მადლობა მეც კარგად ვარ.- თვალები ავატრიალე და გამოვტრიალდი, ის მივდიოდი უკანაც არ ვიხედებოდი.
- სად გამირბიხარ.-მალევე დამეწია და მხარზე გადამხვია ხელი.
- არ დაიწყო რაა.
- რა არუნდა დავიწყო, ხომხედავ ის ჩვენი ბოლო შეხვედრა არ იყო.
- მესამე თვალი რომ გქონდეს, დაინახავდი როგორ მკიდია.
- არ შეცვლილხარ სიდონია.- მისი ლაპარაკი როგორ მაღიზიანებდა ნეტავ იცოდეთ.
აი საბიასსაც მივუახლოვდი. ჩვენ გამოგვხედა. თავი მორცხვად ჩავქინდრე და ჩავიღიმე.
ნუ ახლა რათქმაუნდა ბატონ დადვანს ეს არ გამოპარვია.
- ამას დამიხედეთ რაა.- ჩემ ყურთან ჩაილაპარაკა.- ზდრასტი ბიჭებს.- ხელი აუწია და ღიმილით მივიდა მათთან. სად პროჭიდან იცნობდა კიმარა, ახლახან გამოჩნდა.
-ვაახ დანის გაუმარჯოს, ჩვენ ძმას.- ისე ძმაკაცურად ჩამოართვეს ხელი შემშურდა.

ფსიქოტრია.Where stories live. Discover now