თავი 18

1.9K 97 54
                                    

კარგად ნაბეგვი დანიელი ჯერკიდევ სახლში იჯდა უსაქმურად და იარებს იმიზეზებდა უნიში არწასასვლელად.

წამდაუწუმ საათს გაჰყურებდა და კარებისკენ იყურებოდა როდის დაბრუნდებოდა გოგო რომელიც უჩვეულოდ იყო მისი გულის დაძაბვის მიზეზი.

ცოტას ნერვიულობდა რომ საღამო იყო და კიდევ არ ჩანდა, მაგრამ თავს სამსახურით იმშვიდებდა.

საკრესთან მდგარი უყურებდა საკუთარ თავს. მოსწონდა სახეზე მყოფი ჭრილობები. თავს მაზოხისტად გრძნობდა.

მაგრამ ალბათ იმიტომ უფრო მოსწონდა რომ ამ ჭრილობების განკურნებაში სიდონია ეხმარებოდა.
გრძელი თითებით ეფერებოდა წითელ ლაქას და ეღიმებოდა. ის ღამე ახსენდებოდა.

როგორ ეალერსებოდა ბაგეებზე გუნდას, როგორ ჰყავდა მკლავებში მოქცეული და როგორ დაატარებდა მის ხელებს მოლოდინაშვილის თბილ სხეულზე. როგორ ცდილობდა ბრთხილად მოფერებოდა რათა რამე არ ეტკინა მისთვის.
მაგრამ როგორ შეიძლებოდა ეტკინა ან დაეშავებინა მისთვის რამე როდესაც, ასე გაგიჟებული იყო მის სხეულზე.

მის  შავ თვალებზე და მის ციცქნა ცხირზე. მის ნატიფ თითებზე რომელსაც ასე უბრთხილდებოდა და რომელზეც საშინლად არუყვარდა თუ მისგარდა სხვა ეხებოდა.

მისი კანის სურნელი რომელსაც ასე გადაჰყავდა ჭკუიდან, ის ალუბლისფერი ტუჩები რომელზეც ყოველ ღამე ნატრობდა შეხებას.

დიახ, იმდენად მოსწონდა მისი თითოეული ნაკვთი რომ, უბრალო წარმოდგენაზეც კი ეხებოდა საკუთარ თავს და არაამქვეყნიურ სიამოვნებაში ეშვებოდა.

ბაკურიანში მხოლოდ ერთი დღე ვერნახა და იმდენად შეჰბოჭა მოუსვენრობამ და მცირე მონატრებამ, დაუფიქრებლად დაბრუნდა უკან, მასთან, მის გოგოსთან.

თავიდან ეშინოდა, თავისი გრძნობების ეშინოდა. იცოდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და გოგონა რომელსაც ასე კარაგდ იცნობდა, თანდისთან უყვარდებოდა.
მაგრამ ამყველაფერს ჯერკიდევ აბიტურიენტობის დროს მიხვდა. მთელი ორი კვირა ეძებდა მიზეზს თუ როგორ დაეპატიჟებინა გოგო რომელსაც ასე სძულდა. გამბედაობაში ნამდვილად არ მოიკოჭლებდა. უბრალოდ ადგა და მივიდა, სასურველი მაინც ხომ მიიღო. მაგრამ საბოლოოდ მაინც გაექცა თავისი კონკია.

ფსიქოტრია.Where stories live. Discover now