თავი 9

1.5K 68 35
                                    


დილით გაღვიძებისთანავე ცხვირიდან ცინგლებმა დამიწყეს დენა, თავი კი საშინლად მტკიოდა. გვერდით გავიხედე რათა შემემოწმებინა აქ იყო თუ არა საბიასი.


კი, აქ იყო, საწოლზე გაშხლართული იწვა და შავი თმა მთლიანად სახეზე ჰქონდა ჩამოფენილი. არადა როგორ მინდოდა მისი ცისფერი თვალების დანახვა.

ნეტავ ამ ოთახში ერთი ორსაწოლიანი მდგარიყო, მაგრამ მე ხომ ბედი არაფერში მაქ. ბედზე ფიქრში გუშინდელი საღამო გამახსენდა, ის ნაბიჭვარი რომ არა, მე და საბიასი მშვენიერ დროს გავატარებდით. მაგრამ ეს საზიზღარი არსება ხომ სწორედ ჩემი ნერევბის საშლელად შექმნა ღმერთმა.


ფეხზე წამოვდექი რადგან კუჭი უკვე ყვირილს იწყებდა ისე მშიოდა. რადგან ეძინა ვიფიქრე არაფერია თქო და ზედმეტი ამოფარების გარეშე დავიწყე გამოცვლა. ბიუსალტერიანი დავტანტალებდი ოთახში და ცალ ჩუსტს ვეძებდი.

-ჩემ გამოწვევას ცდილობ?-ბოხი ხმით ჩაილაპარაკა ქავთარაძემ და მეც საწოლის ქვეშ ქექვა შევწყვიტე. მას გავხედე ისკი მე მიყურებდა. ქვედა ტუჩს კბილებს აჭერდა და წარბები მაღლა ჰქონდა აზიდული. მე რა მართლა ტალახი შემხვდა ბედის მაგივრად!?

-მეგონა გეძინა.-ფეხზე წამოვდექი და ხელები მკერდზე ავიფარე.


-ასეთი ხედისთვის ნამდვილად ღირდა გაღვიძება.-ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა, გულმა დაგა-დუგი ატეხა როცა მისი მოახლოვება იგრძნო. ისეთი მზერით მიყურებდა. ალბათ ის თოვლის ბებია რომ ვიყო რომელიც გუშინ გავაკეთეთ დავდნებოდი და გავიფანტებოდი.

მომიახლოვდა, პირისპირ დამიდგა და ცერა თითი მკერდზე აფარებულ მკლავს ნელა გააყოლა. დამაჟრიალა. მშვიდი სახე ჰქონდა, ახლად გაღვიძებისგან ჩაწითლებული თალებით მიცქერდა და მზერას არ მაშორებდა. როცა თალებში შევხედე, მზერა ჩემი მკერდისკენ გადაიტანა და ხელი ნიკაბზე მომისვა. ერთ ნაბიჯიანი დაშორება რომელიც ჩვენ შორის იყო, მთლიანად გააქრო და კიდევ უფრო ახლოს მოვიდა. მე მის ცისფერ თვალებს ვუყურებდი ისკი ჩემ მკერდს. ნეტავ ყლე არ მართავდეს, ნეტა ტიპიური ბიჭი არ იყოს.

ფსიქოტრია.Where stories live. Discover now