თავი 15

1.8K 92 93
                                    

საბოლოოდ როცა მომაშორა ბაგეები და გაძღა ჩემით, მიბოძა მანქანაში ჩასმა. დადვანის ზარი შემომივიდა, ისეთი სახით მკითხა ვინააო ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და უბრალოდ გავუთიშე. ნამდვილად არ მქონდა მისი პრეტენზიების მომსენის დრო, ეს წუთები ბოლომდე უნდა შემერგო.

-სად მივდივართ?

-ნახავ.- მოკლედ მომიჭრა და მანქანა დაძრა, ვგიჟდები როცა ცალი ხელით მართავენ მანქანას.

კანზე შეხება ვიგრძენი. ისე მოულოდნელად დამადო მარჯვენა ბარძაყვზე ხელი, რამის სუნთქვა შემეკრა. არ იმჩნევდა, გზას უყურებდა, ხმასაც არ იღებდა.

სადღაც მაღალ ადგილას ავედით. არაფერი იყო, მხოლოდ მინდორი. ლამაზი ხედი იყო, ღამით განათებულ თბილისს რამე სჯობია? მაგრამ ამ სინათლეს შორიდან რომ უცქერ კიდევ უფრო რა სჯობია?

არ მიყვარს რომანტიული ადგილები, ვარდები სანთლები ან თუნდაც რესტორანში ჯდომა გამოსული წყვილივით. არც შუაღამისას ვარსკვლავების ცქერა ერთმანეთზე მიხუტებულბს. მაგრამ უარს ვერ ვიტყოდი, მასთან ერთად ამაზეც თანახმა ვიყავი.

მანქანა გააჩერა და ღიმილით შემომიტრიალდა.

-სიმშვიდე ხო გიყვარს?

-ძალიან.

თვალი ჩამიკრა და გადავიდა, საბარგულიდან პატარა ხალიჩის მაგვარი თეთრი ქსოვილი გადმოიღო და სველ ბალახზე დააფინა.

დაჯდა და ხელით მანიშნა შენც მოდიო. ასეც მოვიქეცი.

უბრალოდ გვერდით მივუჯექი, მანკი მუცელზე მომხვია ხელი და მკერდზე მიმიხუტა. ისეთი თბილი იყო...

-ლამაზია ხო?

-ძალიან მომწონსს

-აქ განსამარტოებლად ამოვდიოდი, ახლაკი შენთან ერთად ამოვალ.

-ანუ ერთადერთი ვარ ვინც აქ ამოიყვანე?

-სწორად მიხვდი.-ძლიერად ამოისუნთა და განათებულ შენობებს დაუწო ცქერა.- იმ მაღალ ლურჯ შენობას ხედავ?.- თითის გაშვერით სცადა მივეხვედრებინე.

ფსიქოტრია.Where stories live. Discover now