თავი 16

2K 104 69
                                    

მივდიოდი, მივდიოდი ფეხების კანკალით.
თვალებიდან ნიაღვარივით გადმოსული ცრემლები სახეზე მეყინებოდა. ყველა ფიქრი ერთდროულად მაწვებოდა, ანუკის სიტყვები რომელიც მეუბნებოდა დანიელს ენდეო, დადვანის აარამქვეყნიური ხმა, ისეთი ხმა აქამდე რომ არ გამიგია მისი პირდიან.

ნეტავ რა მოუვიდა? იქნებ სწორედ იმიტომ მირეკავდა რომ რაღაც შეემთხვა, მეკი ეგოისტივით ვუთიშავდი იმ ბიჭთან გართობის გამო, რომელმაც ჩემზე მსუბუქი ძალადობა სცადა.

ვღიზიანდებოდი, საკუთარ საქციელზე მეტად საბიასის საქციელი მაღიზიანებდა. როგორ მეხებოდა უარის მიუხედავად და როგორ აგრძელებდა ჩემ საცლაში ჩაძრომას, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაზიზღებს საკუთარ თავს რომ, მაინც  მიყვარს, მიყვარს მიუხედავად ამ ცრემლებისა. სერიოზულად მეგონა რომ ეს საღამო სიზმარივით ჩაივლიდა? სასაცილოა.

შეშინებული გავედი იმ ბარის უკან, სადაც მან მთხოვა მისვლა.
თვალებით დავიწყე მისი ძებნა, არ ჩანდა. უკვე ვნერვიულობდი.

აქეთ-იქით უაზროდ ვტრიალებდი, მაინც არ ჩანდა.

-მოხვედი?

კუთხეში მყოფი სიბნელიდან გავიგონე მისი მშვიდი, ბოხი ხმა.

ნიკაბ აკანკალებული წავედი იმ სიბნელისკენ რომლიდანაც ასე მელოდნენ, მეშინოდა, არ მინდოდა რაიმე ცუდი სანახაობა დამხვედროდა და ეს ღამე იმაზე საშინლად დამთავრებულიყო ვიდრე ახლა იყო.

მისი სილუეტი დავინახე. დაბლა იწვა...
თეთრ შემოხეულ ჰუდზე სისხლის ლაქები ჰქონდა მიმოფანტული.

მაინც მშვიდი ჩანდა, თავ ჩახრილი ღრმად სუნთქავდა და ტკივილისგან ძლიერად აჭრდა კბილებს ერთმანეთს.

სახეც სულ სისხლში ჰქონდა ამოსვრილი. ტუჩიდან, წარბიდან, ნიკაპიდან...

კაკაოსფერი თმა უჩეულოდ არეოდა და მუხლებზე დაწყობილი ხელები, სისხლის წვეთებისგან ეცლებოდა.

ფსიქოტრია.Where stories live. Discover now