თავი 5.

1.8K 76 37
                                    

დღეს მეტისმეტად ცხელოდა.
ორშაბათი იყო. ნეტავ იცოდეთ როგორ მძულს ორშაბათი. მთელი კვირის თავიდან გავლა არ გინდა? მხოლოდ იმ ბოლო ორ დასვენებამდე რო მიაღწიო.

სიცხის მიუხედავად ყავისფერი თმა მაინც დაბლა ჩამოვუშვი და ისე წავედი უნიში. მანამდე აფთიაქში გავიარე და სამი ქერა საღებავი ვიყიდე, ერთიც გამაღიავებელი. მინდოდა ქერად შემეღება.

ყოველთვის მინდოდა ქერა თმა, მიუხედაცად იმისა რომ შავგვრემანი ვარ.

შესვენება იყო და ყველა კურსელი თუ სტუდენტი გარეთ მზეს ეფიცხებოდა.

მეც არ დავაყოვნე და გარეთ გავედი. ბუჩქებთან მყოფ გრძელ ხის სკამზე ვიჯექი და თათული ღვინიაძის წიგნს "აღიარება ხელისგულზეს" ვკითხულობდი.

ამ წიგნით შებყრობილი ვიყავი, არა უფრო დავაზუსტებ. ანდრო მაძარაძით ვიყავი შებყრობილი. მისი ტოქსიკურობის მიუხედავად მაინც მომწონდა პერსონაჟი, აი რადაზეკი გული მერეოდა.

ეგიყო და უკვე შემდეგ ფურცელზე უნდა გადავსულიყავი ხელში რომ დანი ჩამაფრინდა და კალათბურთის სტადიონისკენ გამაქცუნა, ისე რომ ნებართვაც არ აუღია.

-კარგი რაა დანიელ, ძალიან ცხელა- წუწუნით წამოვიწყე დიალოგი.

-მოდი ლამაზო, მოდი.- ცენტრში დამაყენა და ბურთის ფეხებ შორის გატარება დაიწყო.

-რა გინდა რომ ვქნა?- მზისგან სახე დამანჭული შევყურებდი მის ჯიუტ მზერას.

-მეთამაშე გუნდა.- ბურთი მესროლა რამაც უცებადი რეფლექსის გამო ჩემი ძირს დაცემა გამოიწვია.

სიცილით მოვიდა და წამომაყენა.

-იდიოტი ხარ დანიელ, იდიოტი!- უკვე ვბრაზდებოდი, მაგრამ, მისმა ტუჩების შეხებამ ლოყაზე განწყობა გამომიკეთა და უბრალოდ ჩავიცინე.

წელზე ხელ მოხვეულმა მიმიყვანა კალათასთან და უკან დამიდგა.

-ჩააგდებ?- მკითხა და ბურთი ხელში დამაჭერინა.

-როგორ ვისროლო?

ფსიქოტრია.Where stories live. Discover now