თავი 17

1.8K 97 60
                                    

მთელი ღამე ძილს ვერ მივეცი...
წარამარა ვიხედებოდი მისაღებში სადაც დანიელი იწვა.

მის სიტყვებზე ვფიქრობდი. დანიელ დადვანს მოვწონვარ? შეუძლებელია!!!

შეუძლებელია მოვწონდე როდესაც ასე ცდილობს ჩემი წყობილებიდან გამოყვანას. როდესაც ცდილობს გამინადგუროს მომენტები სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ.

ვერ მოვისვენე, კვლავ წამოვდექი საწოლიდან და მას გავხედე.
კარებში მდგომი ტუჩის კვნეტით ვაშტერდებოდი.

-რატო ვერ ისვენებ?- როგორც ჩანს არ ეძინა.

მხრები ბავშვივით ავიჩეჩე და კვლავ გავნაგრძე მისი ყურებდა.

-მოდი ჩემთან.- მოჭრით თქვა და დივანზე წამოჯდა. აჩეჩილი თმა სახეზე ჩამოეყარა.

მასთან მივედი და გვერდით მივუჯექი. არ ვიცი რას ვეტყოდი, ვერაფერს მოვიმიზეზებდი მისი თვალთვალის გამო. უბრალოდ ვდუმდი.

-ჩემზე ფიქრობდი ხო?- სიცილით თქვა და მუხლებს დაეყრდნო.

-ყოველთვის მიხვედრილი იყავი.

კვლავ სიჩუმე... როგორ მძულს როდესაც არც მაინიცის რაუნდა თქვას და არც მე.

ჩემ წინ ჩაიმუხლა, ციცქნა ხელები მის დიდ ხელებში მოიქცია და ეცადა მზერა გაესწორებინა.

-სიდონია ნუ მაგიჟებ, ჩემ გამო უხერხულად ხარ?

-დანიელ წეღანდელზე ვფიქრობ, როდესაც თქვი რომ...

-არაფერს ნიშნავდა.- დამთავრება არ მაცადა ისე ჩაეკვეხა ჩემ წინადადებაში. გული დამწყდა, უფრო მეტს ველოდი... როგორც ჩანს ილუზიაში ცხოვრებას არ ვწყვეტ.- უბრალოდ დაივიწყე რაც გითხარი და არ გაბედო ამის გამო ჩაფიქრებულმა იარო, არც დაგრუზულმა და ვაფშე დაიკიდე რა. არ მინდა ან ოცნების კოშკები ააგო ანკიდევ არჩევნის წინაშე დადგე ჩემსგამო.

-ხო მაგრამ, ის სიტყვები...

-დღეს საბიასს ხვდები?- თემის გადატანა სცადა, იატაკზე დაჯდა და ლოყა მუხლზე ჩამომადო.

ფსიქოტრია.Where stories live. Discover now