თავი 8

1.6K 73 33
                                    

ჩემ უმფროსს დაახოლებით 2 საათი ვეხვეწებოდი დათხოვაზე და საბოლოო დათანხმებაზე ძლივს ამოვისუნთქე შვებისგან.

-მზად ვარრ!!!- ბოლო ხმაზე გავყვირე ისე თითქოს ვინმე პასუხს გამცემდა.

ოთახში გავედი ისკი იქ არ დამხვდა. ალბათ უკვე მანქანასთან მელოდებოდა.

ბარგით ხელში ძლივს ჩავიარე კიბეები და ისიც დავინახე მანქანასთან მდგომი როგორ ეწეოდა სიგარეტს, არადა იყო დრო მე მიჭედავდა ნუ ეწევიო.

რომ დამინახა ბიჩოკი შორს მოუსროლა და ზედმეტი ხმის ამოღების გარეშე გამომართვა უზარმაზარი ჩანთა.

ყველა ცალ-ცალკე მანაქით მივდიოდით კურსელები და მე ბატონი დანიელი მხვდა მძღოლად. წინ დავჯექი და ფანჯარა ჩამოვწიე. მანაც შემოდგა თავისი გრძელი ფეხები მანქანაში და კომფორტულად მოკალათდა.

-ღვედი!- უემოციოდ მითხრა ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს და მანქანა დაძრა.

რამდენიმეჯერ ვცადე სიჩუმის დარღვევა მაგრამ ის ძაღლათაც არ მთვლიდა, ვფიქრობ არც კი მისმენდა.

-შეიძლება ფანჯარა ჩომოვწიო?- ისე ვკითხე თითქოს იმწამსვე მეტყოდა კი ჩემო ლამაზო რატო მეკითხებიო.

მხრები უყოყმანოდ ავიჩეჩე და ფანჯარა უნებართვოთ ჩამოვწიე. პატარა ჩანთიდან წითელი MALRLBOLLO ამოვიღე და ერთი ღერი ტუჩებ შორის მოვითავსე.
თავი გარეთ გავყავი და გრილი ჰაერის მოფერებას ავყევი. ისე მიყვარდა როცა ჩემ თმას ტალღოვანად ათამაშებდა ეს ძლიერი ნიავი. თან ახალი ფერი ხომ უნდა გამემარიაჟებინა?.

მარცხენა ხელში დაკავებული სიგარეტი პირისკენ უნდა წამეღო როცა სწრაფად გამომგლიჯა ხელებიდან და ფანჯრიდან მოისროლა. კვლავ ჩუმად იყო. მაგრამ მის სიჩუმეზე და სერიოლზულ სახეზე მეტად ჩემი საქციელი მაღიზიანებდა. რატომ ვემორჩილებოდი!?.

- ვერ ვხვდები რა ჯანდაბას აკეთებ!

- რათ გინდა მიხვედრა, მშვენივრად დაინახე.- მოკლედ მომიჭრა ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუცილებია.

ფსიქოტრია.Where stories live. Discover now