თავი 12

1.8K 72 41
                                    




საბოლოოდ მაინც მივედით სახლში და დაღლილი პირდაპირ დივანზე წამოვწექი. საბიასი კი ჩემი სახლის თვალიერებით იყო გართული. ბოლოს იმ ნახატის წინ გაჩერდა რომელიც კედელზე მქონდა ჩამოკიდებული. ნახატზე შექსპირის რომანის რომეო და ჯულიტადან ამოღებული სცენა იყო გამოხატული, სადაც ისინი სამყაროს ბოლო წუთებს ელეოდნენ.

მასთან მივედი და გვერდით ამოვუდექი, ისე უცნაურად უყურებდა კითხვისგან თავი უბრალოდ ვერ შევიკავე.

-მოგწონს?

-მხოლოდ ნახატი.

-კაი რაა საბიასს, ნახატის შინაარსზე გეკითხები.

-მაგაზე თავს ვერ დავდვებ.-ჩაიცინა და გვერდულათ გადმომხედა.

-როგორ შეიძლება უარყო მათი მთავარი აზრი.-თვალები გადავატრიალე და მეც მის მსგავსად გადავაჯვარედინე ხელები.

-თავისუფლად, ადამიანს თუ სიყვარულის არ სჯერა, პატარა ბავშვების სულელური გატაცების როგორ უნდა დაიჯეროს?

-სისულელეებს ამბობ.

-პირადი აზრია, პატივი ეცი და სისულელეს ნუ უწოდებ.-ახლა უკვე ჩემკენ ტანითაც შემოტრიალდა და საბოლოოდ შეხვდნენ ჩვენი თვალები ერთმანეთს.

-და მიზეზი?

-რისი მიზეზი?

-რატომ არ გჯერა, ამ დამპალ სამყაროში ხომ მაგ გრძნოიბს გამო ღირს მხოლოდ არსებობა.- მზერა ავარიდე და სამზარეულოსკენ წავედი. უკან გამომყვა.

-კარგი რა სიდო, როგორ შეიძლება ისეთი გრძნობის გამო იცხოვრო რომელიც ნელ-ნელა ქრება?- ბარისებრ მაგიდასთან მყოფ მაღალ სკამზე ჩამოჯდა და ხელის მტევანს დაეყრდნო.

-აზვიადებ.

-არაფერსაც არ ვაზვიადებ. მე მხოლოდ სამუდამო სიყვარულის ასრებობის მჯერა, აი დანარჩენი კი მისი სუსტი რეიკარნაციაა და უაზრო გატაცება.

-კი მაგრამ რას იტყვი რომეოზე და ჯულიეტაზე? ან ჯეკზე და როუზზე? მათ ხომ სიყვარულის გამო გაწირეს თავი. ამაზე ძლიერი რამე გინდა?- წარბებ აწეული დავეყრდენი მაგიდას და მისი მზერით შესანსვლა დავიწყე.

ფსიქოტრია.Where stories live. Discover now