თავი 6

1.7K 79 9
                                    

საწოლში ვიწექი და საათის ისრების ყოველ წამს ჩამოკრულ ხმას ჩემ ხმას ვაყოლებდი "ტიკ-ტაკ, ტიკ....ტაკ"

ვერ ვიძინებდი, რომელ მხარეს აღარ გადავტრიალდი მაგრამ ამაოდ.

ვიცოდი რომ თუ საათს აღარ ავყვებოდი, მწარე ფიქრები შემითრევდა. გამოიღვიძებდა მივიწყებული კომპლექსები, წარსულის შეცდომები, ფრაზა
" ნეტავ ასე რომ არ მეთქვა რა მოხდებოდა?".
წყეული ცალმხრივი სიყვარული რომელსაც უაზრო დროის კარგვას ვეძახი მაგრამ მაინც ვერ ვნებდები. მაინც ვიტანჯავ თავს. მაინც ვიტოვებ მცირე იმედებს. ის კი უბრალოდ ყოველდღე ჩემკენ ისეთ ნაბიჯებს დგავს რომელიც კიდევ უფრო და უფრო აღრმავებს ამ დედანატირებ გრძნობას.

ტანზე ბუსუსმა დამაყარა, შემეშინდა. თავს მარტო სულად ვგრძნობდი. რაღაც მინდოდა მაგრამ არ ვიცოდი რა. გულში უცნაურ სიცარიელეს ვგრძნობდი და რაღაცნაირად მოსვენებას არ მაძლევდა ეს გრძნობა.

ხანდახან მინდა ქუჩაში ყოველ გამვლელს ჩავეხუტო და მათი ისტორიები მოვისმინო. ეს ალბათ იმიტორო მარტოსული ვარ. ბევრი მეგობარი არ მყავს, არც ოჯახის წევრები იწუხებენ თავს შეხმიანებით, სანათესაოზე მოდი არ ვილაპარაკებ.

ისე რა უცნაურია ხო, ქუჩაში უბრალოდ ვიღაცას რომ შეხედავ, ან ხალხს ათვალიერებ და აცნობიერებ რომ თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს. თითოეული მათგანი ყოფილა ერთ დროს უბედური. კი, ყველა ყოფილა უბედური, რადგან, თუ უბედურება არ გამოგიცდია მაშ ბედნიერება როგორ გაიგებ რა ფერისაა.

აი ისევ დავიწყე ამაზე ფიქრი. არადა როგორ ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა, არც მარტოსულობაზე და არც ბედნიერებაზე.

წამოვდექი, თავი გავაქნიე ჩაბუდებული ფიქრები რომ გამეფანტა და სამზარეულოში გავედი წყლის დასალევდა.

ონკანი ავახმაურე და სრულ სიბნელეში მოვიყუდე ჭიქა.

-რატომ არ გძინავს?- დანიმ გამიფანტა ყურადღება, გამეხარდა რომ არ ეძინა.

ფსიქოტრია.Where stories live. Discover now