თავი 4

1.8K 75 12
                                    

ჩემი ოთახის კარების ჩარჩოს ვეყუდებოდი. ალბათ დილის 5 იქნებოდა. ცალ ხელში ბალიში მეჭირა და თმააბურდული სახე გაგლეჯილი, შევყურებდი დანიელს რომელიც ბოლო ხმაზე ხვნეშოდა. თავიდან შემეშინდა ხოარ იხრჩობა თქო, მაგრამ ისე ტკბილად ეძინა შემშურდა. ამ ნაბიჭვირს გამო მთელი ღამე ვერ დავიძინე, კარების ჩაკეტვა არ მიყვარს რადგან ფობია მაქ.
ღმერთია მოწმე როგორ მინდოდა მივსულიყავი და მიმეხრჩო.
ჭკუა დამიშლიდა?.

მისკენ წავედი და გვერით დავუდექი დივანზე გაშოტილს. ტუჩები გამოებუშტა და თმა ჩამოყრილი ჰქონდა სახეზე. საყვარელი იყო, კიი.

მაგრამ სულ ფეხებზე არ მეკიდა როგორი იყო? მე მხოლოდ დედანატირები ძილი მსურდა, რასაც მისი ხვრინვის გამო ვერ ვირგებდი.

წარბებ შეჭმუხული გავყურებდი მას. თავში მაგარმა აზრმა გამიელვა. გავაჩუმებ.

ბალიში რომელზეც წესით თავი ტკბილად უნდა მდებოდა სახეზე ავაფარე და დავაჭირე. გაჩუმდა.
გამეხარდა მაგრამ მგონი იხრჩობოდა.
ეგიყო და ფიქრებისგან შეშინებულს ბალიში უნდა ამეცლა, ხრიალი რო დაიწყო და გიჟივით წამოფრინდა.

ბატკინს სახით გავყურებდი და საჩვენებელ თითს ვკბენდი.
ისეთი შეშლილი სახით დაიწყო ყველაფრის თვალიერება ვიფიქრე, განწირული ვარ თქო.

ჯეგპოტი!!! თვალში მოვხვდი და ისეთი როჟით მიყურებდა დავდნი.
ჯერ მაკვირდებოდა გაოცებული.

-შენ სულ გაგიჟდი გოგოო!? რაგინდა რომ მომკლა?.- ისე შეჭმუხნა წარბები, ვიფიქრე ნერვის ძაფი გაუწყდება თქო.

-რაგაყვირებს?? უბრალოდ გაჩუმება მინდოდა.

- დახრჩობით?

-თუნდაც.- ჩავიცინე და მზერა ავარიდე.

- ვახზ ჩემი კარგიც, გიჟი ხარ.

-რა დრამები დამიდგი კიმარა.

-ეგრე ხო?- ჩაიცინა და ხელზე ძლიერად და მოულოდნელად მწვდა. მის სხეულზე შემომაფრინა, ოდნავ გადაწვა და ზედ დამისვა. იციონდა. ნეკნებზე ნელა ამისრიალა თითები, შემდეგ ააჩქარა და ღიტინში გადაზარდა. არ ჩერდებოდა, თხოვნის მიუხედავადაც კი. სიცილისგან ცრემლებიღა მდიოდა, ისკი ჩემთან ერთად იცინოდა.


ფსიქოტრია.Where stories live. Discover now