თავი 19 (ფსიქოტრია)

3.3K 127 130
                                    

ჯერკიდევ კარების ჩარჩოს ეყუდებოდა და გაქვავებული შეჰყურებდა სიდონიას.

ნაბიჯს ვერ დგავდა, არ იცოდა რა ეთქვა ან როგორ დაემშვიდებინა.
ვერ იტანდა გოგოს თვალზე ცრემლს მაგრამ თვითონ ხშირად ტოვებდა ატირებულ გოგოებს დაშორების შემდეგ და  ძმაკაცებს უგზავნიდა დაამშვიდეთ ცოდოაო.

სიდონიაზე განადგურებული ახლა ისუფრო იყო. მოწყენილს რომ უყურებდა მაგაზე ვერისვენებდა და ახლა ასეთს რომ შეჰყურებს ხო საერთოდ ჭკუიდან ირევა.

ძლივს გაბედა ნაბიჯების გადაგმა და საბოლოოდ მიუახლოვდა მუხლებში ჩაკეცილ გოგონას. არ ტიროდა, დუმდა.

მის გვერდით ჩაიჩოჩა და მხარზე დაადო ხელი, ისკი არ იმჩნევდა, თითქოს არც შეუნიშნავს როდის მოვიდა ან როდის შეეხო დადვანი.

-სიდონია...- ისეთი ჩუმი ხმით წარმოთქვა პირიდან მისი საყვარელი სახელი, ალბათ ასეთი სიჩუმე რომ არა ვერც გაიგონებდა.

ხმას არ სცემდა.

-კარგად ხარ?- კვლავ არ იხევდა დადვანი უკან. ამ კითხვაზე კი სიდონიამ საბოლოოდ დააღო პირი და გადმოუშვა თვალებიდან ცრემლები.  ვინიცის რამდენი ხანი ცდილობდა ცრემლების შეკავებას მაგრამ ამ კითხვამ მთელი ეგო გაუქრო.

მის დუმილზე ნერვები ეშლებოდა, ეგოისტურად შეჰყურებდა და ღიზიანდებოდა ძაღლადაც რომ არ აგდებდა.

მხარიდან ააცალა ხელი და საბოლოოდ შეძლო მის მკლავებში მთლიანად მოექცია. ისე ძლიერად ჩაეხუტა უკნიდან სუნთქვაც კი შეუკრა და ცრემლებიც დაუსტოპა.

-დავშორდი.- აკანკალებული ხმით უპასუხა და თავი მის განიერ მხარზე ჩამოდო.

-ვიცი.- ისე შეუმჩნევლად მოუჭრა პასუხზე თითქოს, რაიმე უბრალო ეთქვა.

-რათქმაუნდა იცი, ალბათ მაშინაც უკან გამომყევი და გვითვალთვალებდი როგორ ვსაუბროდბდით მე და ის ნაბიჭვარი.- სარკასტული ტონით დაიწყო ჯავრის დადვანზე გადმონთხევა.

ფსიქოტრია.Where stories live. Discover now