თავი 7

1.8K 78 27
                                    

სარკესთან ვიდექი და ჩემს თავს ვუყურებდი. ნუთუ ეს მე ვარ?.
ყოველთვის ვიცოდი რომ ქერა თმა ჩემი არ იყო, მაგრამ ერთფეროვნებაც საშინლად მძულს.

მიუხედავად იმისა რომ არმივიჩნევ საჩემოდ ქერობას, მაინც მომწონდა.

-გიხდება რაგინა.- ჩემს უკან მდგომი დანიელი მაქსიმალურად ცდილობდა გავემხნევებინე.

-კატასტროფაა.- სევდიანად ამოვიხვნეშე, მჰ მხოლოდ იმიტომ რომ კომპლიმენტები გაეგრძელებინა.

-არაა სერიოზულად საშინლად მიმზიდველი ხარ.- მხრებზე დამაწყო ხელები და ისე თბილად გაიღიმა მინდოდა მომეჭამა ატმისფერი ბაგეები.

მისკენ შევტრიალდი. იმდენად ახლოს იყო ჩვენი სხეულები შიგნიდან აპოკალიფსი მეწყებოდა. სახის სიახლოვის გამოცკი მისი ჰაერი პირდაპი ეფინებოდა ჩემ კანს. ისკი არ იმჩნევდა, ზემოდან იმ დამატყვევებელი ღიმილით გადმომყურებდა.

-სიმართლეს მეუბნები?- ტუჩის კუთხე ავპრიხე და ხელები გადავაჯვარეიდნე.

შეომჩნევლად ამოიოხრა, კიდევ უფრო გადმოიწია და ჩემი სახე მის ვენებ ამობურცულ ხელებში მოიქცია. ოდნავ დაიხარა და მზერა პირდაპირ გამისწორა. ღმერთო ისეთი რთულია მას თვალებში უყურო, თითქოს შეგჭამსო.

-სიმართლეზე მეტს დაგიმტკიცებ.- ცხვირი შეჭმუხნა და თმა ამიწეწა.

ასე ვეღარ გავაგრძელებდი, ასე არ შეიძლება.

- ბარგი უნდა ჩავალაგო.- მისი ხელებიდან დავიხსენი თავი და ოთახში შევედი.

არც აცია არც აცხელა და უკან შემომყვა. საწოლზე კომფორტულად მოკალათდა და ხელები თავქვეშ ამოიდო.

კარადის წინ ვიდექი და ერთმანეთში გადაკვანძულ ტანსაცმელს გავყურებდი. დალაგება ჩემი არასდროს ყოფილა.

- შენთვის მითქვამს რომ მეტისმეტად კარგი საჯდომი გაქ?- სიცილ ნარევი ხმით დაარღვია სიჩუმე.

ფსიქოტრია.Where stories live. Discover now