-3-

518 34 0
                                    

- ეს ვინ იყო?

- არავინ, მნიშვნელოვანი. - თეჰიონი გაბრაზებული დადიოდა ოთახში და ხმას არ იღებდა.

- შორიდან ასე არ ჩანდა, და შეგიძლია შეწყიტო ასე უაზროდ სიარული? ისედაც ცუდად ვარ. - მთელი ხმით დავუყვირე თეჰიონს, მან სიარული შეწყვიტა და გიჟივით მომვარდა. ანთებული თვალებით მიყურებდა, მისმა გამოხედვამ საშინელი შიშის შერძნება გააღვიძა ჩემში, მისი ასე არასდროს შემშინებია, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე საათია ვიცნობ, მაშინაც კი როცა მიკბინა.

- ჩემთან ასე ლაპარაკი არ გაბედო! ტონს დაუწიე. - სასწრაფოდ ავდექი და წამოვედი იქიდან, მთელი ძალით მოვრბოდი ისე, რომ უკან არც კი მიმიხედავს. ახლა ყველაზე ნაკლებად კიდევ ერთი დრამა მჭირდება. სახლში რამდენიმე წუთში მივედი, სასტუმრო ოთახში ჰობი და ჰინატა დამხვდნენ, მათთან არც მივსულვარ, რადგან ახლა არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა, პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი. ცოტახანში კარზე კაკუნის ხმა გაისმა.

- იზ, არ გინდა ვილაპარაკოთ, იმაზე რაც ახლა ხდება?

- ამაზე დიდი ხნის წინ უნდა გელაპარაკა.

- მესმის ჩემზე გაბრაზებული ხარ, მაგრამ ჩემი სათქმელი არ იყო, დედაშენი და ჰობი დაჟინებით მალავდნენ ამ საიდუმლოს შენგან, მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო.

- შეგეძლო შენ მაინც გეთქვა. - ჰინატა ჩემთან მოვიდა და საწოლზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა. 

- დედაშენს უნდოდა ამ ყველაფრისგან დაეცავი, ამიტომაც გიბლოკავდა ძალებს მთელი ამ წლების მანძილზე. როდესაც ინსტიტუტს თავს დაესხნენ დედაშენმა ძლივს მოახერხა იქიდან გამოქცევა. მოგვიანებით გაიგო, ყველა ამოხოცეს ვინც იმ დროს ინსტიტუტში იყო, შეშინებულმა არ იცოდა სად წასულიყო ამიტომ ჰობისთან მოვიდა დახმარების სათხოვნელად, მას შემდეგ ის გიცავდათ შენ და დედაშენს ლანდთა სამყაროსგან. დედაშენმა იცოდა, რომ როცა ლანდთა სამყარო შენს შესახებ გაიგებდა მოგაკითხავდნენ. ისინი უბრალოდ შენ გიცავდნენ.

Shadow World || დასრულებული ✔️Onde as histórias ganham vida. Descobre agora