-18-

302 28 0
                                    

გონს რაღაც უცნარ ადგილას მოვედი, იქაურობა სულ ჩაბნელებული იყო და ირგვლივ არავინ ჩანდა, მხოლოდ ეინო რომელიც ჩემს გვერდით იყო დაბმული, თავის გათავისუფლება ვცადე მაგრამ ძალიან მჭიდროდ ვიყავი დაბმული. ოთახში დიდხანს არავინ შემოვიდა, ამასობაში ეინოც გონს მოვიდა.

–ჯანდაბა ისევ ეს.

–რას გულისხმობ, იცი სადაც ვართ?

–რა თქმა უნდა ვიცი, ეს შენც იცი, როგორც გვეგონა შენი ბიჭი უბრალოდ არ დამჯდარა.

–გამორიცხულია.

–კარგი რა, არ გახსოვს ეს ადგილი?

–არა, უნდა მახსოვდეს?

–გახსოვს როცა პირველად მიპოვე მის სახლში? ეს მისი სარდაფია, მაშინაც აქ ვყავდი დამწყვდეული. –ამ დროს ოთახის ბნელი კუთხიდან ტაშის ხმა გაისმა და იქიდან ვიღაცის სილუეტი გამოვიდა, ეს თეჰიონი იყო კმაყოფილი სახით გვიყურებდა და ტაშს უკრავდა.

–იმაზე ჭკვიანი აღმოჩნდი ვიდრე მე მეგონე ეინო.

–სერიოზულად? უკვე აქამდე დაეცი თეჰიონ?

–მაპატიე პატარავ ამ ბორკილებისთვის, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვე.

–ხო, აბა რა, ჩემი ბრალია, შენ რომ ნაბიჭვარი ხარ. –თეჰიონი ნელა მომიახლოვდა, და თავი ამაწევინა ისე რომ მისთვის სახეში შემეხედა.

–მილიონჯერ გითხარი, რომ შენ მე მეკუთვნი და იმ იდიოტს შენ თავს არ დავუთმობ, შენ კი მიხვედი და საკუთარი სურვილით ჩაუვარდი მკლავებში.

–მე არც შენი და არც არავის საკუთრება არ ვარ, და ჩემი პირადი ცხოვრება შენ უკვე აღარ გეხება.

–შენი პირადი ცხოვრება, ჩემო ლამაზო, ყოველთვის ჩემი საქმე იქნება, რადგან მისი ნაწილი ვარ და ყოველთვის ვიქნები.

–არა, მას შემდეგ რაც გამიკეთე და რა გგონია როდემდე შეძლებ აქ ჩემ დაკავებას?

–სანამ არ გადაიფიქრებ იმ სისულელის გაკეთებას, რასაც აპირებდი.

Shadow World || დასრულებული ✔️Where stories live. Discover now