-15-

311 30 2
                                    

ქუჩაში გონებადაკარგული დავდიოდი, არ ვიცოდი სად მივდიოდი, უბრალოდ მოძრაობას ვერ ვწყვეტდი, რადგან მინდოდა მისგან რაც შეიძლება შორს წავსულიყავი. სულელი ვიყავი, სულელი რომ დავიჯერე მისნაირ არსებას შეეძლო სიყვარული, სულელი ვიყავი, რომ ვენდე და გრძნობებს მივეცი ჩემი მართვის საშუალება. ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევაა როცა ადამიანს ვენდე, ჩემი გული ვანდე. საათობით დავდიოდი ქუჩაში უგონოდ, ისიც კი არ ვიცოდი სად მივდიოდი, გარშემო ვერაფერს აღვიქვამდი, თვალებიდან ცრემლები გაუცნობიერებლად მსდიოდა და ვერ ვწყვეტდი ტირილს. გონებაში მუდმივად მისი სიტყვები მიტრიალებდა, მისმა სიტყვებმა საბოლოო დარტყმა მომაყენა, ლუციფერის მოყენებული ტკივილიც კი არაფერია იმასთან შედარებით რაც მისმა სიტყვებმა მომაყენა. როცა გონს მოვედი უკვე სახლის კართან ვიყავი, როცა შიგნით შევედი სასტუმრო ოთახში ჰინატა დამხვდა, როცა ასეთ მდგომარეობაში დამინახა მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა, და შეშინებულმა მკითხა:

–იზ რა დაგემართა? –საკმარისი იყო ამ სიტყვების გაგონება, რომ ისტერიული ტირილი ამიტყდა და სახლის კართან წამიერად ჩავიკეცე, ჰინატა ჩემს გვერდით დაჯდა და გულში ჩამიკრა.

–რა მოხდა?

–მომატყუა ჰინატა, მე ვენდობოდი მან კი უბრალოდ გამომიყენა.

–თეჰიონმა რამე დაგიშავა? მითხარი, გეფიცები ამას არ ვაპატიებ.

–თეჰიონმა... მან ლუციფერთან გარიგება დადო, იმის შესახებ რომ მომკლავდა.

–მაგრამ ის თვითონ გვეხმარებოდა, შენ დახსნაში.

–ის სწორედ მაგიტომ დამიახლოვდა, რომ მოვეკალი... მატყუებდა ჰინატა, მთელი ამ დროის განმავლობაში მატყუებდა, მისი სიყვარული, მზრუნველობა ეს ყველაფერი უბრალოდ ერთი დიდი წარმოდგენა იყო, რომ თავიდან მოვეშორებინე.

–მისმინე იზ, ვიცი თეჰიონი ნამდვილი ნაბიჭვარია, ის არც მე არ მომწონს, მაგრამ ვხედავ როგორ ზრუნავს შენზე, არამგონია იმდენად უნამუსო იყოს რომ ასე მოქცეულიყო, შეიძლება რაღაც გაუგებრობაა.

Shadow World || დასრულებული ✔️Where stories live. Discover now