-22-

284 25 1
                                    

ჩემს ოთახში ვიჯექი და იმაზე ვფიქრობდი, რაც წეღან გავაკეთე. ეს ყველაფერი გაუცნობიერებლად გავაკეთე და იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის და ყველასთვის, ამ დროს კარზე კაკუნის ხმა გაისმა, კარი გაიღო და იქიდან ვანმა შემოიხედა.

-შეიძლება შემოვიდე?

-კი რა თქმა უნდა.

-უნდა ვილაპარაკოთ.

-ვიცი. -ჩვენ შორის საშინელი დაძაბულობა იყო, მის გვერდით ასეთი შებოჭილი არასდროს ვყოფილვარ, იმასაც ვგრძნობდი, რომ ვანი თვითონაც არ იყო თავისუფლად ამის გამო.

-ის რაც წეღან მოხდა...

-მართლა იგულისხმე ის რაც თეჰიონს უთხარი? თუ ეს უბრალოდ მისი მდგომარეობიდან გამოსაყვანად გააკეთე?

-შენი აზრით, ეს უბრალოდ თეჰიონის გამო ვთქვი?

-არ ვიცი ვან, ამაზე არასდროს მიფიქრია... ანუ შენზე და ჩემზე... ჩვენზე ასე არასდროს მიფიქრია...

-ალბათ იმიტომ, რომ შენ გულში მხოლოდ ერთი ადგილია.

-საქმე ამაში არაა, უბრალოდ, არ ვიცი, ეს ჩემთვის ზედმეტად მოულოდნელი იყო.

-მე ვიცი, თეჰიონი დღემდე გიყვარს, და ამ გრძნობას ვერაფერს უხერხებ.

-ასეთი მარტივი რომ იყოს, ნეტავ შემეძლოს ასე მარტივად ამ ყველაფრის დავიწყება. თუმცა ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ, შენ ჩემს კითხვაზე პასუხი არ გაგიცია.

-არა, ეს თეჰიონის გამო არ მითქვამს, მე შენ მართლა მიყვარხარ, იმ დროის მანძილზე რაც შენთან ერთად გავატარე იმდენად შეგეჩვიე, რომ ვერც კი წარმომიდგენია შენი დაკარგვა, მაგრამ ამას რათქმაუნდა ვერ ხედავ, იმდენად დაგაბრმავა მისმა სიყვარულმა, ვერაფერს ხედავ შენს ირგვლივ. -ვანი გაბრაზებული ადგა და კარისკენ წავიდა, მისმა სიტყვებმა ჩემზე იმდენად იმოქმედა ვერ შევძელი მისი გაშვება, ის მთელი ამ დროის მანძილზე მეხმარებოდა, მისკენ გავიქეცი და ზურგიდან ჩაავეხუტე, მთელი ძალით რომ ვერ წასულიყო. საკუთარ თავზე ვბრაზობდი იმის გამო რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ვერ ვხედავდი რაც წინ მქონდა, ვერ დავაფასე იმ ადამიანის გრძნობები რომელიც მართლა ზრუნავდა ჩემზე და ყველაზე ცუდ მომენტშიც კი მხარში მედგა. მე კი თეჰიონის სიყვარულით იმდენად ვიყავი დაბრმავებული, რომ მას უბრალოდ ზურგს ვაქცევდი ყოველ ჯერზე, როცა ჩემთან დაახლოებას ცდლობდა.

Shadow World || დასრულებული ✔️Where stories live. Discover now