-6-

427 34 0
                                    

-ხომ გაგაფრთხილე, რომ ოთახში დამლოდებოდი, რატომ არასდროს მისმენ.

-ეს რა ჯანდაბა იყო? მას რას უზავენ?

-ეს შენ არ გეხება, ჩათვალე რომ არაფერი გინახავს, არ მინდა რამე დაგემართოს.

-რას ნიშნავს მე არ მეხება, ის ჩემთვის მოვიდა.

-გითხარი შენი საქმე არაა-თქო, ნუ გამაკეთებინებ იმას რაც არ მინდა.

-შენ რა მემუქრები? -მომიახლოვდა, ჩემი სახე ხელებს შორის მოიქცია და თავი ზევით ამაწევინა ისე რომ მისთვის თვალებში მეყურებინა.

-ეს მუქარა არაა, გაფრთხილებაა. -მისგან თავი გავითავისუფლე და ხელი ვკარი.

-აქედან მივდივარ, არ ვაპირებ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო.

-რას მოელოდი როცა ვამპირთან წვებოდი, თავი უცოდველად ნუ მოგაქვს, თავიდანვე კარგად იცოდი, როგორი ვიყავი და ამას ხელი არ შეუშლია შენთვის ჩემს ლოგინში აღმოჩენილიყავი.

-ახლა ყველაფერი გასაგებია, ზუსტად ვიცი ჩემზე რას ფიქრობ, მგონი ეს საკმარისია, იმისთვის რომ ყველაფერი დასრულდეს. აღარ ვაპირებ შენ მოსმენას.
-არა იზ მოიცადე... -მისმა სიტყვებმა ჩემზე იმდენად იმოქმედა, ასეთი გაბრაზებული არასდროს ვყოფილვარ. მისმა ასეთმა დამოკიდებუულებამ საშინლად გამაბრაზა ან იქნებ გული მატკინა ამას ჯერ კიდევ ვერ ვხვდები. კარისკენ წავედი, მინდოდა მისგან შორს წავსულიყავი და ამ საშინელი დამცირებისგან გავთავისუფლებულიყავი, მაგრამ მან ხელი მომკიდა და მისკენ მიმიზიდა.

-ეს არ მიგულისხმია. -სინამდვილეში ასეთი გაბრაზებული იმიტომ ვიყავი, რომ ამას მეც ვხვდებოდი და ეს ყველაზე მეტად მაშინებდა, ის რომ ისეთი ადამიანი გავხდი როგორიც არასდროს ვყოფილვარ. გავეხვიე ისეთ სამყაროში რომლისგან თავის დაღწევასაც ვერ მოვახერხებ და შემიყვარდა კაცი, სისხლისმსმელი ვამპირი, რომელიც ყველას კლავს ვინც გზაზე გადაეღობება. არასდროს მდომებია ასეთი ადამიანი ვყოფილიყავი.

Shadow World || დასრულებული ✔️Where stories live. Discover now