-19-

324 27 0
                                    

–შენი აზრით იზისთან ერთად რატომ გაგიშვი?.. ის უნდა დაგეცვა.

–მისი ბრალი არაა, მოულოდნელლად დაგვესხნენ თავს.

–აბა რას იზავდნენ, მე გითხარით ფრთხილად ყოფილიყავით.

–ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო ვან, არვინაა დამნაშავე.

–ჩემთვის არ ყოფილა იზი, მე გაგაფრთხილე, მაგრამ შენ მაინც მოინდომე წასვლა და ნახე რა მოხდა.

–და როდემდე გამოვიკეტები ასე? გგონია ქორწილის მერე არ შეეცდება იგივეს გაკეთებას?

–შეეცადე ქორწილამდე მაინც მოერიდო გარეთ გასვლას.

–რას გულისხმობ, დღეს არ იქნება ქორწილი?

–არა რიტუალისთვის შესაფერისი დრო გავიდა, მოგვიწევს ხვალამდე მოვიცადოთ.

–მანამდე კი შეეცადე სახლში დარჩე, თუ არ გინდა რომ კიდევ რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს. –უკვე გვიანი იყო და ყველანი წავიდნენ, მხოლოდ მე და ვანი დავრჩით, მე ჩემს ოთახში ავედი, რომ დამესვენა ასეთი საშინელი დღის შემდეგ არაფრის თავი აღარ მქონდა. უკვე დასაძინებლად ვემზადებოდი როცა ქვევიდან ვანის ხმა გავიგე.

–იზი, შეგიძლია ცოტახნით ჩამოხვიდე?!

–ამჯერად, რა მოხდა?! –ტელეფონი ავიღე, ოთახიდან გავედი და ქვევით ჩავედი, ოთახში მხოლოდ ვანი და ეინო იდგნენ.

–რა მოხდა?

–რატომ არ მითხარი ის, რაც თეჰიონთან მოხდა?

–რას გულისხმობ?

–კარგად იცი რასაც ვგულისხმობ, თავს ნუ ისულელებ.

–შენ ენას ვერ აჩერებ ხო?

–უნდა მეთქვა, რადგან შენ არ გინდოდა ამის თქმა.

–ისეთი არაფერი მომხდარა, რასაც ვერ გავუმკლავდები.

–ამის დედაც, იზი ის შენ შეგეხო.

–ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც უკვე დამიშავა.

–არ მესმის ის როგორ გიყვარდა.

Shadow World || დასრულებული ✔️Where stories live. Discover now