-13-

324 28 2
                                    

-როდემდე უნდა იარო ასე ჩუმად?უბრალოდ თქვი რისი თქმაც გინდა.

-ხომ იცოდი ასეთი რეაქცია მექნებოდა, რატომ წახვედი?

-მინდოდა ყველაფერი გამერკვია.

-ამიტომაც არ გინდოდა ჯიმინის გამოყოლა.

-მაგრამ ჩემს უარს შენთვის ხელი არ შეუშლია გეთვალთვალა.

-მე შენ უსაფრთხოებაზე ვზრუნავ.

-დანარჩენებივით შენც ფიქრობ, რომ არ შემიძლია საკუთარი თავის დაცვა.

-ნუ გადაგაქვს სხვა თემაზე საუბარი. მოდი რაღაცაზე შევთანხმდეთ შენ არ ხვდები ვანს მე კი მას და მის მაქციებს შუბლს არ ვუხვრეტ.

-ვერ ვიტან, როცა პირობებს მიყენებ.

-მე კი ვერ, ვიტან როცა არ მიჯერებ და შენს ჭკუაზე დადიხარ. რას გულისხმობდა ვანი, როცა გითხრა რომ ჩემს გვერდით ყოფნას ვეღარ შეძლებდი?

-არ ვიცი.

-ისევ მატყუებ.

-არ გიფიქრია, რომ ამას იმიტომ ვაკეთებ რომ შენი საშინელი რეაქციის მეშინია?

-მითხარი რას გულისხმობდა!

-არ ვიცი!

-მითხარი მეთქი!

-კარგი, ჯანდაბა! მან მითხრა, რომ თუ მას გავყვებოდი მისი საკუთრება გავხდებოდი.

-მოვკლავ, ამის დედაც ვერ გადამირჩება.

-შეწყვიტე ეს უაზრო ეჭვიანობა და მენდე.

-კარგი, წამოდი სახლში წაგიყვან.

-ღმერთო სახლი, რა გაუძლებს ჰინატას.

-არ მესმის, შენ ცხოვრებაში ჩარევის უფლებას რატომ აძლევ?

-ამის უფლებას რომ ვაძლევდე ახლა შენთან ერთად არ ვიქნებოდი, მაგრამ ის ჩემთვის მნიშვნელოვანია.

სახლში მისულს როგორც მოველოდი გაბრაზებული ჰინატა დამხვდა, ბევრი იჩხუბა და საბოლოოდ მაინც დამშვიდაა. ჩემს ოთახში ავედი დასასვენებლად მაგრამ ვერ შევძელი, რადგან მარტო იმაზე ვფიქრობდი რაც ვანმა მითხრა. არ ვაპირებ ამ შეთანხმებას ასე უბრალოდ შევეგუო ამიტომ გადავწყვიტე ისეთი ძლიერი ჯადოქრები მომეძიებინა, რომლებიც შეძლებდნენ ამ უაზრობის დასრულებას.
ვიცოდი ჰინატასთვის და ჰობისთვის დახმარების თხოვნას აზრი არ ქონდა, რადგან თვითონაც ეთანხმებოდნენ ამ კავშირს და გარდა ამისა თეჰიონს ვერ იტანდნენ. მთელი ღამე ვცდილობდი ინტერნეტის დახმარებით მეპოვა ვინმე, მაგრამ ეს ვერ შევძელი, ამიტომ ისევ იმ ერთადერთ ადამიანს ვთხოვე დახმარება, რომელსაც ჩემსავით ძალიან უნდოდა ამ კავშირის გაუქმება. გვიან ღამით სახლიდან გავედი თეჰიონთან შესახვედრად. ის ჩემი სახლიდან არც ისე შორს ცხოვრობდა ამიტომ ფეხით გადავწყვიტე წასვლა. თითქმის მის სახლს ვუახლოვდებოდი როცა ზურგიდან მოულოდნელად დამესხა ვიღაც თავს და გონება დავკარგე, მისი სახე არ დამინახავს, რადგან ზურგით იდგა ერთადერთი რაც მახსოვს ის საშინელი შეგრძნებაა რომელიც იმ წუთას ვიგრძენი.
გონს სადღაც უცნაურ ადგილას მოვედი, გარშემო ვიხედებოდი და არაფერი მეცნობოდა, ირგვლივ არავინ იყო. დიდხანს ასე მარტო ვიჯექი, სკამზე მიბმული ვცდილობდი ჩემს მახვილს მივწვდომოდი რომელიც ჯიბეში მედო, მაგრამ ამ დროს ოთახში ვიღაც შემოვიდა, მას ჩემი მახვილი ეჭირა და ხელში ატრიალებდა.

Shadow World || დასრულებული ✔️Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz