-20-

310 30 0
                                    

3 თვის შემდეგ.

–ვან! –მე და ვანი ჩვენს ოთახში მშვიდად ვსაუბრობდით, როცა სახლში ეინოს ხმა გავიგეთ. 

უკვე სამი თვე გავიდა, რაც მე და ვანი დავქორწინდით, მართალია ეს ადვილი არ იყო მაგრამ შევეგუე ამ ყველაფერს, ვანთან უკვე კარგი ურთიერთობა მაქვს, ის მეხმარება ყოველთვის და ყველაფერში, მისი დახმარებით შევძელი თეჰიონთან მომხდარს შევგუებოდი, ნუ ნაწილობრივ მაინც, ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ, არც ისეთი რთული აღმოჩნდა მასთან ცხოვრება, როგორიც წარმომედგინა. ჰინატა მართალი აღმოჩნდა, როცა მითხრა რომ მისი ნდობა შემეძლო. ეინო ოთახში ყვირილით შემოვარდა.

–ამჯერად რა მოხდა ეინო?

–თეჰიონი! –მისი სახელის გაგონებაზე ჩემმა გულმა ისე დაიწყო ფეთქვა თითქოს მალე ამომივარდებოდა. მთელი ამ დროის მანძილზე ისე ვცდილობდი მისი გონებიდან და გულიდან ამოგდებას, მაგრამ ყოველთვის როცა მისი სახელი მესმოდა, გული საშინლად სწრაფად მიცემდა.

–რა თეჰიონი?

–შენმა ბიჭმა ჩვენი ხალხი დახოცა, კლუბთან ახლოს 5 მგლის გვამი ვიპოვეთ. –ვანი მის ნათქვამზე ძალიან გაბრაზდა, სახეზე მაშინვე შევატყვე როგორ გააღიზიანა ამან.

–რამდენჯერ გითხარი, თეჰიონს მის ბიჭად თუ მოიხსენიებდი რას დაგმართებდი, ის უკვე ჩემი ცოლია და თეჰიონთან არაფერი აკავშირებს. 

–რამე უნდა გავაკეთოთ, ეს ყველაფერი უკვე რამდენიმე თვეა რაც გრძელდება, უკვე უამრავი ადამიანი დავკარგეთ, ხროვა აგიჯანყდება თუ არაფერს მოიმოქმედებ ვან.

–მათ თავს უნდა დავესხათ, სამაგიეროს გადახდის დრო მოვიდა. –როგორც კი ეს ვთქვი ორივემ გაკვირვებულმა შემომხედა, ალბათ ჩემგან ამ წინადადებას არ ელოდებოდნენ. 

–და ეს როგორ უნდა მოვახერხოთ, მათთან შეღწევა შეუძლებელია.

–სულაც არაა შეუძლებელი, თავს დღისით დავესხმებით, ამ დროს უძლურები არიან, მე შემიძლია მათ ბუნაგში შეგიყვანოთ, ასე თეჰიონის დაჭერასაც შევძლებთ.

Shadow World || დასრულებული ✔️Where stories live. Discover now