-24-

273 29 1
                                    

როცა ჰინატამ დამინახა, როგორ შევედი ოთახში ჩემსკენ გამოიხედა, ამ დროს დავინახე მისი ნამტირალევი და დასიებული თვალები, საშინლად გაბრაზებული წამოვიდა ჩემსკენ და სახეში გამარტყა. 

–მოგწონს რაც გააკეთე?

–რა?...

–შეხედე შენ გამო რა მდგომარებოაშია, ის სიკვდილის პირასაა.

–ეს მე არ გამიკეთებია, მე მათ ვუთხარი ჯიმინს არ შეხებოდნენ.

–ნახე სადამდე მიგიყვანა შურისძიების სურვილმა, რატომ აგებს ჯიმინი სხვისი შეცდომის გამო პასუხს?! იცოდე თუ ჯიმინს რამე დაემართება არ გაპატიებ.

–ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია!

–შენ თავზე ილაპარაკე. –ბნელი კუთხიდან მომესმა ნაცნობი ხმა, რომელიც ნელა მიახლოვდებოდა.

–ის აქ რას აკეთებს?

–თეჰიონმა მოიყვანა ჯიმინი, იმისთვის რომ გადაერჩინა.

–როცა შენ წახვედი, ვანმა ჩემ დასასჯელად ჯიმინს სარი გაუყარა, მისი ნატეხი შიგნით დარჩა და გულს ნელნელა უახლოვდება.

–შეუძლებელია, ამას ვანი არ გააკეთებდა.

–ის მის გამო კვდება იზაბელ, რატომ არ გესმის?

–არა... ეს ყველაფერი მოიგონე, რომ ვანი მივატოვო. ის ამას არ გააკეთებდა, იცოდა ჯიმინი ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო.

–შეხედე იზაბელ! შეხედე! შენი აზრით ეს მე გავაკეთე? ჯიმინს მე ვავნე? ამას შენ დასაბრუნებლადაც არ გავაკეთებდი, ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია.

–ამას სხვა ახსნა უნდა ჰქონდეს, მე ვანს ვენდობი.

–შენი ნდობა. –ირონიულად ჩაიცინა ჰინატამ. –შენ თეჰიონსაც მასე ენდობოდი, შეხედე ამან სადამდე მოგიყვანა. მოდი, შეხედე! შეხედე იზი! შენი აზრით ამას რა ახსნა უნდა ჰქონდეს, ჯიმინი ახლა სიკვდილს ებრძვის, თუ ის მოკვდება მე ვანს საკუთარი ხელით მოვკლავ. –ჰინატა ბოლო ხმაზე ყვიროდა, ასეთ მდგომარეობაში არასდროს მინახავს, სრულიად განადგურებული იყო, მასზე ჯიმინის ასეთ მდგომარეობაში ნახვამ ძალიან იმოქმედა, მაგრამ რა გასაკვირია ეს, ამან მეც კი დამაკარგვინა გონება. ჯონგუკმა ხელი შემომხვია და გარეთ გამიყვანა, როცა დაინახა რა მდგომარეობაში ვიყავი.

Shadow World || დასრულებული ✔️Where stories live. Discover now