-16-

313 31 3
                                    

შორს წასვლა არ მინდოდა ამიტომ სახლის უკან ბაღში დავჯექი. დიდხანს ვფიქრობდი იმ ყველაფერზე რაც ამ ბოლო დროს მოხდა, ერთადერთი რამ რაზეც მეფიქრებოდა თეჰიონის გახსენებისას ეს შურისძიება იყო, მინდოდა ისეთივე ტკივილი მიმეყენებინა მისთვის როგორიც თვითონ გადამატანინა.

–რაზე ფიქრობ?

–არაფერ მნიშვნელოვანზე.

–მისმინე შეიძლება ეს ჩემი საქმე არაა მაგრამ, ასეთი რა მოხდა თეჰიონთან რომ ჩემთანაც კი მოხვედი დახმარების სათხოვნელად.

–მართალი ხარ, ეს შენი საქმე არაა. –უკვე წასვლას ვაპირებდი, რომ ვანმა ხელი მომკიდა და შემაჩერა.

–შეგიძლია მენდო, დამიჯერე თუ მომიყვები თავს უკეთ  იგრძნობ.

–ნდობა... ეს სიტყა ჩემთვის უკვე აღარაფერს ნიშნავს.

–ერთი ადამიანის ღალატი არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მისნაირად მოგექცევა ერთი ადამიანის შეცდომის გამო ყველას ხაზს ნუ გადაუსვავ.

–არც ისეთი ადვილია ასე ადვილად ენდო სხვა ადამიანს, მას შემდეგ რაც გიღალატებენ.

–ვიცი.

–შენ წარმოდგენაც.

–დამიჯერე ვიცი ეს როგორი გრძნობაა, როგორია როცა შენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი ზურგში დანას გირტყავს. ყველაფერი აზრს კარგავს, გგონია რომ ვეღარავის ენდობი, გგონია რომ შენმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა. თითქოს ყველაფერი რაც აქამდე შენს ცხოვრებაში მოხდა უბრალო ფარსი იყო, მაგრამ დრო გავა და ამ ყველაფერს გადაიტან, მიხვდები რამდენად უმნიშვნელოა იმის გამო საკუთარი თავის დასჯა რაც თავს გადაგხდა.

–არ მგონია ამას ოდესმე შევეგუო.

–მაგრამ გადაიტან, იცი რა დაგეხმარება ამის გადალახვაში?

–რა?

–შურისძიება, იმისთვის რომ ეს გადაიტანო, იმ ადამიანს ვინც ეს დაგმართა სამაგიერო უნდა გადაუხადო, მასაც ისეთივე ტკივილი უნდა აგრძნობინო, რაც შენ გადაგატანინა.

Shadow World || დასრულებული ✔️Where stories live. Discover now