-9-

341 31 0
                                    

როგორც კი ოთახში შემოვიდა მაშინვე ვანს ეცა.
-მე გაგაფრთხილე რომ ჩემ საკუთრებას არ უნდა მიკარებოდი.
-ასე უფრთხილდები შენს საკუთრებას?
-მისგან თავი შორს დაიჭირე თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ, გულს ჩემი ხელით ამოგგლეჯ ,კერდიდან.- თეჰიონი მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა ხელი ძლიერად მომკიდა და გასასვლელისკენ მიმათრევდა, როცა ვანის ხმამ გაგვაჩერა.
-სამწუხაროდ ამის გაკეთება არ შემიძლია. - ვიცოდი ამ დიალოგს კარგი არაფერი მოყვებიდა , რადგან ზუსტად ვიცი ვანი ყველაფერს ერტყვის, ამიტომ თეჰიონს ვთხოვე იქიდან სასწრაფოდ წამოვსულიყავით.

რამდენიმე წუთში მასთან სახლში მივედით, თავის ოთახში შემიყვანა და კარი ჩაკეტა.
-ხანდახან მგონია რომ ამას სპეციალურად აკეთებ, იმისთვის რომ მე გამომიყვანო წყობიდან.
-სამყარო შენს გარშემო არ ტრიალებს კიმ თეჰიონ.
-მაშინ ეს რა იყო? - ბოლო ხმაზე ყვიროდა თეჰიონი. - გეკითხები, რა ჯანდაბას აკეთებდი იმ ნაბიჭვართან, მის სახლში.
-ეს შენ ვამპირებს უნდა კითხო.
-რა შუაშია ჩემი ვამპირები, და საერთოდ ნუ გადაგაქვს სხვა თემაზე საუბარი.
-ვანი რომ არა, ახლა უკვე მკვდარი ვიქნებოდი.
-და რატომ გგონია რომ ეს ჩემმა ხალხმა გააკეთა.
-იუნგი... მან ჩემი მოკვლა სცადა, ისიც მითხრა რომ ეს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა და რომ ეს შენ უბრძანე.
-ამის დედაც, ეგ ნაბიჭვარი. - თავისთვის ჩაიბურტყუნა თეჰიონმა შემდეგ კი მე მომიბრუნდა. - და შენც დაიჯერე რა თქმა უნდა რომ შენი მოკვლა ვცადე.
-მე ეს არ მითქვამს.
-მაგრამ არც უარყავი.
-რა თქმა უნდა არ დამიჯერებია, ნუთუ ეჭვი გეპარება იმაში, რომ მიყვარხარ, გენდობი და ის სისულელე, რომ დამეჯერებინა ახლა შენს გვერდით არ ვიქნებოდი. - თეჰიონი გამწარებული გავარდა გარეთ და ბოლო ხმაზე დაიწყო ყვირილი.
-ჯიმინ!... ჯიმინ!... ახლავე აქ მოდი.
-რა ჯანდაბაა თეჰიონ რა გაყვირებს?
-იუნგი სადაა?
-საქმეზე გავიდა, მალე დაბრუნდება.
-მაშინვე მნახოს როგორც კი მოვა.
-ამ ცირკის ყურებას აღარ ვაპირებ, სახლში მივდივარ.
-მარტო არ წახვიდე მე წაგიყვან იზი.
-არ მინდა ჯიმინ, საკუთარ თავს თავად მივხედავ.
-მაგრამ საშიშია, უკვე ძალიან გვიანია.
-არა...
-არაა საჭირო, მას უკვე ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც მიხედავს.
-ვერ ვხვდები აქ რა ხდება, მაგრამ მგონი ჯობია ილაპარაკოთ, სერიოზულად. - ჯიმინი ორივეს გაკვირვებული გვიყურებდა არ იცოდა რა ეთქვა და გარეთ გავიდა. მეც მას მივყევი მაგრამ თეჰიონმა გზად მომაძახა.
-ძალიან მაინტერესებს რა რეაქცია ექნება შენს ჰობის როცა შენი და მგლის ურთიერთობაზე გაიგებს.
-ღმერთო თეჰიონ, მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, შენ კი რაც გინდა ის იფიქრე ეს უკვე აღარ მაინტერესებს. არ ვაპირებ შენთვის ყოველ წუთს იმის მტკიცებას, როგორ მიყვარხარ.
-ეს არ გაუვა, პასუხს აგებს იმის გამო, რომ  შენთან ახლოს მოვიდა.
-ჯობდა ამაზე მაშინგეფიქრა როცა საკუთარი ხალხი შენივე წინააღმდეგ მიდიოდა.
-ამაზე მე ვიზრუნებ.
-კი ვხედავ როგორც ზრუნავ ამაზე.

თეჰიონ POV.

-მე გაგაფრთხილე, მას არ გაკარებოდი, გითხარი რომ ამას თავად მივხედავდი.
-უკვე ერთი კვირა გავიდა და შენ არაფრისთვის მიგიხედავს, რაც უფრო დიდხანს გაწელავ ამყველაფერს მით უფრო რთული იქნება მისი მოშორება.
-ამაზე მე ვიდარდებ.
-თუ რათქმაუნდა აპირებ მის მოკვლას.
-ჩემს საქმეში თუ კიდევ ერთხელ ჩაერევი, და თუ ჩემს წინააღმდეგ წახვალ, მოგკლავ.
-ის გოგო ყველასთვის პრობლემა გახდება, ამას ნახავ.

იზი POV.

თეჰიონისგან წამოსული სახლში წავედი იქ კი ჰობი და ჰინატა დამხვდნენ, ასევე ჯონგუკიც რომელიც ჯერ კიდევ ჩვენთან რჩებოდა. ვცადე მათთვის თავის არიდება მაგრამ ჰობიმ გამაჩერა.
-ვანს ველაპარაკე, იზაბელ.
-როგორი ახლო მეგობრები ყოფილხართ.
-ვიცი რომ ყველაფერი გითხრა.
-ხო, როგორც ჩანს არსებობს კიდევ ისეთი ადამიანი ვინც არაფერს მიმალავს.
-რას აპირებ?
-თუ იმ სულელურ შეთანხმებას გულისხმობ, არ ვაპირებ ამის გაკეთებას.
-არ გესმის ამ ყველაფრის სერიოზულობა იზაბელ.
-არა ეს შენ არ გესმის, სხვისი შეცდომის გამო მე ცხოვრებას არ დავინგრევ, საერთოდ ეს შეთანხმება აზრად ვის მოუვიდა თავში.
-ეს უბრალო შეთანხმება არაა, ეს წყევლაა, თქვენ მაგიამ დაგაკავშირათ და თუ რომელიმე ამას დაარღვევთ მაშინ მოკვდებით.
-და მამაჩემი? მასზე რატო მატყუებდით?
-ისიც ლანდმონადირე იყო შენსავით, მაგრამ ძალაუფლებისთვის დათმო საკუთარი პრინციპები და მაქციას აკბენინა. ის ჩვენი სამყაროდან გარიყეს.
-მშვენიერია, საერთოდ ვინმე არის ნორმალური ამ ოჯახში?

Shadow World || დასრულებული ✔️Where stories live. Discover now