-7-

369 31 1
                                    

იქიდან საშინელ მდგომარეობაში წამოვედი არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ თეჰიონი ამის გამკეთებელი იყო, მაგრამ ეს რთული იყო იმის შემდეგ რაც ცოტახნისწინ მის სახლში ვნახე. დიდხანს ასე უბრალოდ დავდიოდი ქუჩაში არ ვიცოდი სად წავსულიყავი. სახლში ძალიან გვიან მივედი, მთელი დღის უაზროდ ხეტიალის შემდეგ. მარტო ვიყავი ამიტომ ჩემს ოთახში ავედი, შუქი ჩავაქრე, საწოლზე დავწექი და ფიქრი დავიწყე, იმაზე ახლა რა იქნებოდა, როგორ უნდა გამეგრძელებინა იმ კაცის სიყვარული, მის გვერდით ყოფნა როცა ასეთი ცივსისხლიანი იყო. ფიქრებში ისე ვიყავი გართული ვერც კი შევამჩნიე როგორ შემოვიდა თეჰიონი ჩემს ოთახში და ჩემს გვერდით დაწვა საწოლზე.
-რაზე ხარ ასე ჩაფიქრებული?
-აქ რას აკეთებ?
-მომენატრე.
-ეს როდის მოასწარი?
-რა მონატრება?
-როდის გაეცი თავდასხმის ბრზანება?
-ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკები.
-მოდი მე შეგახსენებ, დღეს ჯონგუკი გაკვეთილზე ცუდად გახდა, როცა მაისური გავხადე მთელი სხეული დალურჯებებით ჰქონდა დაფარული.
- მაისური გახადე... დარწმუნებული ხარ რომ გაკვეთილების მეტი არაფერი ხდება, ასე დაახლოება როდის მოასწარით?
-იქიდან რაც მე გითხარი შენ მხოლოდ ეს გაიგე არა?
-მან კარგად იცოდა, რომ ჩემ საკუთრებას არ უნდა შეხებოდა.
-მე შენი საკუთრება არ ვარ... მე არავის საკუთრება არ ვარ თეჰიონ...
-რაც შეგეხება შენ, მე შენც გაგაფრთხილე მისგან თავი შორს დაგეჭირა, მაგრამ არ მომისმინე და ახლა ასე უბრალოდ მიყვები, როგორ უვლიდი ჯონგუკს როცა ცუდად გახდა. მაპატიე, მაგრამ ბევრჯერ გამოვხატე ჩემი აზრი შენს ურთიერთობაზე ჯონგკთან და ნებისმიერ კაცთან, შენ კი ერთხელაც არ მომისმინე.
-მე შენ გითხარი რომ მასთან სიარულს არ შევწყვეტდი და ამას არც ახლა ვაპირებ, ასე რომ შეწყვიტე ის რასაც აკეთებ არ შევცვლი ჩემს გადაწყვეტილებას მხოლოდ იმიტომ რომ შენ ეს არ გსიამოვნებს. -თეჰიონმა გაბრაზებულმა შემომხედა და ზუსტად მაშინ როცა რაღაცის თქმა დააპირა, ქვემოდან ხმაური გავიგეთ.
-ვინმეს ელოდებოდი?
-არა, ალბათ ჰინატა მოვიდა, შენი წასვლის დროა.
-რატომ, არ გინდა შენ საწოლში მიპოვოს?
-ის მაინც და მაინც შენი დიდი თაყვანისმცემელი არაა. -საწოლიდან წამოვდექით და ქვემოთ ჩავედით. იქ კი ჰინატა და ჯონგუკი დაგვხვდნენ. თეჰიონი ჯონგუკის დანახვაზე გაქვავდა, ისინი ერთმანეთს ისე უყურებდნენ მეგონა მალე ერთმანეთს დახოცავდნენ.
-ის აქ რას აკეთებს იზი?
-მეც გამიხარდა შენი გაცნობა. -თეჰიონმა ირონიულად გახედა ჰინატას, მან კი ისე შეხედა აშკარად მისი მოკვლა უნდოდა.
-თავს როგორ გრძნობ გუკ?
-ხო ჯონგუკ. როგორ ხარ?
-წადი შენი თეჰიონ.
-შეწყვიტე! -გაბრაზებულმა გადავხედე თეჰიონს.
-კარგად ვარ ზი, ჭრილობები შემიხორცდა ჰინატას წყალობით. -თეჰიონმა მე შემომხედა და ცინიკურად ჩაილაპარაკა
-ზი..
-თავს თუ ასე კარგად გრძნობ მაშინ აქ რას აკეთებ?
-ის მე მოვიყვანე, არ მინდოდა მარტო დამეტოვებინა, რა იცი იქნებ რომელიღაც იდიოტს თავში აზრად კიდევ მოუვიდეს მისთვის რამის დაშავება.
-ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება ჰინატა იცი? -თეჰიონმა ჯერ მე შემომხედა შემდეგ კი ჯონგუკს გახედა. -ეს განსაკუთრებით იმათ ემართებათ ვინც სხვის საკუთრებას ეხება.
-მოდი ახლა მე გაჩვენებ რა ემართებათ მათ ვინც ჩემს ახლობლებს ხელს დააკარებს. -ჰინატა მზად იყო თეჰიონს თავს დასხმოდა და მისკენ გაიწია კიდეც მაგრამ ჯონგუკმა გააჩერა.
-შეწყვიტეთ! უკვე დამღალა თქვენმა კინკლაობამ.
-შენი არ მესმის იზი, ჯერ კიდევ მასთან როგორ ხარ მას შემდეგ რაც ჯონგუკს გაუკეთა?
-ხომ არ გავიწყდება ჰინატა, რომ შენი ბიჭიც ერთ-ერთი ჩვენგანია, თუ გგონია, რომ შენი და ჯიმინის პატარა რომანზე არაფერი ვიცი, ძალიან ცდები. 
-ის აქ რა ჯანდაბას აკეთებს? -ნაცნობი ხმა გავიგე, რომელიც გასასვლელის მხრიდან მოდიოდა და ყველამ იქით გაიხედა.
-ჰობი, როდის დაბრუნდი?
-ახლახანს და არც ისე სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა სახლში.
-ის უკვე წასვლას აპირებდა. -ერთმნიშვნელოვნად გადავხედე თეჰიონს და ვანიშნე რომ წასულიყო.
-იცი რა, მგონი ცოტახანს კიდევ დავრჩები.
-ახლა ამის დრო არაა თეჰიონ.
-....
-თე. -ჩემს ხმაზე თეჰიონმა მზერა ჩემზე გადმოიტანა.
-კარგი წავალ, მაგრამ ამას შენს გამო ვაკეთებ პატარავ. - ხელით თავისკენ მიმიზიდა და ვნებიანად მაკოცა. ამ დროს ჰობის გამომეტყველება ნამდვილად დაუვიწყარი იყო, როცა თეჰიონი უკვე უნდა გასულიყო კარიდან უკან მობრუნდა და მითხრა:
-იცი იქნებ ცოტახანს კიდე გავჩერდე, მერე კი ჯონგუკთან ერთად წავალ და თან სახლში მივიყვან.
-ნუ ბავშვობ თე... - როგორც ჩანს ჰინატამ ჩვენი საუბარი გაიგო და თეჰიონს გამოსძახა.
-ჯონგუკი დღეს აქ რჩება, შეგიძლია მშვიდად წახვიდე სახლში, მასზე ნუ ნერვიულობ. - ირონიულად გაუღიმა თეჰიონს და ოთახში შევიდა.
-მშვენიერია, თუ მას შეუძლია აქ დარჩენა ამას მე რატომ ვერ შევძლებ?

-ამას სერიოზულად მეკითხები? - გაბრაზებულმა კარი გაიჯახუნა და გავიდა. მე კი ოთახში დავბრუნდი დანარჩენებთან, როცა ოთახში შევედი ჰობი და ჰინატა ისე მიყურებდნენ მალე ბრაზისგან ალბათ გასკდებოდნენ. ვიფიქრე ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი მათთვის თავის არიდება იქნებოდა ამიტომ ოთახში წასვლა დავაპირე მაგრამ ჰობის გაბრაზებულმა ხმამ გამაჩერა. 

-იზაბელ! ახლავე მობრუნდი.
-ამჯერად რა მოხდა ჰობი?
-შენ რა სულელი ხარ? ხომ გაგაფრთხილე მისგან თავი შორს დაგეჭირა, შენ კი ყველაფერს უკუღმა აკეთებ.
-არ ვაპირებ სხვებს დავემორჩილო, ვიცი როგორიცაა მაგრამ მე ის ასეთი მივიღე.
-იმაზე რას იტყვი რაც გუკს გაუკეთა იზი?
-ჰინატა ძალიან გთხოვ თავიდან არ დაიწყო.
-არ მესმის აქამდე როგორ დაეცი იზაბელ.
-მე დავეცი? თქვენ მთელი ცხოვრება მიმალავდით სიმართლეს.
-მე დედ...
-არ თქვა რომ ეს დედაჩემის გამო გააკეთე, მთელი ჩემი ცხოვრება უბრალოდ დიდი ტყუილი აღმოჩნდა, ყველა მატყუებდა ვისაც კი ვენდობოდი. ასე რომ არ ვაპირებ თქვენი რჩევების მოსმენას. - ოთახიდან მაშინვე გავედი და მეორე სართულზე ჩემი ოთახისკენ წავედი, გზაში კი ჰობის ხმა დამეწია.
-ინანებ, რომ ასე ადვილად ენდე.

Shadow World || დასრულებული ✔️Where stories live. Discover now