-10-

383 30 5
                                    

ჩემს ოთახში მარტო ვიჯექი და ვფიქრობდი იმაზე რაც ვანმა მითხრა, რა მოხდება თუ ეს ყველაფერი მართალია და მომიწევს ამ შეთანხმებას შევეგუო. 

ერთი კვირის შემდეგ

მთელი კვირა გავიდა და თეჰიონი ჯერ კიდევ არ დამკონტაქტებია. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, ყოველდღე ერთი და იგივე მეორდებოდა. ამ ყველაფერს ის კიდევ უფრო ამძიმებდა რომ თეჰიონი არც კი გამოჩენილა მას შემდეგ რაც იუნგიმ ჩემი მოკვლა სცადა.

–სახლში ჯდომას როდემდე აპირებ იზ?

–არ ვარ გარეთ გასვლის ხასიათზე ჰინატა.

–კარგი რა, ვერ ხედავ ყველაფერი დალაგდა მას შემდეგ, რაც ის ვამპირი ჩვენი ცხოვრებიდან გაქრა.

–თავიდან არ დაიწყო.

–კარგი, წამოდი მე და გუკი კლუბში მივდივართ, ცოტას გაერთობი.

–არ მინდა. –ჰინატამ ხელი მომკიდა და ძალით წამომაყენა.

–მის გამო ნუ ჩაწვები.

–კარგი დაბლა დამელოდე და მალე ჩამოვალ. –რამდენიმე წუთში გავემზადე და მათთან ერთად წავედი.

მთელი ღამე კლუბში გავატარეთ, ვსვავდით, ვცეკვავდით, ვცდილობდი ყველაფერი დამევიწყებინა, რაც ამ დროის განმავლობაში თავს გადამხდა. მაგრამ, როგორც ჩანს თუ ერთხელ ამ სამყაროში შეხვალ იქიდან თავის დაღწევა შეუძლებელია. მოულოდნელად ჩემს ზურგს უკან თეჰიონი გაჩნდა.

–აქედან წასვლის დროა პატარავ, არც ისე კარგი დრო შეარჩიე გასართობად.

–უცნაურია, მეგონა უკვე დამივიწყე.

–მინიშნება გასაგებია, მაპატიე რომ დავიკარგე, მაგრამ ახლა მართლა უნდა წავიდეთ.

–მოშორდი მას თეჰიონ!

–მეც გამიხარდა შენი ნახვა ჯონგუკ, ჭრილობები როგორ გაქვს?

–იმდენად კარგად, რომ მზად ვარ მეორე რაუნდისთვის.

–მშვენიერია, რადგან როცა პირველად გაგაფრთხილე რომ ჩემ საკუთრებას არ უნდა მიკარებოდი ჭკუა ვერ ისწავლე.

Shadow World || დასრულებული ✔️Where stories live. Discover now