-5-

409 34 0
                                    

ჯონგუკისგან წამოსულები რამდენიმე წამში მის სახლში აღმოვჩნდით. იქაურობა ჩაბნელებული იყო, მხოლოდ ერთი საწოლი იდგა და დიდი სარკე კედელზე, ირონიულია არა? თუმცა მისნაირი ნარცისისგან არც გამკვირვებია, ალბათ ყოველდღე საკუთარი თავის ყურებით ტკბება. როგორც კი ოთახში აღმოვჩნდით მაშინვე საწოლზე დამაგდო ჩემს ზემოდან მოექცა და ხელები თავს ზემოთ დამიჭირა.

-მე შენ გაგაფრთხილე.

-რა? რას გულისხმობ? ხელი გამიშვი თეჰიონ.

-არ მიყვარს როცა იმას ეხებიან რაც ჩემია, შენ კი მე მეკუთვნი.

-ღმერთო თეჰიონ ნუ სულელობ, მომშორდი.

-რატომ? მაშინ არ გქონია ასეთი რეაქცია როცა ის გეხებოდა, რატომ ჯონგუკს არ უთხარი შეგშვებოდა როცა შენი ხელი ეჭირა. იზი შენ ჩემი ხარ გესმის? ჩემი...

-შენი? ზედმეტად თავდაჯერებული ხარ, მე მისი დახმარება მჭირდება თეჰიონ, ასე რომ, მოგიწევს შეეგუო, თავი ხელში აიყვანე.

-თავშეკავებულობა ჩემი საქმე არ არის.

-ეს შენი პრობლემაა და არა ჩემი, მოგიწევს შენი ჰორმონების გაკონტროლება.

-და ამით რა ჯანდაბას გულისხმობ, შეგიძლია პირდაპირ მითხრა.

-მოგიწევს შეეგუო იმ ფაქტს, რომ მე მასთან ვივლი სავარჯიშოდ, ეს მჭირდება სხვის იმედზე ვერ ვიქნები ყოველთვის, ასე რომ, ნერვები მოთოკე.

-ამას არ გააკეთებ!

-ამასაც ვნახავთ.

-ნუ მეწინააღმდეგები, ისე მოიქცევი როგორც მე გეტყვი.

-შენ მე ვერაფერს მიბრძანებ.

-ვერ ვიტან როცა არ მემორჩილებიან. ამისთვის მომიწევს დაგსაჯო.

-რა მკაცრი ხარ.

-ოჰ, იზი შენ წარმოდგენაც არ გაქვს. -გრძელი ძლიერი თითებით ნიკაპს მიჭერს,მისი ტუჩები ჩემსას ეკვრის, გაუბედავად მისკენ ვიწევი, თუმცა მას ისე ვყავარ გაკავებული განძრევის საშუალებას არ მაძლევს. 

Shadow World || დასრულებული ✔️Where stories live. Discover now