-26-

481 33 10
                                    

ჯონგუკთან წავედი მაგრამ ის დარბაზში არ დამხვდა, ალბათ ისევ ჰინატას გვერდით იყო, მისი გასაღები ჯერ კიდე მქონდა და შიგნით შევედი, რომ დავლოდებოდი. ოთახში შევედი და მის საწოლზე დავწექი რომ დამესვენა, დღეს იმდენი რამ გადამხდა თავს არც კი ვიცოდი რომელი უფრო ცუდი იყო, ამ ყველაფერზე ვფიქრობდი და თავში მხოლოდ ერთი რამ მომდიოდა, რამდენად სულელი ვიყავი რომ კაცებს ვენდე. ჩემი გასულელების უფლება მივეცი, ხო ეს მართალია მე მივეცი ამის უფლება, ყველანაირად დავანახე ჩემი სისუსტე, რომელიც მათ ბოლოს ჩემ საწინააღმდეგოდ გამოიყენეს. ადამიანები რომელთაც ვენდე და ახლობლებლად ვენდე, ნამდვილი ნაბიჭვრები აღმოჩნდნენ, რომლებმაც უბრალოდ გამომიყენეს.

ფიქრებში გართულს ისე ჩამეძინა, რომ ვერც შევნიშნე, მალევე ხმაურმა გამაღვიძა, რომელიც გარედან მოდიოდა, ჩანთიდან ჩემი მახვილი ამოვიღე, რომელიც ყოველთვის თან დამქონდა და ოთახის კართან დავდექი, მესმოდა ფეხის ნაბიჯები რომელიც ნელნელა უახლოვდებოდა ოთახს და კარი გაიღო არც დავფიქრებულვარ ისე მოვიქნიე მახვილი, მაგრამ საბედნიეროდ სწრაფად დავინახე რომ ოთახში გუკი შემოვიდა და მოვახერხე მახვილის გაჩერება.

-აქ რას აკეთებ, გული გამისკდა.

-მე აქ ვცხოვრობ იზი. -მან ხელი ჩემი მახვილისკენ წამოიღო და ხელიდან გამომგლიჯა. -ამას უმისამართოდ ნუ იქნევ, განსაკუთრებით მაშინ როცა ნერვები ასეთ მდგომარეობაში გაქვს.

-ჩემ ნერვებს არაფერი სჭირს, უბრალოდ არ გელოდებოდი.

-ხო რა თქმა უნდა, ანუ ვანს ელაპარაკე.

-კი.

-და?!.

-არ მინდა ამაზე ლაპარაკი.

-ასეც ვიცოდი, ეს ვანმა გააკეთა.

-ხო ჯონგუკ, ეს ვანმა გააკეთა, მე კიდევ ერთხელ მომატყუეს.

-ვოუ.... დამშვიდდი, მე არაფერ შუაში ვარ.

-მაპატიე, უბრალოდ არ ვარ კარგად.

Shadow World || დასრულებული ✔️Where stories live. Discover now