-8-

349 32 0
                                    

თეჰიონი POV.

-არ ფიქრობ, რომ ეს საქმე ზედმეტად გაიწელა?

-იუნგი, ახლა ამის დრო არაა.

-აბა როდის ჯიმინ, დროა საქმეს მიხედოს და ის მონადირე მოიშოროს.

-ამას მაშინ გავაკეთებ როცა გადავწყვეტ.

-გრძნობებმა დაგაბრმავა, ვერ შეძლებ ამის გაკეთებას.

-შენ რა ჩემში ეჭვი გეპარება?

-ბიჭებო გაჩერდით! –ოთახში ჯინი და ჯუნი შემოვიდნენ.

-ამას მე გავაკეთებ, რადგან შენ გამბედაობა არ გყოფნის.

-მას თუ ხელს ახლებ თავს წაგაცლი, უკვე ვთქვი, რომ ამ საქმეს თავად მივხედავ.

-თეჰიონ, იუნგი მართალია მის მოშორებას თუ აპირებ ეს დროზე გააკეთე, ამით ყველას საფრთხეში გვაგდებ.

-ჯუნ, მან არაფერი იცის სულების ხმლის შესახებ.

-მაგრამ ჰოსოკმა იცის, მხოლოდ დროის ამბავია ის როდის გაიგებს ყველაფერს, თუ სულების ხმალს გააქტიურებს მთელს ლანდთა სამყაროს გაანადგურებს.

-ამას არ გააკეთებს.

-ზედმეტი რისკია, მოიშორე ის თორემ ამის გაკეთება ჩვენ მოგვიწევს.

ერთი  კვირის შემდეგ.

იზი POV.

ჯონგუკისგან სახლში ვბრუნდებოდი, უკვე გვიანი იყო ამიტომ სახლში ფეხით წასვლა მომიწია. მთელი გზა ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც დამყვებოდა, რამდენჯერმე გავიხედე უკან მაგრამ არავინ იყო, ამიტომ ვიფიქრე რომ მეჩვენებოდა და უბრალოდ გზას ვაგრძელებდი. როცა სახლს მივუახლოვდო უკნიდან ვიღაცის მოახლოება ვიგრძენი, მოულოდნელად თავს დამესხა, ხელში დანა ეჭირა და ჩემს მოკვლას ცდილობდა, შევეცადე შევწინააღმდეგებოდი მაგრამ საბოლოოდ მაინც მახეში მიმიწყვდია, უკვე მეგონა რომ ყველაფერი მორჩა და მომკლავდა, სახიდან ნიღაბი ჩამოიხსნა.

Shadow World || დასრულებული ✔️Där berättelser lever. Upptäck nu