თავი 1.

1.1K 35 2
                                    

წარბშეკრული შეჰყურებდა შემოსულ შეტყობინებას . გაორებულ გრძნობებს ვერაფერს უხერხებდა . დიდხანს არც უფიქრია . თანხმობა განუცხადა მეორე მხარეს და სახელოსნოდან აჩქარებული ნაბიჯით გამოვიდა . მის მანქანასთან მდგომ კაცზე თვალები აატრიალა და მშვიდად მიუახლოვდა .

-გამარჯობა აარონ - გაუღიმა და ანიშნა კარებს მოშორებოდა -მეჩქარება .

-ეველინ - მასაც გაეღიმა ქალის რეაქციაზე , აგიჟებდა მისი უარი , სურვილს უმძაფრებდა და გონებას ურევდა - დავიჯერო ჩემთვის დროს ვერ გამონახავ ? - ხელი ააყოლა ქალის მკლავს და მეტად მიუახლოვდა .

-ასეთი რთული გასააზრებელია ? -წარბები აწია და ხელიც გაინთავისუფლა .

-მხოლოდ ერთი პაემანი , მოგეწონება - ქალის სხეულს მიეყდრო და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა .

-მომეწონება - კვედა ტუჩს გამოსდო კბილები და მამაკაცის თვალებს დააკვირდა- იქნებ მომდევნო ჯერზე გაგიმართლოს - სახეზე ხელი მოუთათუნა და მკერდზე მიბჯენილი ხელით მოიშორა - შეხვედრამდე - გაუღიმა და მის ირონიულ სახეს ააყოლა თვალი . მანქანა დაძრა , შემოსულ ზარს უპასუხა და ხმამაღალ რეჟიმზე გადართო .

-ეველინ , მალე მოხვალ ?

-კი , გამოვედი უკვე . იზაბელას სძინავს ?

- გელოდება , ნუ ცდილობს მაინც - მეგობრის ჩაცინება გაიგონა რასაც კოცნის ხმაც მოყჰვა და გაეღიმა - თვალები ეხუჭება .

- გეჩქარება ?

- ნუუ ლიამი მელოდება ..

-წინასწარ ნუ კვნესი - გაეცინა კლერის ხმაზე - თავი დაიოკე , მალე მოვალ .

- რა საზიზღარი ხარ პროსტა ! პატარავ საერთოდ არ გგავს დედაშენი ..- აშკარად კიდევ აკოცა ბავშვს და მისი ტიტინიც გაიგო .

- ანუ რომ მოვალ არ დარჩები ? მე უფრო მჭირდები დღეს .

- ლიამი შენზე ეჭვიანობს იცი ?

ყოფილიWhere stories live. Discover now