თავი 14 .

393 18 15
                                    

- ძილისუდა - პატარა ტუჩები მიაკრა ლოყაზე დედას და მომღიმარ ჰარის გახედა - დე - სახეზე მოეფერა პატარა თითებით და დალურჯებებსაც აყვა - ტკივა ? - დიდი , ნაღვლიანი თვალები მიანათა მამას და რამდენიმე კოცნაც დაუტოვა მოსარჩენად . 

- გაუვლის პატარავ - საკუთარი თავის მიმართ გადაულახავი ზიზღის გამო , ხელის შეხებაც ვერ გაბედა . ჯერ კიდევ ზმანებაში მყოფ ცისფერებს შეხედა აშკარად რომ ასხივებდა ბედნიერებას და გულში ჩაღვრილმა სითბომ შვებასთან ერთად , ტკივილიც მოუტანა . 

- დედიკო - ბედნიერმა შესძახა ქალის გახელილ თვალებზე და გულმკერდზე მიეკრა დაუდევრად . ეველინის შეშმუშვნაზე წარბები შეკრა და ოდნავ დაბნეულმა შეხედა - ლა ხდება ? - ისეთი გამომეტყველებით იკითხა ღიმილი ვერ შეიკავა ევამ . 

- მოდი ჩემთან - ჰარიმ დაისვა მუცელზე და მათკენ წამოწეულ ქალს მხარზე მიაკრა ტუჩები , მისი სურნელი შეისუნთქა და იგრძნო როგორ გაუჭირდა მოშორება - ვერ გშორდები - ყელშიც მიაკრა ბაგეები და იზაბელას მოუსვენრობის გამო წარბშეკრულმა გახედა შვილს . 

- მეც მინდა კოცნა - ტუჩებგაბუტულმა თქვა და დაიმსახურა კიდეც ორივე მშობლისგან ამბორი . ჰარისგან გაქცეული ეშმაკური მზერით მობრუნდა და გაბრწყინებულმა გახედა ორივეს - დამიჭილეთ - კისკისით ამოთქვა და ეველინის წამოდგომა რომ დააფიქსირა ოთახიდან გაიქცა . 

საწოლზე მუხლებით დამდგარს , ჰარის ზედამ ძვლივს დაუფარა ბარძაყები და ვნებით მომზირალ თვალებთან ერთად , ფეხზე აცურებული ხელის აღქმისას ღიმილიც გაეპარა ტუჩის კუთხეში . მისკენ დახრილი , მარტივად მოექცა ზემოდან და ყელშიც მიაკრა ბაგეები . 

- დედა - იზაბელას ხმაზე ღიმილი გაუფართოვდა და მაცდური გამომეტყველებით მოაშორებინა ჰარის წელზე შემოხვეული ხელები . 

- უნდა დაგვიჭირო , ჰარი - ტუჩმოკვნეტილმა ამოთქვა და ნელა დაიწყო , გარეული ავაზასავით უკან დახევა . მის ნაბიჯებს ჰარიც მიჰყვა . იზაბელასკენ გაქცეული მოხერხებულად მოიქცია ხელებში და ზურგით აკრულს ლოყაზე მიაკრა ბაგეები , ცალი ხელი მკერდზეც მოუჭირა და ქალის ჟრუანტელზე თავადაც დაატყდა ვნების უცვლელი ტალღა . 

ყოფილიWhere stories live. Discover now