თავი 13 .

431 21 6
                                    

ისევ ლიფტის კართან იდგა , ამჯერად სახლში ბრუნდებოდა გრეიფუტების გარეშე და სუნთქვას აყოლებდა თითოეულ აკრძალულ ემოციას . 

მხრით ჰარის მხარს ეხებოდა და თინეიჯერი გოგოსავით უჩქარდებოდა აღელვებულს გული . 

სიჩუმეს არცერთი არღვევდა . 

თითქოს , ორივე საკუთარ ფიქრებში გაჭედილიყო და ამას ჰარის მკლავებში მოქცეული ჩაძინებული იზაბელაც უწყობდა ხელს . 

- როდის ვილაპარაკებთ , ევა ?

- რაზე ? - ვითომ არაფერიო ისე გახედა და ლიფტში შევიდა . 

- იმაზე რაც მითხარი . 

- რისი მოსმენა გინდა ? - ნერვებმოშლილმა რამდენჯერმე დააჭირა ღილაკს ხელი და ლიფტის დახურვაც შეყოვნდა . 

- რაც უკვე მითხარი . 

- არ იცი რომ მიყვარხარ ? ჩემი შვილის მამა ხარ სხვა თუ არაფერი - ჯიუტად იყურებოდა ღია სივრცისკენ . სებასტიანის გამოსახულება რომ დალანდა მუხლებში სისუსტეც იგრძნო ჰარის მოსალოდნელი რეაქციის გამო . 

- ევა , შემომხედე - ნაზად მოკიდა ლოყაზე ხელები და მისკენ გაახედინა . რაღაც პანიკის მაგვარი რომ დაინახა თავიდან გაუკრვიდა , მაგრამ შემდეგ ლიფტში შემოსულმა პიროვნებამ მაშინვე აპოვნინა ახსნა , მთელი სხეული დაეჭიმა და ეჭვიანობას რომელიც მთელ გულს უღრნიდა ვერაფერი მოუხერხა . 

- გამარჯობა - აშკარად დაიბნა ჰარის დანახვისას სებასტიანი , მაგრამ ირონია არ დაუკარგავს. ლიფტის ღილაკს მიაჭირა ხელი . ეტყობოდა კიდეც , როგორ ართობდა შექმნილი სიტუაცია  - როგორ ხარ ეველინ?

- გამარჯობა - ლოყებაწითლებულმა გახედა , დაჟინებულ მზერას გრძნობდა რაც მთელს სხეულს უღელვებდა - კარგად , შენ როგორ ხარ ?

- კარგად ..საყვარელია - ბავშვზე მიუთითა ევას და მტრულად მომზირალ ჰარის გახედა . მის მზერაზე ჩაიცინა - ცუდად დავიწყეთ .

ყოფილიWhere stories live. Discover now