ხელებით დაეყრდნო რკინის ზედაპირს. გრილი ნიავი სხეულზე ესიამოვმა და გაუცნობიერებლად გადააგდო თავი უკან . ტუჩებზე შერჩენილი ლაიმის წვეთები ნელა გაილოკა და თვალები დახუჭა .
- ამის დედაც .. - ოდნავ ამოიღრინა ჰარიმ და მისკენ მიიზიდა . უხეშად აამოძრავა მ...
ცივმა შხაპმა გამოაფხიზლა . ამ დროის განმავლობაში მომზადებულ დას შეავლო თვალი . ზედმეტად სექსუალურადაც კი ეჩვენა . აშკარა იყო ორსულობას უკვე დაეტყო კვალი და საგრძნობლად შეეცვალა ხასიათი . - ვაუ .. სიტყვები ზედმეტია , საოცრად გამოიყურები პატარავ .. - მადლობა - მორცხვად შეეფარკლა ლოყები და სარკეში თვალი ვერცხლისფერ კაბაში გამომწყვდეულ სხეულს შეავლო.
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
არ ელამაზებოდა . სხვა სიტუაციაში ალბათ ასე არც მოიქცეოდა. მაგრამ ახლა თითქოს რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა და ნერვები ეშლებოდა . სურვილს ვერ უმკლავდებოდა . უკვე მესამედ აიგნორებდა ნაილის ზარს და იქვე დადებულ გრეიფრუტს წარმოსახვითი სიმშვიდით მიირთმევდა . - გისმენ - წამსვე უპასუხა კლერს და მის მოჭუტულ თვალებზე გაიკეკლუცა . - ჩემს ორიენტაციაში ეჭვი შემაქვს პატარავ .. - მის კომპლიმენტზე ვერ შეკავებილი სიცილით მეტი მომხიბვლელობაც შეიტანა მის გარეგნობაში - არ გინდა ნაილს დაშორდე და ჩვენ ვიქორწინოთ ? -წარბები აუთამაშა სასაცილოდ და მალევე მისწვდა ლიამის ბრაზით სავსე ხმა მათ სმენას . - სერიოზულად? - სიბრაზისგან , ოდნავ აწითლებული ლოყებით და შეკრული წარბებით შეჰყურებდა ორივეს . სიცილი ვერ შეიკავეს მის ტონზე და გამომეტყველებაზე. იმდენად საყვარელი იყო , ვერ მოითმინა კლერმა მსუბუქი კოცნა დაუტოვა ტუჩის კუთხეში . მის სახეზე გაპარული ღიმილიც შეამჩნია და მეორედაც აკოცა . - ოჰო ანინე - მოწონების ნიშნად ცერები აუწია და სველი კოცნა დაუტოვა ყელში კლერს . მის შეწითლებულ ლოყებზე გაეღიმა და კალთაში ჩამჯდარს მუცელზე შემოხვია ნაზად ხელი . - სადმე მიდიხარ ? - ჰარიმ კლუბში დაგვპატიჟა , ბრიას ჩვენი გაცნობა უნდა .. - ცერემონიულად გამოაცხადა და ამჯერად მარწყვის დაგემოვმებას შეუდგა . - ამას ახლა უნდა ვიგებდე? - წამსვე წამოენთო და დანანებით გადააქნია თავი - ის რას აკეთებს ? გამოფხიზლდა ? - ნუ კი .. თამ მეც იქ ვიქნები , არ ინერვიულო . სოფი და ზეინიც მოდის - ნაილის შემოსულ ზარს წარბშეკრულმა დახედა და ამჯერად მოურიდებლად გათიშა - აი მოვიდა - აშკარა აღფრთოვანება იგრძნობოდა ანინეს ხმაში . - დამანახე , დამანახე - პატარა ბავშვივით წამოიყვირა და ლიამის ბარძაყზე მოჭერილ ხელზე გაეცინა - ჯანდაბა , აშკარად გინდა მეორე ბავშვის მოსწრება ქორწილამდე .. - ზედმეტია ? - ზედმეტად იდეალურია .. - გაუცნობიერებლად წამოიძახა ანინემ და მის შემყურეს აღფრთოგანებისგან გული აუჩქარდა . - დავმუნჯდი .. - არი რა .. - ლიამის სიტყვებზე სიცილი აუტყდათ . არადა აშკარად იდეალურად იყო თეთრ კანზე მუქი წითელი კაბა შერწყმული . სხეულის თითოეულ კონტურს გამოკვეთდა და ფართო გასაქანს აძლევდა ფანტაზიას .