თავი 10 .

420 22 4
                                    

მკერდ შორის წვას გრძნობდა , აკაკნკალებულ სხეულს ვერ იმშვიდებდა და ჯერ ისევ აღიქვამდა კანზე მის მშვიდ , აუღელვებელ სუნთქვას , კმაყოფილების ნაპერწკლები აშკარად რომ დაჰყვებოდნენ . 

აღიზიანებდა , საოცრად აღიზიანებდა და ანადგურებდა საკუთარი უსუსურობა . 

მზერა , მისი მოწესრიგებით გართულს გაუსწორა . ჭრილობა ღრმა არ იყო , მაგრამ რაღაც საოცარ ტკივილს დაეუბუდებინა სხეულში და ზპაზმივით უვლიდა დროდადრო . 

- პოლიციაში უნდა განაცხადო .. - საბოლოო შტრიხი შემატა და ზედის გადახსნილი ნაწილები შეუერთა სხეულის გარკვეულ წილად დასაფარად . 

- ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ექიმი იყავი .. - ბინტების და ბამბის შეგროვებით გართულს დააკვირდა . 

- პირველი არ ხარ ვინც მეუბნება - თვალისმომჭრელად გაუღიმა და ევამაც იგრძნო როგორ აუჩქარდა აღელვებისგან გული . 

- არც მდომებია .. - გვერდით რომ ჩამოუჯდა ოდნავ უხერხულად შეიშმუშნა და კიდისკენ ჩაიჩოჩა . 

- ხომ ხვდები რომ უნდა განაცხადო ? იმ შენს კულულასაც დავურეკოთ .. 

- აზრი არ აქვს .. ვიღაც გამვლელი იყო , უბრალოდ ხელში შევრჩი ... არ ვიცოდი აქ თუ ცხოვრობდი - მშვიდად თქვა ძვლივს შეკოწიწებული სიტყვები და მოწოლილ გრძნობებს ისევ გაექცა . 

- კარგი , იყოს როგორც ამბობ.  - ეჭვით შეათვალიერა -  ყავას გაგიკეთებ , და ჰო ერთი კვირაა რაც გამოდმოვედი , შენი ვნებიანი კოცნის ბრალი არაა - ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ დაიძრა .

-მადლობა უნდა გადამეხადა , მაგრამ ბოლო წინადადებამ ნერვები მომიშალა .. თუმცა სინდისი მაინც არ მომცემს მოსვენების საშუალებას ამიტომ მადლობა 

- როგორ დაიბენი - ოდნავ ჩაიცინა და გახედა - სხვა აუცილებლად გამოვიდოდა ეველინ  და დაგეხმარებოდა .. მისას ვერ გაიტანდა , არ დაგიმსახურებია .. 

ყოფილიWhere stories live. Discover now