თავი 11 .

421 17 5
                                    

- ახლა გავგიჟდები !

- ცოტა ხმადაბლა , ხანდახან გავიწყდება მემგონი რომ პაპარაცები მითვალთვალებენ - სადარბაზოში შეატარა და წამიერი შიშიც იგრძნო .გაუაზრებლად მოუჭირა ხელები ჩაძინებულ იზაბელას და მეტად მიიკრა მკერდზე.  კლერის ხმამ გამოაფხიზლა და უსიამოვნო ემოციებიც განდევნა . 

- დიდი ბოდიში , დამავიწყდა შენს ნახატებს რომ ეთაყვანებიან ! ნეტა იცოდნენ ასეთი უჭკუა რომ ხარ წამში შეიცვლიდნენ წარმოდგენას . 

- გეყოფა! გაეღვიძება და ცოდოა . 

- რა მეყოფა რა ? შენს გარდა სხვა ვერავინ მოიფიქრებდა ყოფილის საცოლისთვის კაბის შერჩევას ! და ჩუმად ვჩხუბობ ვერ მიყურებ ?

- რომ გიყურებ მაგიტომ გეუბნები და თვითონ შემომთავაზა . ამ ფაქტს ნუ ტოვებ . 

- შენც კარგად მიუსკუპრდი ყავის ჭიქით ხელში !

- ჩაის ..- ჩასწორების გამო კლერის აჭარხალებულ სახეზე სიცილი ძვლივს შეიკავა . შეშმუშნულ იზაბელას დახედა , წარბებებშეკრული ნელა რომ ახამხამებდა თვალებს . 

- ღმერთო , რა შევცოდეთ ასეთი ? ისიც ბოროტი , გიპოვა სულელი და გიყენებს . ასე უნდა მტრის ახლოს ყოფნა ! ქალზე ეშმაკი ჯერ არაფერი დაბადებულა - სასაცილოდ იქნევდა თავს და აშკარად არ ადარდება არაფერი - კიდევ კარგი ბანერებიანი წარწერებით რომ არ გააცილე ორივე !

- მგონი ჯობია დამშვიდდე - ფეხის ხმა რომ მისწვდა მის სმენას ოდნავ დაიძაბა და მოუხერხებლად წაიღო ჩანთისკენ ხელი . სებასტიანი რომ დაინახა მოეშვა და ლიფტიც იმ წამს ჩამოვიდა დაბარებულივით . ნელა მიაკრა გამოღვიძებულ შვილს ტუჩები . 

- დედა ..- ხელები შემოხვია და მეტად მიეკრო დაბნეული . 

- გამარჯობა - მისი მომნუსხველი ღიმილით გაუღიმა ორივეს და ნამდვილად მოახერხა კლერის გაჩუმება . 

- გამარჯობა , როგორ ხარ ? - გაუღიმა და ლიფტში შევიდა . იზაბელას მტრულ მზერაზე გაეღიმა . 

ყოფილიWhere stories live. Discover now