თავი 7 .

469 18 6
                                    

- კარგი , კარგი .. - საცვალს რომ შეეხო ხელებით დანიელი და თავისივე ინიციატივით გაუხახუნა ტუჩები მისას . 

- ჯანდაბა , ვიცოდი რომ მარტივი იყავი , მაგრამ ეს თამაშიც ძალიან მომეწონა - წელზე შეცურებული ხელით მის კალთაში გადაიჯინა და მენჯებზე ჩავლებული ხელებით რამდენიმე მოძრაობა გააკეთებინა . 

- აჰჰ -ქალის კვნესაზე გმინვა ვერ შეიკავა და ქვედა ნაწილი მეტად მიაბჯინა მისას . ხელები ზურგზე აუცურა და კაბის შესაკრავს დასწვდა გასახსნელად . თმებში შეცურებული ხელით თავი  გადააწევინა უკან ევამ და ტუჩმოკვნეტილი ჩააშტერდა თვალებში გაკვირვებულს . 

- ჯანდაბა , რა ლამაზი ხარ - ზურგისკენ წაწეული ხელი სახეზე გადმოიტანა და ჩამოშლილი თმები გადაუწია სახიდან - ვერ წარმოიდგენ როგორ მინდიხარ - საჯდომზე მოუჭირა თითები და სიამოვნებისგან დაიკვნესა - ისე გეხებოდა .. ცეკვისას .. იმდენი გარყვნილი აზრი მიტრიალებდა - ყელზე აუცურა ტუჩები და ვნებიანად აკოცა , მკერდის ღართანაც მიაკრა ბაგეები აკანკალებულს . 

- დანიელ .. - ოდნავ ჩახლეჩილი ხმით ამოთქვა და თვალები გაუსწორა . 

- რაო პატარავ ვეღარ ითმენ ? - ირონიულად ახედა და კაბის შიგნით შეუცურა თითები საცვლის გასახდელად . 

- მინდა რომ მოვემზადო .. ჯანდაბა , ეს ისეთი მოულოდნელი იყო - ყბის ზოლზე გააყოლა თითები და ბოლოს ქვედა ტუჩზეც გადაატარა - რამდენიმე წუთი მომეცი - სწრაფად აკოცა ტუჩის კუთხესთან  , მისი დაბნეულობით ისარგებლა და  სკამზე დაბრუნდა . ხელში მოქცეულ ჩანთაში ინტერესით დაიწყო ნივთების თვალიერება . 

- მოვწევ და მოვალ - ვნებით შეათვალიერა ქალი და მანქანიდან გადავიდა . რამდენიმე ნაბიჯში მდგომს გახედა მოშტერებით რომ უყურებდა და სარკეში დაიწყო მაკიაჟის შესწორება . ტუჩსაცხი დიდი მონდომებით შეისწორა და სპეციალურად დავარდნილი თავსახურის ასაღებად დაიხარა . აღებისას ჩამკეტ ღილაკსაც დააჭირა თითი და მძღოლის სავარძელში მოთავსდა სწრაფად . 

ყოფილიWhere stories live. Discover now