თავი 3.

508 25 0
                                    

გულაჩქარებული , მთელი მონდომებით ცდილობდა ჩასჭიდებოდა საღ აზრს და თავი ეკონტროლებინა . " ცოლი მოჰყავს " გაბმული ზარივით გაჰკიოდა გონება და არაფრით აძლევდა გრძნობებს გაბატონების უფლებას . 

თამბაქოს სუნთან ერთად თავს დატყდომილი ჰარის ოდეკოლონის მძაფრი არომატი გონებას ურევდა , არც მისი სიახლოვით გამოწვეული აფორიაქება ეთმობოდა . 

გულის სიღრმეში არც უნდოდა დათმობა . 

მაშინ , როცა ასე ახლოს იყო მონატრებულთან და სანატრეთან ვერც ხვდებოდა როგორ უნდა ეკრა ხელი , მაგრამ რეალობა მკევეთრად იჭრებოდა მის გონებაში .

- ალბათ , იმიტომ რომ პირველიც არასწორად გამოვიყენეთ ! - მკერდზე მიაბჯინა ხელები და მათ შორის მანძილი გაზარდა - მომშორდი და მორჩი გართობას !

- უპასუხოდ განხორციელებული მოქმედებები უფრო მომეწონებოდა , ამ მაგიდაზეც არ იქნებოდა ურიგო - წარბები აუწია უკვე საპირისპიროდ მდგომს და ხელებით დაეყრდნო დაეყრდნო დახლს . 

- სახლში რომ წახვალ საცოლე დაგეხმარება ფანტაზიების ხორცხშესხმაში ! გული არ გაიტეხო ! - მხარზე დაკრა ხელი და მაცივრიდან წვენი გამოღო . 

- ჰო , ფანტაზიებს არ უჩივის .. - წარბშეკრულს დააკვირდა და ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეებში - არც შენ უჩიოდი ისე , გამოგადგა გაკვეთილები ? 

- ჰარი რა გინდა ? რა დაგემართა ასე ორ წამში ? - მუშტები შეკრა და ძვლივს შეიკავა თავი. გრძნობდა როგორ კარგავდა კონტროლს და მასზე აყოლა სად მიიყვანდა ვერ ხვდებოდა. 

- როგორი დაძაბული ხარ პატარავ ? გინდა დაგეხმარო ?

- ღმერთო , დამეხმარე რომ არ მოვკლა ! - ღრმად ჩაისუნთქა მაგრამ არ უშველა , ბოლოს ვერც გააცნობიერა ისე აჰყვა თამაშში სიბრაზის გამო , სამაგიეროს გადასახდელად - ჰო ჰარი , შენს საცოლესაც დავურეკოთ ვიდეოზარით და კარგად ვასწავლოთ გაკვეთილი მომავალი მეცადინეობისთვის ! 

ყოფილიWhere stories live. Discover now