თავი 9 .

446 22 0
                                    

- არ მეგონა თუ მოხვიდოდი ..

- მე კიდევ დარწმუნებული ვიყავი , რომ მელოდებოდი - თბილად გაუღიმა და ჩაის ჭიქას მოხვია გაყინული მტევნები . 

- ჰარიმ გითხრა  ? - უცნაურად შეათვალიერა სკეპტიკურად განწყობილმა . 

- ჰარის რატომ უნდა ეთქვა ? - წარბები შეკრა გაურკვევლად მყოფმა - მე ისედაც მინდოდა შენთან ლაპარაკი , მინდა რომ გიცნობდე , მართლა - ისევ გაუღიმა , მაგრამ მეორე მხარის ირონიულ დამოკიდებულებაზე ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა . 

- ცოტა მეცინება იცი ? ამის საშუალება გუშინაც გქონდა .. 

- ერთმანეთის დადანაშაულებას ყოველთვის შევძლებთ , მეც შევძლებ თავის გამართლებას , უბრალოდ მართლა მინდა თავიდან დავიწყოთ ..

- ანუ რამდენჯერაც შეცდომას დაუშვებ უბრალოდ მოხვალ და უნდა გაგიღიმო ? მგონი , ვერ ხვდები ვინ ვარ იცი - ირონიულად გაეცინა და კარადიდან ჭიქები გამოიღო ღვინისთვის . 

- რა თქმა უნდა , სხვა დამოკიდებულებას არც ველოდი .. რაში მადანაშაულებ , შენს თვალში რა გავაკეთე არასწორად ? - თვალებით გაბურღა და ნერვებმაც უმტყუნა . ყელში აწვებოდა ემოციები და თავსაც სუსტად გრძნობდა გუშინდელი დღის გამო . რეალურად იმასაც ვერ ხვდებოდა აქ მოსვლა როგორ შეძლო . შემდეგ , გონებამ სინდისი შეუღვიძა , კოცნის გახსენებისას დანაშაული ერთიანად მოაწვა ყელში და სათქმელი სიტყვები ჩაყლაპა . 

- მგონი შეხსენება არც გჭირდება ევა - სახელი განსაკუთრებით გამოკვეთა და დანამული ტუჩები ენით შეიწმინდა . 

- ღმერთო , ასეთი რა დავაშავე - სახეზე ჩამოისვა ხელები და ჟაკეტის ბოლოების მკლავზე ჩამოცურების გამო დაჟინებული მზერაც იგრძნო - არ ვიცი რა გითრხა დანიელმა , მაგრამ იმაში ვერ დამადანაშაულებ რომ ყვირილის მაგივრად სხვა რამ მოვიფიქრე თავის დასაცავად ! ჰარის არ გართმევ , ამას არასოდეს ვიზამ . მინდა რომ ბედნიერი იყოს , ორივე იყოთ ,  იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ ...როგორ მიყურებ - გაეცინა  , მაგრამ გაჩერება არც უფიქრია -  ახლა ყველაფერი სხვანაირადაა,
აღარც ბავშვია მთვრალი რომ დაქორწინდეს ვეგასში ვინმეზე და ახალგაზრდობით გაამართლოს შეცდომები .
ახლა ჩამოყალიბებული კაცია , იცის რა უნდა და იმდენად ეძვირფასები ეშინია რამე არასწორი არ გააკეთოს . ამის თქმა მე არ უნდა მჭირდებოდეს , არც იმის შიშიც შენი სიყვარულისგან რომ აქვს გამოწვეული.  ყველაფერს განსხვავებულად აღიქვამს , განსაკუთრებულად და მეტად სასურველად.  ასე , ამ მხრივ მისთვისაც პირველია ყველაფერი და შენ კიდევ საეჭვიანო მიზეზი არ გაქვს . მითუმეტეს ჩემზე და ჰარიზე , ჩვენ  ბელას გარდა არაფერი გვაკავშირებს .. მისთვის მე მეტი ღირებულება არ მაქვს .. იზაბელა კიდევ ჰარის ნაწილია და მთელი ჩემი სამყარო  . შენც აჩუქებ მომავალში შვილებს და არც მინდა რომელიმე მათთვის ბოროტი დედინაცვალი ვიყოთ . 

ყოფილიWhere stories live. Discover now