თავი 16 .

348 19 11
                                    

- სულ შენთან იძინებს ? - დედის გულმკერდზე მოკალათებულ ქალიშვილს დააკვირდა და ნაზად მიმაკრა ბაგეები შუბლზე . შვილისა და დედის სურნელის საოცარმა ნაზავმა გული აუჩქარა და ბედნიერებით აავსო . ტუჩებგაბუშტულს , მთელი სითბოთი ჩამოატარა თმებზე ფალანგები და აბრჭყვიალებული თვალებით მომზირალ ევას შეხედა . სიბნელის მიუხედავად , მის თვალებში შეკრებილი ვარსკვლავები მაინც ანათებდნენ არემარეს .

- ჰო , სულ აქ იძინებს - მაჯაზე მიაკრა ტუჩები ჰარის და მის მწვანეებში ჩაიკარგა .

- ანუ ოთახი ტყუილად მოვაწყეთ მაშინ ...- ძველი დროის გახსენებაზე გაბეები ბაეწელა.

- ხანდახან ვიყავით მანდ , ვარსკვლავებით და თვლებით მოჭედილი ჭერი და კედლები ორივეს მოგვწონდა . მზის ამოსვლამდე გამოვდიოდით სულ , სინათლე საკუთარ სხივებს რომ ართმევდა მტკიოდა .. მაშინ მივხვდი რომ რაღაც ბნელში და საშინელშიც შეიძლება დაინახო სილამაზე ..

- როგორი უცნაური ხარ ხოლმე , პატარავ - ევას სახეზე აათამაშა თითები და თვალებზე მიეფერა ვნებით - არ მომიყვები ?

- ჰარი ..

- ხომ იცი უფრო მშვიდად შევხვდები შენგან რომ გავიგო .

- გავიდეთ , ყავას გავაკეთებ - ფრთხილად მოიშორა მის მკერდს ჩაბღაუჭებული იზაბელა და ბავშვთან ახლოს კამერაც დადო , მოსასმენ მოწყობილობასთან ერთად .

- ეს პენუარი ფიქრებს მიფანტავს - წელზე წაავლო ხელები და ყელში აკოცა რამდენჯერმე.

- მე პრობლემა არ მაქვს - ღიმილნარევი ხმით ამოთქვა და კისერი გადაწია უკან მეტი კოცნის მისაღებად .

- მომიყევი ევა - საჯდომზე წაავლო ხელი და ქვედა ტუჩზე უკბინა .

- ღმერთო - ვნებამორეულმა შეუცურა თმებში ხელები და ოდნავ დაქაჩა . ნაზი კოცნით გაუყვა ყბის ძვალს და ტუჩთან მიახლოებულმა ჰარის გაწელილი კუთხეებიც აღიქვა - კარგი , ჰო - ბუზღუნით ამოიბუტბუტა და უკან დაიხია . ფრთხილად გადაიწია პენუარის ბრეტელი მხრებიდან და თვალებ ანთებულს დააკვირდა - დარწმუნებული ხარ ?

ყოფილიWhere stories live. Discover now