თავი 12 .

423 20 10
                                    

წამლების სუნით დამძიმებულს , მხოლოდ საკუთარი გულისცემა ესმოდა . სხეული რაღაც საშინელს გლოვობდა და თვალების დახუჭვისას მასში კიდევ ერთი ნაწილი კვდებოდა .

ვერც გაიაზრა როგორ ჩაავლეს ხელი და კედელს მიახეთქეს . ცეცხლში ჩაკარგულ ყავისფერ თვალებს და მის გაბრაზებულ სიტყვებსაც შორიდან აღიქვამდა. მუშტი რომ მოუქნია თავის შეკავებაც კი ვერ შეძლო . არ ადარდებდა , სადღაც უწონადობას შორის გაჭედილს მისი სხეულიც დაეტოვებინა და გაფუჭებული ფირივით ატრიალებდა განვლილს გონებაში .

დაჭრილი ცხოველივით იღრიალა გონებაში კვლავ რომ გაისმა ანინეს " ჩემი შვილი" .
რაღაც ჩაწყდა .
რაღაცას გამოემშვიდობა . რაღაცამ დატოვა .

საყრდენად ქცეული ხელები რომ მოშორდნენ ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა , ვერც გახეთქილი ტუჩი და გაწითლებული თვალი აღიქვა .

სინდისის ქენჯნა ყველაზე დიდი განაჩენია დაკარგული სულისთვის . ცხოვრების ყველაზე მწარე შურისძიება .

რაღაცამ მოაფხიზლა , რაღაც უფრო დიდი ტკივილი აღიქვა .
მის გვერდით მუხლებზე ჩამომდგარ ქალს გახედა და მისი მდგომარეობის გააზრებისას დანაწევრდა . ხელები რომ მოხვია და ბავშვივით მიიკრა გატყდა .
იცოდა არ ჰქონდა ასე ყოფნის უფლება .
იმდენი გამბედაობაც არ ჰქონდა ქალისთვის ეპასუხა მე ვარ თქვენი შვილის ამ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზიო ..
არაფერი ჰქონდა .

ნუგეშის ერთადერთი ძალაც რომ გამოეცალა ხელიდან , იმ კაცს გახედა რომლის ქალიშვილთანაც ყველაზე მეტი დააშავა .
ხელი რომ ჩაავლო და ფეხზე დააყენა მიხვდა , იცოდა დამნაშავე თავად რომ იყო . ჯეისონი არ იყო კაცი რომელიც მარტივად აპატიებდა .
ჯერ კიდევ ელოდებიდა მის შეცდომას და ქალიშვილის სახლში დაბრუნებას .

- აზრზე მოდი - კედელს მიაყდნო და თვალებში ჩახედა - ფეხზე რომ დადგები პასუხს ჩემი ქალიშვილის გამო მერე მოგთხოვ ! შემომხედე - სახეზე წაუჭირა ხელები და შეანჯღრია - ახლა რომ დანებდე სამუდამოდ შეგიძულებს - განგაშივით გაისმა მისი სიტყვები .

ყოფილიWhere stories live. Discover now