თავი 17 .

349 15 11
                                    

ბარის დახლზე ათამაშებულ თითებს დაჰყურებდა და ყოფილი ცოლის ცივი ხმა ყელში უჭერდა საცეცებს . მხარზე აცეკვებული ფალანგები ცდუნების საწამლავს ნელ-ნელა უვრცელებდა სხეულში . 

ვისკში შერეულ ყინულს დააკვირდა , თანდათან რომ კარგავდნენ  ფორმას და ისე ერეოდნენ ახალ სითხეს საკუთარ რაობას ივიწყებდნენ . 

ასეთი იყო ადამიანიც  ? ალბათ , ჰგავდა . ისიც ხომ სოციუმში მოხვედრისას , ბრბოსთან გაიგივებული ნაბიჯ-ნაბიჯ კარგავდა საკუთარ პიროვნებას . 

- ეს ქალი მაგარი კა*პაა - უკმაყოფილოდ ამოაბრუნა ტუჩები ქერათმიანმა და მკერდით მიეკრა მხარზე . ირონიულად ამოიფრუტუნა გაუგებარი სიტყვები ჰარიმ და ვისკი მოსვა.

- შენზე მეტი ? - ისე მოულოდნელად გაისმა ქალის დამცინავი ხმა , ხველება აუტყდა თვალებგაფართოებულს . 

- როგორ ბედავ ! 

- მარტივად , მითუმეტეს იმის გათალისწინებით რომ კაცი რომელიც გვერდით გიზის ჩემი ყოფილი საქმროა .. და იმ ქალის ქმარი შენ რომ თვალში არ მოგდის - ინტერესით მომზირალ ბარმენს გახედა და შეკვეთა მისცა. ჰარის რომელიც მის თვალიერებაში იყო გართული ზედაც არ უყურებდა და კეკლუცად უღიმოდა მისით მოხიბლულ ბარისტას . 

- აქ რატომ ხარ ბრია ? 

- ჟურნალისტი ვარ , ჰარი .. სადაც ახალი ინფორმაციაა , მეც იქ ვარ - ისე მოსვა სითხე თვალი არ მოუშორებია ცისფერთვალება ბიჭისთვის . იცოდა ამით  აღიზიანებდა და იწვევდა მწვანეთვალებას  - თან წარმოიდგინე შენი ყოფილი ცოლი და საცოლე ერთ ჭერ ქვეშ , ერთმანეთის პირისპირ .. სკანდალია ! - აღფრთოვანებულმა ამოთქვა და სიცილის შესაკავებლად ქვედა ტუჩზე იკბინა . 

- ჰარი , ეს ქალი .. 

- შენ კიდევ აქ ხარ ? - ცივი მზერით გადმოხედა ჯერ კიდევ ჰარის ხელზე მოთავსებულ თითებს . არ უნდოდა , ამითვის არ იყო მაგრამ გრძნობა რომელიც ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა უსიამოვნო ტალღებს უვრცელებდა სხეულში . 

ყოფილიDonde viven las historias. Descúbrelo ahora